„კარგი დღე" – ოპოზიცია კონსტიტუციაში შესწორებებზე

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტის სხდომა
საქართველოს პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
იმისდა მიუხედავად, ოპოზიციიდან ვინ მისცა ხმა საკონსტიტუციო შესწორებებს და ვინ არა, საბოლოოდ ყველა კმაყოფილია იმით, რომ ის პარლამენტმა მიიღო.

თბილისი, 29 ივნისი — Sputnik. ოპოზიციაში საკონსტიტუციო შესწორებების მიღება არჩევნების ახალ სისტემასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს პარლამენტმა მიიღო, სხვადასხვაგვარად აღიქვეს.

ოპოზიციის ერთი ნაწილი პარლამენტის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანსა და გადამწყვეტს უწოდებს, მეორე ნაწილი ამაში „ქართული ოცნების" სისუსტესა და საზოგადოებრივი ზეწოლის ძალას ხედავს.

კონსტიტუციაში ცვლილებები დამტკიცებულია: როგორ ჩატარდება არჩევნები>>

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, დღევანდელი დღე მეცხრე მოწვევის პარლამენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ქვეყნის მომავალზე აისახება.

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებულია: ვინ მიიღო ისტორიულ კენჭისყრაში მონაწილეობა

მისი თქმით, ისინი შეუთანხმდნენ ხელისუფლებას და სიტყვა შეასრულეს, კანონპროექტს მხარი სამივე მოსმენით დაუჭირეს. რა თქმა უნდა, ეს იდეალური ცვლილებები არაა, აღნიშნა ინაშვილმა, მაგრამ ესაა პროცესი, პოლიტიკა და აქ მნიშვნელოვანია რეალობის გათვალისწინება.

მიუხედავად იმისა, რომ მან და ფრაქციიდან მისმა კოლეგებმა საკონსტიტუციო შესწორებებს ბოიკოტი გამოუცხადეს, „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია კმაყოფილია, რომ შესწორებები მესამე მოსმენით გავიდა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" აიძულეს ხმა მიეცა იმ ცვლილებებისთვის, რომლის წინააღმდეგ გამოდიოდნენ თავდაპირველად მისი წევრები.

„ძალიან კარგი დღეა და „ევროპული საქართველო" ძალიან კმაყოფილია კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის ცვლილებების ასახვით. მე მგონი, მთლიანად ოპოზიციური სპექტრიც კმაყოფილია. ისეთ მდგომარეობაში იყო ივანიშვილის გუნდი, რომ რის წინააღმდეგაც იყვნენ, იმას მისცეს ხმა და ახლა ზეიმობენ საკუთარ თავზე გამარჯვებას. კარგი იქნება არქივიდან იმ კადრების ამოღება, სადაც „ქართული ოცნების“ ლიდერები ერთხმად ამტკიცებენ, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლის „საკითხი დახურულია". ეს აჩვენებს საზოგადოებისა და საქართველოს მეგობრების ძალას, რომ ასეთ კომიკურ მდგომარეობაში არიან ახლა", – განაცხადა ბოკერიამ.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გახარია: გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნები – პრიორიტეტი ნომერი ერთი

ის დარწმუნებულია, რომ ერთი ამოცანა უკვე შესრულდა და ახლა რჩება მეორე – გიორგი რურუას გათავისუფლება და არჩევნების მოგება.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ საკონსტიტუციო შესწორებებზე კომენტარისას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო ზეწოლას ვერ გაუძლო.

„ვერ გაუძლო „ქართულმა ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო და შიდა ზეწოლას. ის განცხადებები, რომელიც მოდიოდა დასავლეთიდან, მათ შორის, პირადი სანქციების დაწესების სახით ბიძინა ივანიშვილისადმი, ფაქტობრივად, აღმოჩნდა გადამწყვეტი ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ძალიან კარგი რამ მოხდა. მადლობა უნდა ვუთხრათ იმ თავისუფალ დეპუტატებს და სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც უზრუნველყვეს საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა", – განაცხადა გოცირიძემ.

პარტია „ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შესწორებების მიღება მთელი ოპოზიციის დამსახურებაა.

რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას: ოპოზიციის ბოლო მცდელობა

„რომ არა ოპოზიციური მაგიდის ერთობა და საერთაშორისო თანამეგობრობის უპრეცედენტო ზეწოლა, კონსტიტუციური ცვლილებები ვერც ერთ შემთხვევაში ვერ გავიდოდა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც იბრძოლა კონტიტუციური ცვლილებების მოსაპოვებლად", – განაცხადა ბურჯანაძემ.

საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით უნდა ჩატარდეს. კენჭისყრისას წინააღმდეგ წავიდა მხოლოდ სამი დეპუტატი – ბიძინა გეგიძე, კახა ოქრიაშვილი და ალექსანდრე ერქვანია.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველო".

საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცებულია... რურუა ისევ პატიმრობაში დატოვეს>>

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში 150-დან 120 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც ამომრჩეველთა ხმების 1%-ზე მეტს მოიპოვებენ, ან იმ ბლოკებს შორის, რომლებიც ხმების არანაკლებ იმდენი პროცენტის მიღებას შეძლებენ, რამდენი პოლიტიკური სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში გამარჯვებული კანდიდატები მიიღებენ.

ყველა ახალი ამბავი
0