გიორგი გახარია

„მთელი ქვეყნის ტრაგედია“ - გახარიამ შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა

436
(განახლებულია 09:09 19.07.2020)
საქართველოს მთავრობის მეთაურმა საზოგადოებას მოუწოდა თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან შაქარაშვილის საქმეზე

თბილისი, 18 ივლისი – Sputnik. 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაღუპვა - მთელი ქვეყნის ტრაგედიაა, განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პროკურატურა შაქარაშვილის საქმეზე ვიდეომასალას აქვეყნებს: რა მოხდა 19 ივნისის ღამეს >>

19 წლის გიორგი შაქარაშვილი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს. იგი უკვალოდ გაქრა 18 ივნისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეულების შემდეგ, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. თუმცა, შაქარაშვილის სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღინიშნებოდა. გამოძიება მის გარდაცვალებას როგორც პირთა ჯგუფის მიერ განზრახ მკვლელობას განიხილავს და დამნაშავეთა დასადგენად დამატებითი ექსპერტიზა დანიშნა.

„ამ საკითხზე საუბრის ამოწურვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს არის უაღრესად დიდი ტრაგედია. ეს არ არის ცალკე აღებული, კონკრეტული ოჯახის ტრაგედია, ეს ქვეყნის ტრაგედიაა. სამართალდამცავ სისტემას აქვს სრული პასუხისმგებლობა, რომ უმოკლეს ვადაში ეს ყველაფერი იყოს გამოძიებული და კითხვები არ დარჩეს, უპირველეს ყოვლისა, ოჯახს და რა თქმა უნდა, საზოგადოებას“, - განაცხადა გახარიამ.

ამასთან მან აღნიშნა, რომ დამდეგი არჩევნების გამო შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის პოლიტიზირება ხდება და მოსახლეობას მოუწოდა სიფრთხილით მოეკიდონ დაღუპული ახალგაზრდას ოჯახს.

„ამორალურია“ – პრემიერი შაქარაშვილის დაღუპვის საქმის ირგვლივ სპეკულაციების შესახებ >>

პარასკევს გიორგი შაქარაშვილის დედამ განაცხადა, რომ მისი ოჯახი საზოგადოების ნაწილის მხრიდან შეურაცხყოფისა და ბულინგის ობიექტი გახდა, აგრესია კი ყველა ზღვარს აჭარბებს. ამასთან ქალს არ დაუკონკრეტებია, რას უკავშირდება ეს თავდასხმები.

შაქარაშვილი საქმე

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს: უშუალოდ მკვლელობას, რომლის დამტკიცებას ახლა ცდილობს გამოძიება, და უკვე დადგენილ ფაქტებს - ცემას, ჯგუფურ ძალადობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

ცემის ეპიზოდი უკავშირდება წვეულებას, სადაც კონფლიქტი მოხდა. ჯგუფური ძალადობის ეპიზოდი ეხება პირველი კონფლიქტიდან რამდენიმე საათში თბილისი-მცხეთის გზაზე მომხდარ მასობრივ ჩხუბს, რომლის შემდეგ შაქარაშვილი უკვალოდ გაქრა.

მესამე ეპიზოდი - თავისუფლების უკანონო აღკვეთა - უკავშირდება ფეხბურთელის მეგობარ გური ამირხანაშვილს, რომელიც ძალით ჩასვეს მანქანაში და წაიყვანეს თბილისში, და ეს იმ დროს ხდება, როდესაც მისი მეგობარი დაიკარგა და არავინ იცის მისი ადგილსამყოფელი.

სამივე დამტკიცებულ ეპიზოდზე დაკავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი. პირველი წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.

436
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე (78)
სპეცოპრაცია ზუგდიდში

„კრიმინალური ანარქია“ - ოპოზიციონერები ზუგდიდში მძევლების აყვანაზე

15
თავის მხრივ, მმართველ პარტიაში ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს პოლიტიკური მაროდიორობა უწოდეს

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. კრიმინალური ანარქია და სრული უკანონობა - ასე შეაფასეს ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ქვეყანაში არსებული ვითარება ზუგდიდში მძევლების აყვანის ფონზე.

სპეცოპერაცია ზუგდიდში: კობახიძემ მედიასაშუალებები გააკრიტიკა >>

ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხშაბათს ზუგდიდის ცენტრში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლები აიყვანა. დამნაშავე ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა.

„დღევანდელი სიტუაცია საქართველოში, ბუნებრივია, ხელს უწყობს ასეთ სავალალო ფაქტებს. იმედი მაქვს, ისინი ტრაგიკულად არ დასრულდება. თუ ასე გაგრძელდება, ასეთი ფაქტი, რასაკვირველია, მეტი იქნება. ბუნებრივია, რომ გასაჭირი ადამიანებს უცნაური ქმედებებისკენ უბიძგებს, მაგრამ მომხდარს გამართლება არ აქვს“, - აღნიშნა პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც პოლიტიკოსმა დასძინა, მას იმედი აქვს, რომ სპეცოპერაცია უმტკივნეულოდ დასრულდება და მძევლების ნათესავებსა და ახლობლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ქალაქის ცენტრში, ყველაზე ხალხმრავალ ადგილას, სადაც ყველაზე მეტი სამთავრობო უწყებაა, სადაც ძალოვანი სტრუქტურები არიან, შესაძლებელი გახდა ყაჩაღობა ისე, რომ პოლიცია მოსახლეობის დასაცავად ვერაფერს ვერ აკეთებს. ეს კრიმინალური ანარქიის მთავარი პრობლემაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის სიტყვებით, უპირველეს ყოვლისა, ახლა საჭიროა მძევლების უსაფრთხოებაზე ფიქრი. მან განაცხადა ასევე, რომ ქვეყანაში სრული უკანონობა სუფევს, როდესაც მთავრობასთან კავშირები დამნაშავეებს სასჯელის თავიდან აცილებაში ეხმარება. ანალოგიური აზრისაა პარლამენტის ექსსპიკერი, ჯაფარიძის თანაპარტიელი დავით უსუფაშვილი.

„მთავარი პრიორიტეტია, მძევლები გათავისუფლდნენ უვნებლები შენობიდან. ასევე პრიორიტეტულია დამნაშავის დაკავება, რათა მან პასუხი აგოს კანონის წინაშე. მაგრამ მთლიანობაში, პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში საკმაოდ სახიფათო კრიმინალური ვითარებაა. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც დამნაშავეები ხედავენ, რომ პროკურორები და პოლიციელები და სხვა თანამდებობის პირები პოლიტპატიმრების დევნით არიან დაკავებული“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

თავის მხრივ, მმართველ პარტიაში პოლიტიკური მაროდიორობა უწოდეს ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ზუგდიდში ბანკის ფილიალში მძევლების აყვანასთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა შემთხვევის ადგილზე მივიდა და მძევლების ჩანაცვლება შესთავაზა. გარდა ამისა, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელისუფლება ქვეყანაში კრიმინალური სიტუაციის გაუარესებაში დაადანაშაულა.

„სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მოროდიორობა, რასაც ჩვენ მათგან, სამწუხაროდ, დიდი ხანია მიჩვეულები ვართ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

„მძევლების დახოცვას დავიწყებ 2 საათის შემდეგ“ – თავდამსხმელის ულტიმატუმი >>

მან საგანგაშო და გამაოგნებელი უწოდა ასევე მასმედიის მოქმედებას, „როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან“.

15
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა
სალომე ზურაბიშვილი

„ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს“ - პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას მიმართა

26
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი. რამდენიმე მძევალი თავდამსხმელმა უკვე გაათავისუფლა.

„მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი მიმართავს მედიასაშუალებებსაც და მოუწოდებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები.

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც მიმართა  მედიასაშუალებებსა და მობილურ ოპერატორებს და, მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, კატეგორიულად მოითხოვა,  დაუყოვნებლივ გათიშულიყო/შეზღუდულიყო  ადგილიდან ლაივსიგნალი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

26
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა

ბანკზე თავდასხმა და მძევლების აყვანა ზუგდიდში: ფოტოები შემთხვევის ადგილიდან

0
  • „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალს უცნობი თავს დაესხმა დღისით. ის შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით
  • შენობასთან ოპერატუიულად მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმი
  • ბოროტმოქმედმა დაახლოებით 20 ადამიანი შეიპყრო. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა. ცოტა ხანში მან ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალი გაათავისუფლა
  • ყველა მიმდებარე ქუჩა იყო ბლოკირებული
  • ჟურნალისტები პოლიციის ბარიკადებს მიღმა მუშაობდნენ
  • სპეცოპერაცია გვიან საღამომდე გაგრძელდა
  • მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა
  • სპეცოპერაციის ადგილზე გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკაც
  • თავდამსმხელი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, თუ პოლიცია სპეცოპერაციას დაიწყებდა
  • შენობა იყო ალყაში - მთელ ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებდნენ
  • განსაკუთრებული ზომების მიღება წარმატებით დასრულდა - რიგი ტელეარხების მონაცემებით, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია
  • მალე ზუგდიდიდან დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განცხადებას არ აკეთებენ
ოთხშაბათს საქართველოში საშინელი ამბავი გავრცელდა - ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში ბოროტმოქმედმა მძევლები აიყვანა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ფოტოლენტაში სურათები მოვლენათა ეპიცენტრიდან

თავდამსხმელმა 20-მდე მძევალი აიყვანა, რის შემდეგაც ნახევარი მილიონი დოლარი და ვერტმფრენი მოითხოვა.

ბოროტმოქმედი შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით. ის იმუქრებოდა მისი აფეთქებით, თუ სამართალდამცავები შენობის შტურმით აღებას გადაწყვეტდნენ. მძევლებს შორის იყვნენ ბანკის თანამშრომლები და კლიენტები.

ადგილზე ოპერატიულად მივიდა ზუგდიდის პოლიცია და სპეცრაზმი. მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები წარმატებებით დასრულდა გვიან საღამოს - როგორც ქართული ტელეარხები იუწყებიან, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი.

0
  • „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალს უცნობი თავს დაესხმა დღისით. ის შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით
    © Sputnik / STRINGER

    „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალს უცნობი თავს დაესხმა დღისით. ის შეიარაღებული იყო ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით

  • შენობასთან ოპერატუიულად მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმი
    © Sputnik / STRINGER

    შენობასთან ოპერატუიულად მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სპეცრაზმი

  • ბოროტმოქმედმა დაახლოებით 20 ადამიანი შეიპყრო. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა. ცოტა ხანში მან ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალი გაათავისუფლა
    © Sputnik / STRINGER

    ბოროტმოქმედმა დაახლოებით 20 ადამიანი შეიპყრო. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა. ცოტა ხანში მან ასაკოვანი ადამიანები და ორსული ქალი გაათავისუფლა

  • ყველა მიმდებარე ქუჩა იყო ბლოკირებული
    © Sputnik / STRINGER

    ყველა მიმდებარე ქუჩა იყო ბლოკირებული

  • ჟურნალისტები პოლიციის ბარიკადებს მიღმა მუშაობდნენ
    © Sputnik / STRINGER

    ჟურნალისტები პოლიციის ბარიკადებს მიღმა მუშაობდნენ

  • სპეცოპერაცია გვიან საღამომდე გაგრძელდა
    © Sputnik / STRINGER

    სპეცოპერაცია გვიან საღამომდე გაგრძელდა

  • მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა
    © Sputnik / STRINGER

    მძევლების გათავისუფლების ოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა

  • სპეცოპერაციის ადგილზე გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკაც
    © Sputnik / STRINGER

    სპეცოპერაციის ადგილზე გადაიტყორცნა ჯავშანტექნიკაც

  • თავდამსმხელი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, თუ პოლიცია სპეცოპერაციას დაიწყებდა
    © Sputnik / STRINGER

    თავდამსმხელი ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, თუ პოლიცია სპეცოპერაციას დაიწყებდა

  • შენობა იყო ალყაში - მთელ ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებდნენ
    © Sputnik / STRINGER

    შენობა იყო ალყაში - მთელ ტერიტორიას სამართალდამცავები აკონტროლებდნენ

  • განსაკუთრებული ზომების მიღება წარმატებით დასრულდა - რიგი ტელეარხების მონაცემებით, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია
    © Sputnik / STRINGER

    განსაკუთრებული ზომების მიღება წარმატებით დასრულდა - რიგი ტელეარხების მონაცემებით, თითქმის ყველა მძევალი გათავისუფლებულია

  • მალე ზუგდიდიდან დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განცხადებას არ აკეთებენ
    © Sputnik / STRINGER

    მალე ზუგდიდიდან დაზუსტებული ინფორმაცია გავრცელდება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ განცხადებას არ აკეთებენ