მაჟორიტარები ივლისში, პარტიული სია – სექტემბერში: ვისზე დადებს ფსონს „ქართული ოცნება“

© photo: Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა ორშაბათს მიიღო.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიულ სიას სექტემბერში წარმოადგენს, განაცხადა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 დეკემბერსაა დაგეგმილი.

„ვფიქრობთ, რომ ივლისის შუა რიცხვებში უკვე დასრულდება მაჟორიტარების წარდგენის პროცესი, ივლისიდან გვინდა გადავიდეთ ასევე აქტიურ საარჩევნო რეჟიმზე. რაც შეეხება საარჩევნო სიას, მისი სრულყოფა სექტემბერში მოხდება, თუმცა, ბუნებრივია, სიახლეები მანამდეც გვექნება“, – განაცხადა კობახიძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში. 

მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო
პოლიტიკური ტემპერატურა მატულობს: ვინ გახდება „ოცნების“ რჩეული მაჟორიტარი კანდიდატი

მისი განმარტებით, საარჩევნო სიაში, მათ შორის მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის, იქნებიან როგორც ძველი, ისე ახალი სახეები. 

„განახლება ყოველთვის აუცილებელია და ამ არჩევნებისთვისაც გვექნება სიახლეები. ესეც უნდა გახდეს ამომრჩევლის მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის ერთ-ერთი საფუძველი, გარდა იმისა, რაც ჩვენ განვახორციელეთ გასული წლების განმავლობაში“, – განაცხადა კობახიძემ.

დაგეგმილი არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა ორშაბათს მიიღო. გუშინ პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებიც დაამტკიცა.

საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამა თუ იმ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებულები მიიღებენ. თბილისში იქნება 8 მაჟორიტარული ოლქი, 22 ოლქი კი ათ რეგიონზე გადანაწილდა. 

ყველა ახალი ამბავი
0