შვეიცარია წესებს ამკაცრებს – დაწესდება თუ არა რეგულაციები საქართველოსთვის

CC0 / Pixabay / შვეიცარიის დროშა
შვეიცარიის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებისთვის შვეიცარიის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვისა და წესების საკითხს ქვეყნის მთავრობა 20 ივლისს განიხილავს.

თბილისი, 6 ივლისი – Sputnik. შვეიცარიაში, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, 6 ივლისიდან პრევენციული ზომები გამკაცრდება, ნათქვამია შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოს და ევროკავშირის დროშები - Sputnik საქართველო
ევროკავშირი საქართველოსთვის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის

შვეიცარიის ხელისუფლებამ COVID-19-ის მაღალი რისკის მქონე ქვეყნების სია შეადგინა, რომელიც მუდმივად განახლდება. ქვეყანაში შესვლისას სტუმრებს ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას უშუალოდ საზღვარზე გააცნობენ.

საელჩოს მონაცემებით, 6 ივლისიდან მაღალი რისკის ქვეყნების მოქალაქეები შვეიცარიაში ჩასვლისას 10-დღიან კარანტინს გაივლიან. კარანტინიდან თავის არიდება ჯარიმას ითვალისწინებს.

საქართველოს მოქალაქეებისთვის შვეიცარიის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვისა და წესების საკითხს 20 ივლისს განიხილავენ. მანამდე კი საქართველოს მოქალაქეებს არ შეუძლიათ შვეიცარიაში ჩასვლა, თუ მათ არ აქვთ ბინადრობის უფლება.

შვეიცარიის ფედერალური დეპარტამენტის რეკომენდაციების მიხედვით წესების ცვლილებებს მოქალაქეებმა ამ ბმულზე მუდმივად უნდა ადევნონ თვალი, აცხადებენ საქართველოს საელჩოში.

ყველა ახალი ამბავი
0