საქართველოში მცხოვრები ბელარუსის მოქალაქეები საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ

© photo: Sputnik / Viktor Tolochkoარჩევნები პარლამენტში
არჩევნები პარლამენტში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ამომრჩეველს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლის საშუალება არ ექნება, ისინი ხმის მიცემას ვადაზე ადრე, 4-დან 8 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში შეძლებენ.

თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოში მცხოვრები ბელარუსის მოქალაქეები 9 აგვისტოს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ, ნათქვამია ბელარუსის საელჩოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საარჩევნო უბანი გაიხსნება საელჩოს შენობაში, რომელიც მდებარეობს მისამართზე: კრწანისის №18. საარჩევნო უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა 08:00-დან 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი. 

ბელარუსული ავიაკომპანია Belavia თბილისის აეროპორტში - Sputnik საქართველო
ბელარუსიდან და ლიეტუვიდან საქართველოს ასობით მოქალაქე სამშობლოში დაბრუნდა

თუ ამომრჩეველს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე მისვლის საშუალება არ ექნება, ისინი ხმის მიცემას ვადაზე ადრე, 4-დან 8 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, 10:00–14:00 და 16:00–19:00 საათების პერიოდში შეძლებენ.

საარჩევნო უბანზე მისვლისას ბელარუსის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტის წარდგენა აუცილებელია.

ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს გაიმართება. ამ დროისთვის ქვეყანაში წინასაარჩევნო კამპატია ტარდება, რომელიც 8 აგვისტოს დასრულდება. უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე პრეტენზიას ხუთი კანდიდატი აცხადებს, მათ შორისაა ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკოც. ცესკომ რეგისტრაციაზე უარი განუცხადა „ტექნობანკის“ ყოფილ დირექტორს ვალერი ცეპკალოსა და „ბელგაზპრომბანკის“ ყოფილ ხელმძღვანელს ვიქტორ ბაბარიკოს. თუმცა, პოლიტიკოსებმა და მათმა მომხრეებმა ცესკოს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.

ყველა ახალი ამბავი
0