გიორგი გახარია

ახალი შეღავათები მოსახლეობისთვის: მთავრობა კიდევ ოთხი თვის კომუნალურ გადასახადს დაფარავს

513
(განახლებულია 15:02 06.08.2020)
საქართველოს ხელისუფლება ფიზიკურ პირებს ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში კომუნალური მომსახურების გადასახადებს დაუფარავს.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ოთხი თვის ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის კომუნალურ გადასახადებს დაფარავს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხუთშაბათს გამართულ მთავრობის სხდომაზე. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრ ადამიანს ფინანსური ზარალი მიადგა, ამიტომაც ხელისუფლებამ რთულ პერიოდში მოსახლეობის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიიღო.

„საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომუნალურ მომსახურებაზე შეღავათები გაგრძელდეს ოთხი თვის განმავლობაში – ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი და თებერვალი. სუბსიდირება მოხდება იმავე პრინციპით – 200 კილოვატ/საათი ელექტროენერგია და 200 კუბური მეტრი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული. რა თქმა უნდა, შეძლებულ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა, ასეთ დახმარებაზე თქვან უარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იმ აბონენტების რაოდენობა, ვინც ყოველთვიურად 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარს, 1,2 მილიონს შეადგენს და სახელმწიფო დაახლოებით 17 მლნ ლარს გამოყოფს ამ მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების დასაფარად.

ასევე საქართველოში 670 ათასი აბონენტია, რომელიც თვეში 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივ აირს მოიხმარს – სახელმწიფო ამ გადასახადების დასაფარად 27 მლნ ლარს გამოყოფს.

 

513
თემები:
COVID-19 საქართველოში (1749)
არჩევნები

„წავალ, მაგრამ არ ვიცი, ვის მივცემ ხმას...“: დავუჯეროთ თუ არა გამოკითხვებს არჩევნების წინ

77
(განახლებულია 10:29 20.09.2020)
არ არსებობს ალტერნატივა, ნდობა ხელისუფლებისადმი ან უბრალოდ რთულია არჩევანის გაკეთება - არჩევნების წინ ამომრჩევლებიც კი ცხარე კამათის საგნად იქცევიან

გასულ კვირაში ერთბაშად ოთხმა ორგანიზაციამ გამოაქვეყნა საზოგადოებრივი გამოკითხვების შედეგები და ყველამ აჩვენა, რომ არჩევნებზე წასასვლელად მზადყოფნის მიუხედავად, ამომრჩევლების ნაწილს არჩევანი ჯერ არ გაუკეთებია.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების თარიღის გამოცხადებამდე უკვე ცხადი იყო, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა საქართველოში საკმაოდ უმადური საქმეა.

მათი შედეგებით უკმაყოფილო პოლიტიკოსები ძალიან ხშირად გამოთქვამდნენ უნდობლობას ისეთი საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების გამოკითხვების მიმართ, როგორიცაა აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI). მათი ნაწილი ამ ორგანიზაციების გამოკითხვების აკრძალვის მხარდასაჭერად ხელმოწერებსაც კი აგროვებდა.

ამიტომ გასაკვირი არაა, რომ არჩევნების წინ უკვე სამმა ტელეარხმა - „იმედმა“, „რუსთავი2“-მა და „ფორმულამ“ საკუთარი გამოკითხვები შეუკვეთეს ალტერნატიულ საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც ასევე არჩევნებზე ეგზიტპოლებს ჩაატარებენ.

თუმცა პრაქტიკულად ყველა გამოკითხვამ აჩვენა თითქმის ერთი და იგივე - არჩევნებზე წასვლას ბევრი აპირებს, მაგრამ არჩევანი ყველას არ გაუკეთებია.

ასე, მაგალითად, თუ დავუჯერებთ გამოკითხვებს, აქტივობა არჩევნებზე 80%-ს გადააჭარბებს.

აქტივობა არჩევნებზე ბოლო გამოკითხვებით:

ორგანიზაცია აქტივობა გამოკითხვის თარიღი
NDI 88% 6 – 11 აგვისტო
IRI    74% 4 - 21 აგვისტო
GORBI (დამკვეთი ტელეარხი „იმედი“) 80% 19 - 20 აგვისტო
Survation (დამკვეთი „რუსთავი2“) 81,4% 26 აგვისტო– 2 სექტემბერი
Edison Research (დამკვეთი „ფორმულა ტვ“) 94% 25 აგვისტო– 7 სექტემბერი

ამასთან ერთად ამავე გამოკითხვებმა აჩვენა გაურკვეველი ამომრჩევლების მაღალი პროცენტი.

