დიდი ბრიტანეთის ელჩი: საერთაშორისო საზოგადოების როლი ნაკლებად მნიშვნელოვანი უნდა იყოს

© photo : Justin McKenzie Smith / FBდიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი
დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელჩის განცხადებით, იგი ოპტიმისტურად განაწყო ახალგაზრდა ადამიანების არსებობამ, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ ქვეყანაში დემოკრატიის დაცვას.

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასტინ მაკენზი სმიტმა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, დაგეგმილ არჩევნებს მიუდგნენ, როგორც დემოკრატიული პროცესის გაგრძელებას. ამის შესახებ ელჩმა დემოკრატიის ყოველწლიური კონფერენციის დროს ქართული მასმედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

წელს კორონავირუსის პანდემიის გამო კონფერენცია ვიდეოფორმატის სახით ჩატარდა. დიპლომატმა ორშაბათს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ისტორიული“ უწოდა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი არის არჩევნები და ის, რას აკეთებს ქვეყანა. საერთაშორისო საზოგადოებისთვის ყველაზე მთავარი ამ პროცესის მხარდაჭერაა. ორშაბათს მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ისტორიულს ვუწოდებდი. პირველ რიგში მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, რომელმაც დაჟინებით მოითხოვა ეს ცვლილებები. ასევე ქედს მოვიხრი შუამავლების წინაშე. პროვოკაციული რომ ვიყო, ვისურვებდი, საქართველოში დადგეს დღე, როცა საერთაშორისო საზოგადოების როლი საქართველოში ნაკლებად მნიშვნელოვანი იქნება“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ელჩმა.

მისი თქმით, არჩევნებისა და დემოკრატიზაციის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს და თითოეულ ქვეყანას აქვს ზოგი რამ დასახვეწი. 

დიდი ბრიტანეთის ელჩი ჯასტინ მაკენზი სმიტი - Sputnik საქართველო
დიდი ბრიტანეთის ელჩი: კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს რეაგირება ბრწყინვალეა

„გაერთიანებულ სამეფოში პირველი არჩევნები 1708 წელს ჩატარდა, ბოლო არჩევნები – 2019 წლის დეკემბერში და ჩვენ ცესკოდან 30-მდე რეკომენდაცია მივიღეთ იმის შესახებ, თუ როგორ შეგვიძლია საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება. არჩევნები და დემოკრატიზაციის პროცესი გრძელდება და მე მოვუწოდებ ყველა ქართულ პარტიას, რომ ამ საკითხს ასეთი სულისკვეთებით მოეკიდონ. არჩევნები უფრო მეტია, ვიდრე არჩევნების დღე. არჩევნები დამოკიდებულია იმ დემოკრატიულ საფუძველზე, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. ძალიან ოპტიმისტურად განმაწყობს ის ახალგაზრდები, რომლებიც დემოკრატიის დაცვას დიდი ენთუზიაზმით ცდილობენ“, – განაცხადა ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

ვიდეოკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ევროკავშირის პარლამენტის წევრი ვიოლა ფონ კრამონი, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე.

ჯასტინ მაკენზი სმიტი საქართველოში 2016 წლის აგვისტოდან საქმიანობს. საქართველოს მოსახლეობას იგი დაამახსოვრდა ქართული კულტურისა და ენის მიმართ ინტერესით. ელჩი საქართველოს აგვისტოში დატოვებს, მის ადგილს კი დიპლომატი მარკ კლეიტონი დაიკავებს.

ყველა ახალი ამბავი
0