საპარლამენტო არჩევნები 2020: „ჩინოვნიკებს" ლუპით დააკვირდებიან

© photo: Sputnikარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყებათშორისი კომისია შეისწავლის მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და იმ განცხადებებს, რომლებითაც დარღვევების შესახებ პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ მას მიმართავენ.

თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან უწყებათშორისო კომისია შეიქმნა, რომელიც დააკვირდება წინასაარჩევნო კამპანიის დროს თანამდებობის პირთა მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დაცვას, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე. 

საარჩევნო უბანზე - Sputnik საქართველო
არჩევნები ახლებურად: პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილეს

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. წინასაარჩევნო კამპანია არჩევნებამდე 60 დღით ადრე დაიწყება, რომლის დროსაც საჯარო სამსახურში მყოფ თანამდებობის პირებს სამუშაო დროის პერიოდში აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

უწყების ცნობით, კომისიას იუსტიციის მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს.

უწყებათშორისი კომისია შეისწავლის მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და იმ განცხადებებს, რომლებითაც დარღვევების შესახებ პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები უშუალოდ მას მიმართავენ.

კომისია ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება, ცესკოში პარტიების რეგისტრაციის დასრულების შემდეგ კი – არანაკლებ კვირაში ერთხელ.

უწყებათშორისი კომისია პირველად 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შეიქმნა და მას შემდეგ ქვეყანაში ჩატარებული ყველა არჩევნების პერიოდში ფუნქციონირებდა. მის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებების, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის, ასევე პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0