ამომრჩევლები, რომლებსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ:

ორგანიზაცია  ამომრჩევლების რიცხვი,რომლებსაც გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ გამოკითხვის თარიღი
NDI 59% 6 – 11 აგვისტო
IRI    23% 4 - 21 აგვისტო
GORBI (დამკვეთი ტელეარხი „იმედი“) 1 ადამიანი 5-დან 19 - 20 აგვისტო
Survation (დამკვეთი „რუსთავი2“) მონაცემები არაა 26 აგვისტო – 2 სექტემბერი
Edison Research  (დამკვეთი „ფორმულა ტვ“)  23% 25 აგვისტო – 7 სექტემბერი

გამოკითხვების ნიუანსები - თვალსაზრისები

ექსპერტი არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ გაურკვეველი ამომრჩევლების უმრავლესობა ოპოზიციის ალტერნატივას ვერ ხედავს და ამასთან ერთად ხელისუფლებისთვის ხმის მიცემა არ სურს.

„ბევრი უკმაყოფილოა ხელისუფლებით და ოპოზიციის ალტერნატივას ვერ ხედავს. ეს გამოკითხვებიდან ჩანს. და ისინი, ვინც ვერ პასუხობს, ვის მისცემს ხმას, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას პირდაპირ საარჩევნო უბანზე მიიღებენ: მისცენ ხმა ხელისუფლებას თუ ოპოზიციას, რადგან არ მიაჩნიათ, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაზე უკეთესია“, - განუცხადა სიხარულიძემ Sputnik-ს.

ექსპერტი ვახტანგ მაისაია კი მიიჩნევს, რომ გაურკვეველი ამომრჩევლები - ოპოზიციის ელექტორატია.

„ეს საზოგადოების მზარდ აპათიას აჩვენებს. არსებობს ასევე კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლებისადმი. და ეს გაურკვეველი ამომრჩევლები ნამდვილად არ მისცემენ ხმას ხელისუფლებას“, - განაცხადა მაისაიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ ბოლო დროს საქართველოში გაჩნდა პოლიტიზებული გამოკითხვები და ორგანიზაციის მიხედვით, რომელიც ამ გამოკითხვებს ატარებს, შეიძლება დასკვნის გაკეთება, თუ რომელ ძალას წარმოადგენს ის. ამიტომაც გამოკითხვები იძლევა ბუნდოვან სურათს, რომელიც ძალიან განსხვავდება რეალურისგან.

77
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ადამიანი კლავიატურასთან

ქალი პოლიტიკოსები პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების წინააღმდეგ: პეტიცია არჩევნების წინ

96
განცხადებაში ნათქვამია, რომ სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამოყენება შანტაჟისა ან დაშინების მიზნით დაუშვებელია

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ცნობილმა ქალმა პოლიტიკოსებმა საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე 41 დღით ადრე ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეწინააღმდეგებიან, იუწყება „პირველი არხი“.

კომპრომატების და პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ბოლო წლების „ბინძური პოლიტიკის“ ნაწილი გახდა. ბოლოჯერ სკანდალი აგორდა 2018 წელს დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შემდეგ, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დასრულდა.

„პირადი ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია. დაუშვებელია სექსუალური ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება დაშანტაჟების, შერცხვენის, დაშინების მიზნით“, - ნათქვამია ქალთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალმა პოლიტიკოსებმა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ყველა მსხვერპლს სოლიდარობა გამოუცხადეს და მოუწოდეს სახელმწიფოს მსგავს ფაქტებზე რეაგირება განსაკუთრებული სიმკაცრით მოახდინოს.

ერთობლივ დეკლარაციას სხვადასხვა ქართული პარტიის 18-მა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი.

 

 

96
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
დონალდ ტრამპი

NBC: ტრამპისთვის ძლიერი შხამის გამგზავნი დაკავებულია

0
(განახლებულია 08:10 21.09.2020)
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტ ტრამპის სახელზე გაგზავნილ ამანათში ძლიერმოქმედი შხამი რიცინი აღმოაჩინეს

თბილისი, 21 სექტემბერი ― Sputnik. თეთრ სახლში მომწამლავი ნივთიერება რიცინის გაგზავნაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, იუწყება ტელეარხი NBC აშშ-ის ფედერალურ სამართალდამცვრლ ორგანოებშ არსებულ წყაროზე დაყრდნობით.

მათი ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, რომლის შესახებაც ჯერჯერობით არანაირი ცნობა არ ვრცელდება, კანადიდან აშშ-ში შესვლის მცდელობისას დააკავეს.  

მანამდე ტელეარხმა CNN-მა, გამოძიების ფედერალური ბიუროს ვაშინგტონის ქვედანაყოფზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძლიერმოქმედი შხამი რიცინი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის განკუთვნილ ამანათში აღმოაჩინეს.

0
თემები:
მსოფლიო დღეს