სატელეფონო ხაზზეა აშშ: რა უთხრა მაიკ პომპეომ გახარიას

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიმაიკ პომპეო
მაიკ პომპეო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსეთმა „უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საკუთარი ვალდებულებები“.

თბილისი, 28 ივლისი – Spunik. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოში ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები ორშაბათს სატელეფონო საუბრისას განიხილეს. 

საქართველოს, აშშ-ის, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
კრიტიკა პრობლემა არაა: საქართველოს რეაქცია აშშ-ის კონგრესმენების წერილზე

„სახელმწიფო მდივანმა პომპეომ ხაზგასმით აღნიშნა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის თანაბარი პირობები დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი ნაწილია. მან მაღალი შეფასება მისცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას და ხაზი გაუსვა არჩევნების შესახებ დამტკიცებული კანონების ზედმიწევნით შესრულების მნიშვნელობას“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

პომპეომ ქართულ მხარეს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის გაძლიერებისთვის ძალისხმევისა და „საქართველოში საარჩევნო და სასამართლო პროცესების პოლიტიზებისგან“ დაცვისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და განაცხადა, რომ რუსეთმა „უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების საკუთარი ვალდებულებები“.

საქართველოს პრემიერის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი გაიმართა ვაშინგტონში დაგეგმილი აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა COVID-19-ის პანდემია. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ პლენარული სხდომა წლის ბოლომდე გაიმართება.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის მეთაურმა მაიკ პომპეო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0