მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას თავისი მომხრეები წარუდგინა

„ლელომ“ საპარლამენტო არჩევნებზე თავისი კანდიდატები წარმოადგინა

220
(განახლებულია 14:06 13.08.2020)
პარტიამ თავისი კანდიდატები წარმოადგინა არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ თბილისშიც, სადაც ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდა.

თბილისი, 13 აგვისტო – Sputnik. პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ერთმანდატიან ოლქებში საკუთარი კანდიდატები წარმოადგინა.

ეს პარტია ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ 2019 წლის ბოლოს შექმნეს და ის ახლა წარმოადგენს სამი ძალის გაერთიანებას: თავად „ლელო“, პარლამენტის ყოფილი სპიკერის დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ და ქვეყნის ერთ-ერთი უძველესი პარტია „ახალი მემარჯვენეები“.

მიუხედავად ოპოზიციური შეხედულებებისა, „ლელო საქართველოსთვის“ დიდ ოპოზიციურ გაერთიანებაში არ მონაწილეობს. მან საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა გადაწყვიტა.

„ლელოს” პირველივე დღიდან ჰქონდა გაცხადებული, რომ შევდივართ ბრძოლაში დამოუკიდებლად, არჩევნებში შევდივართ დამოუკიდებლად. არასდროს არ მიგვიღია მონაწილეობა ადგილების განაწილებაში და, შესაბამისად, დავაყენეთ ყველა ოლქში. არ ვყოფილვართ მოლაპარაკების მხარე და დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას”, – განაცხადა ხაზარაძემ.

პარტიამ თავისი კანდიდატები წარმოადგინა როგორც რეგიონებში, ისე თბილისში, სადაც ოპოზიციის უმრავლესობა ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდა.

„ლელოში“ მატებაა: პარლამენტის დეპუტატმა პარტია გამოიცვალა>>

პარტიის კანდიდატების სიაში უმრავლესობა ქართული საზოგადოებისთვის უცნობია, თუმცა ნაცნობებიც გვხვდებიან. მაგალითად, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე, პარლამენტის დეპუტატი ლევან კობერიძე, იურისტები კახა კოჟორიძე და ანა ნაცვლიშვილი, პოლიტიკოსი ლევან სამუშია.

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ კანდიდატები თბილისში:

  • საბურთალო – ბადრი ჯაფარიძე
  • გლდანი – გიგლა მიქაუტაძე
  • სამგორი – ფიქრია ჩიხრაძე
  • ვაკე – ლევან კობერიძე
  • მთაწმინდა-კრწანისი – საბა ბუაძე
  • დიდუბე-ჩუღურეთი – ლევან სამუშია
  • ნაძალადევი – ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი
  • ისანი – ლანა გალდავა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ლელო საქართველოსთვის“ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პარტიაა და შემოსავლების მიხედვით მილიონერი პარტიების სამეულში შედის. მას მხოლოდ „ქართული ოცნება“ უსწრებს. ნახევარ წელიწადში პარტიის შემოსავლებმა უკვე გადააჭარბა მილიონ ლარს.

220
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (140)
საქართველოს დროშა

„ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 25% უჭერს მხარს პარტიების ახალი რეიტინგი

62
(განახლებულია 11:46 21.09.2020)
საარჩევნოდ ოპოზიცია თუ არ გაერთიანდება, არჩევნების ლიდერი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იქნება.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ შეიძლება ოპოზიციური პარტიების გაერთიანება უკან ჩამოიტოვოს, ასეთია  ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ფრანგული კომპანია IPSOS–ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

კვლევა 2020 წლის 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილება შეადგენს +/–2,5%-ს.

კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, პასუხები ასე ნაწილდება. 

