და, აი, ისიც – ნანატრი იტალია! შეგიძლია დაგეგმო მოგზაურობა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირომი
რომი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის ხელისუფლება ძალაში ტოვებს სიფრთხილის ისეთ ზომებს, როგორიცაა თვითიზოლაცია და შენგენის ზონის გარე ქვეყნებიდან ჩასული ადამიანების ჯანმრთელობაზე დაკვირვება.

თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. იტალია საქართველოს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლაზე დაწესებულ შეზღუდვებს აუქმებს, ნათქვამია იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

იტალიის ჯანდაცვის უწყების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ევროკავშირის არაწევრ 14 სახელმწიფოს შეუმსუბუქდება. მათ შორის არიან: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, საქართველო, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სერბეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი. 

შვეიცარიის დროშა - Sputnik საქართველო
თუ შვეიცარიაში მოგზაურობა გსურთ: 20 ივლისიდან საზღვარი „ღიაა“

ქვეყანა ძალაში ტოვებს სიფრთხილის ისეთ ზომებს, როგორიცაა თვითიზოლაცია და შენგენის ზონის გარე ქვეყნებიდან ჩასული ადამიანების ჯანმრთელობაზე დაკვირვება.

ბოლო ორ დღეში საქართველოს მოქალაქეებისთვის საკუთარი საზღვრების გახსნის შესახებ განცხადება გააკეთეს შვეიცარიამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა და ლატვიამ.

მანამდე ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო 15 ქვეყნის სიაში შეიყვანა, რომელთათვისაც 1 ივლისიდან საზღვრების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხოლოდ 30 სექტემბრიდან აუქმებს. ამის შესახებ იუწყება საქართველოს საელჩო ვენაში.

საქართველომ, თავის მხრივ, კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე 1 ივლისიდან გახსნა, მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადადო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვითაა განპირობებული.

ყველა ახალი ამბავი
0