უკვე 34: ცესკო არჩევნებში მონაწილეობისთვის პარტიების რეგისტრაციას აგრძელებს

გამოწერა
დღეისათვის რეგისტრაცია 34-მა პარტიამ გაიარა, უარი კი 10 პარტიას ეთქვა. განაცხადი სულ 68 პარტიამ შეიტანა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საპარლამენტო  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კიდევ ორი პარტია დაარეგისტრირა, ნათქვამია ცესკოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

საქართველოს ცესკოს მონაცემების თანახმად, 5 აგვისტოს საღამოსთვის რეგისტრაცია გაიარეს პარტიებმა – „ახალი საქართველო“ და „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“. 

ცესკო - Sputnik საქართველო
განხეთქილება, განაჩენი და ორიგინალური სვლა: საპარლამენტო არჩევნები 2020 – კვირის შედეგები

არასაპარლამენტო პარტიების განცხადებებს კომისია 15 ივლისამდე იღებდა. განაცხადი სულ 68 პარტიამ შეიტანა. დღეისათვის დარეგისტრირებულია 34 პარტია, დარღვევების გამო 10 პარტიას რეგისტრაციაზე უარი ეთქვა.

საპარლამენტო პარტიებისთვის განაცხადების შეტანის ვადა არჩევნებამდე 57 დღით ადრე, სექტემბრის დასაწყისში იწურება.

არჩევნების მონაწილეების საბოლოო სია არჩევნებამდე 30 დღით ადრე გახდება ცნობილი.

მანამდე იმ პარტიებმა, რომლებმაც ბოლო არჩევნებზე 15 ათასი ხმის მიღება ვერ შეძლეს, ცესკოში 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერები უნდა წარადგინონ. დანარჩენი პარტიები რეგისტრაციას ავტომატურად გადიან.

ამ დროისთვის დარეგისტრირებული პარტიები:

„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ – ლიდერი მიხეილ სულუაშვილი;   

„სოციალური სამართლიანობისთვის“ – ლიდერი მამუკა ტუსკაძე;

„საქართველო“ – ლიდერი გიორგი ლილუაშვილი;

„საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – ლიდერი ჯონდო ჯავახიშვილი;

„ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“ – ლიდერი იაგო ხვიჩია;

„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ – ლიდერი გია ბერძენიძე; 

„ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა“ – ლიდერი გრიგოლ ჯოჯუა;

„ახალი ქრისტიან–დემოკრატები“ – ლიდერი ნიკოლოზ ჯოგლიძე;

„ევროპელი დემოკრატები“ – ლიდერი პაატა დავითაია;

„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ – ლიდერი ხათუნა ქოიავა;

„პოლიტიკური პლატფორმა – ახალი საქართველო“ – ლიდერი გიორგი ვაშაძე;

„ლელო საქართველოსთვის“ – ლიდერი მამუკა ხაზარაძე;

„ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა" – ლიდერი ნინო ბურჯანაძე;

„თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა" – ლიდერი მალხაზ გორგასლიძე;

„სახელმწიფო ხალხისთვის" – ლიდერი ნიკა მაჭუტაძე;

„თავისუფალი დემოკრატები" – ლიდერი შალვა შავგულიძე;

„ნაციონალურ–დემოკრატიული პარტია" – ლიდერი ბაჩუკი ქარდავა;

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია" – ლიდერი შალვა ნათელაშვილი;

„თავისუფალი საქართველო" – ლიდერი კახა კუკავა;

„ქრისტიან–კონსერვატორული პარტია " – ლიდერი შოთა მალაშხია;

„გამარჯვებული საქართველო" – ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი;

„ქართველ ნაციონალისტთა ერთობა" – ლიდერი გაიოზ მამალაძე;

„ქართული დასი – ლიდერი ჯონდი ბაღათურია;

„მწვანეთა პარტია" – ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე;

„კანონი და სამართლიანობა" – ლიდერი თაკო ჩარკვიანი;

„რეფორმატორები" – ლიდერი დავით მიროტაძე;

„პროგრესი და თავისუფლება" – ლიდერი ნიკოლოზ გვრიტიშვილი;

„მამულიშვილთა ორდენი – სამშობლო" – ლიდერი გრიგოლ სოხაძე;

„კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია" – ლიდერი ირაკლი კობრავა;

„სახალხო მოძრაობა – ქრისტიან–დემოკრატები" – ლიდერი ანა რეხვიაშვილი;

„ქართული ფესვები" – ლიდერი თენგიზ ოქროფილაშვილი;

„სოციალ–დემოკრატები – საქართველოს განვითარებისთვის“ – ლიდერი გია ჟორჟოლიანი;

„მომავალი საქართველო" – ლიდერი გიორგი ლაღიძე;

„ჩვენი გაერთიანებული საქართველო" – ლიდერი ისაკი გიორგაძე.

ყველა ახალი ამბავი
0