პარტია რესპონდენტების წილი
"ქართული ოცნება"  25%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 15,5

"ევროპული საქართველო" 

5%
"სტრატეგია აღმაშენებელი"  3%
"ლეიბორისტული პარტია" 3%
"პატრიოტთა ალიანსი" 3%
"გირჩი" 2,5%
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" (ნინო ბურჯანაძე) 2,5%
"ლელო" 2%
"მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი" 1,5%
"თავისუფალი საქართველო" 1%
სხვა პარტიები 3%
არ ვიცი 19%
უარი თქვეს პასუხზე 14%

რაც შეეხება ალოკაციით მიღებულ შედეგებს, კვლევის მიხედვით იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:

ალოკაცია არის რესპონდენტების ხმის დათვლის ისეთი მეთოდი, როდესაც რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ პარტიას, თუმცა, დამატებითი კითხვების ანალიზის საფუძველზე ამალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას: 

პარტია რესპონდენტების წილი
"ქართული ოცნება" -  38%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" 26%
"ევროპული საქართველო" 9%
"სტრატეგია აღმაშენებელი" 5%
"ლეიბორისტული პარტია" 4%
"პატრიოტთა ალიანსი" 4%
"გირჩი" 3%
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" (ნინო ბურჯანაძე) 3%
"ლელო" 3%
"მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) 2%
"თავისუფალი საქართველო" 1%
სხვა პარტიები 2%

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

62
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (140)
ვილნიუსი

დღეიდან საქართველოდან ლიეტუვაში ჩასულ მგზავრებს სავალდებულო თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ

58
(განახლებულია 10:58 21.09.2020)
საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის 10–დღიანი თვითიზოლაციის ვალდებულება 19 სექტემბერიდან უკვე დააწესა ლატვიამ.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik.  საქართველოდან ლიეტუვაში ჩასული ნებისმიერი პირი დაექვემდებარება სავალდებულო 14 -დღიან თვითიზოლაციას, იუწყება ლიეტუვაში საქართველოს საელჩო.

საელჩოს ცნობით, ლიეტუვის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დღეიდან შევა.

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები  ვალდებული არიან ლიეტუვის საზღვარზე წარადგინონ ბოლო  72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის პასუხი. 

ამასთან,  ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა (https://keleiviams.nvsc.lt/en/form) და მიღებული დასტური, ე.წ. QR კოდი წარადგინოს სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს.

„ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, პერიოდულად აახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ცნობით, იზოლაციის 14 -დღიანი პერიოდი შესაძლებელია ათ დღემდე შემცირდეს იმ შემთხვევაში, თუ იზოლაციის  მერვე დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე.

საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის 10–დღიანი თვითიზოლაციის ვალდებულება 19 სექტემბერიდან უკვე დააწესა ლატვიამ. ორივე ქვეყანაში შეზღუდვები იმ სახელმწიფოებს დაუწესდათ, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული 100 ათას  მოსახლეზე 25 შემთხვევას აღემატება. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეები საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას კარანტინის გავლას აღარ ექვემდებარებიან. ტურისტები საქართველოში შემოსვლას PCR-ტესტის წარდგენის საფუძველზე შეძლებენ. აღნიშნული გადაწყვეტილება ვრცელდება  გერმანის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის მოქალაქეებზე. 

 

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 193-ით გაიზარდა და 3695-ს მიაღწია,  ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1534 ადამიანი. გარდაიცვალა 20. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4988, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

 

 

58
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
სამედიცინო აპარატზე შეერთებული პაციენტი

„არ მჯეროდა ვირუსის...“ -რას წერდა სოციალურ ქსელში ქალი, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა

0
(განახლებულია 14:41 21.09.2020)
ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 695 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 534, გარდაიცვალა – 20

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik. 60 წლის მასწავლებელმა, რომელიც კორონავირუსისგან გარდაიცვალა, სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის წინ მიმართვა გაავრცელა.

ქალი წერდა, რომ დაინფიცირებამდე კორონავირუსის არ სჯეროდა.

„აფხა­ზე­ბო, გა­უფრ­თხილ­დით თავს. ინ­ფექ­ცია ჩვენს შო­რი­საა. მეც არ მჯე­რო­და ვირუ­სის, მაგ­რამ გუ­და­უ­თა­ში აღ­მოვ­ჩნდი“, - წერ­და ქალი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, სოხუმის პირველი სკოლის მასწავლებელი იყო.

ქალი 20 სექ­ტემ­ბერს, ქუ­თა­ის­ში, კლი­ნი­კა „ბო­მონდში“, კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა.

ექი­მე­ბის გან­ცხა­დე­ბით, პა­ცი­ენ­ტი სო­ხუ­მი­დან კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დაუდგინდა 3 695 ადამიანს, აქედან გამოჯანმრთელდა 1 534, გარდაიცვალა – 20.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა ქვეყანაში 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში