საქართველოს პრეზიდენტმა ანჯეი დუდას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

© photo: Salome Zourabichvili / FBპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი იმედოვნებს, რომ საქართველო–პოლონეთის მეგობრული ურთიერთობები გაგრძელდება და გაღრმავდება.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის პოლონელ კოლეგას ანჯეი დუდას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და ხუთწლიანი ვადით ხელმეორედ არჩევა მიულოცა.

ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს საქართველოს დახმარებისთვის მადლობას უხდის>>

პოლონეთის მოქმედმა პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. კენჭისყრა 12 ივლისს ჩატარდა. დუდამ ამომრჩევლის ხმების 51,21% მიიღო. მისი ოპონენტი რაფალ ტშასკოვსკი იყო.

„თქვენი ხელახლა არჩევა – ესაა მტკიცე ქართულ–პოლონური ურთიერთობების გაგრძელების შესაძლებლობა. მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას“, – დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ის მიკრობლოგში.

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ივნისს ჩატარდა. დუდამ აიღო ხმების 43,7%, ხოლო ვარშავის მერმა და მთავარი ოპოზიციური ლიბერალური პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატმა რაფალ ტშასკოვსკიმ – 30,3%.

საქართველომ და პოლონეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 28 აპრილს დაამყარეს. ამ დროის განმავლობაში ქვეყნებმა გააფორმეს 15 საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც არეგულირებენ თანამშრომლობას თავდაცვის, ეკონომიკის, ტურიზმის, რეგიონული განვითარების, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სფეროებში.

საქართველომ და პოლონეთმა 2017 წელს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი აღნიშნეს.

ყველა ახალი ამბავი
0