საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა

© Facebook / photo : Administration of President of Georgia / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ახლა, როდესაც ყველა უხილავ მტერს ებრძვის, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას.

თბილისი, 13 ივლისი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.

კვირას შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საზღვარზე, შესაბამისად, თოვუზის რაიონში და ტავუშის ოლქში, რომელიც საქართველოს საზღვართან ახლოსაა. ამ ტერიტორიიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრშია არაღიარებული მთიანი ყარაბაღი, სადაც ამჟამად მშვიდი ვითარებაა. სროლის ადგილზე განლაგებულია საბრძოლო საგუშაგოები, დისლოცირებული სოფელ მოვსესის მახლობლად.

მევლუთ ჩავუშოღლუ - Sputnik საქართველო
სომხეთ–აზერბაიჯანის დაპირისპირება: თურქეთმა არჩევანი გააკეთა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის სამხედროებმა აზერბაიჯანული პოზიციები დაცხრილეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი სამხედროები ცდილობდნენ არტილერიის დახმარებით სომხეთის საგუშაგოს ხელში ჩაგდებას. ბაქოს ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო. სომხეთის მხარის განცხადებით, დაჭრილია ორი სომეხი პოლიციელი, დაღუპულები არ არიან.

„დღეს, როცა ყველა ერთად ვიბრძვით უხილავი მტრის წინააღმდეგ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო სოლიდარობას და გლობალური სტაბილურობის შენარჩუნებას. ჩვენი რეგიონის მშვიდობა და უსაფრთხოება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე ჩვენი მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოების – აზერბაიჯანისა და სომხეთის მომავალი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ორშაბათს სროლა გაგრძელდა. ერევანის განცხადებით, ბაქო სომხეთის ტერიტორიის მიმართულებით 15-20 წუთის შუალედებით ისვრის. აზერბაიჯანი და სომხეთი სროლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0