ზალკალიანმა კანადელებს ეროვნული დღესასწაული მიულოცა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრმა რწმენა გამოთქვა, რომ ქართულ-კანადური ურთიერთობები და თანამშრომლობა მომავალშიც განვითარდება და განმტკიცდება.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კანადის მთავრობასა და ხალხს ეროვნული დღესასწაული – კანადის დღე მიულოცა.

„ვულოცავ ჩვენს კანადელ მეგობრებსა და პარტნიორებს კანადის დღეს. იმედი მაქვს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო მეგობრობა და თანამშრომლობა კვლავ მრავალი წელი იარსებებს და კიდევ უფრო განმტკიცდება", – დაწერა ზალკალიანმა ოფიციალურ გვერდზე Twitter-ში.

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანსუა-ფილიპ შამპანმა მადლობა გადაუხადა დავით ზალკალიანს მილოცვისთვის და აღნიშნა, რომ კანადა მაღალ შეფასებას აძლევს ქართველი ხალხის სახელით გამოთქმულ კეთილ სურვილებს.

ყველა ახალი ამბავი
0