საქართველოს პრემიერმა რუსეთის მისამართით მკვეთრი განცხადებები გააკეთა

© photo: Giorgi Gakharia / FBგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გახარიამ ქართული მხარის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.

თბილისი, 26 ივნისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის წინაშე მთავრობის მუშაობის შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენა რუსეთის მისამართით მკვეთრი კრიტიკით დაიწყო და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო პასუხისმგებლობა მას დააკისრა.

„რუსეთის ფედერაცია, როგორც ამ ტერიტორიებზე კონტროლის განმახორციელებელი სახელმწიფო, პასუხს აგებს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ყველა ფაქტზე“, – განაცხადა გახარიამ, რომელმაც ტერმინი „ოკუპირებული ტერიტორიები“ რამდენჯერმე ახსენა.

გახარიამ აღნიშნა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი დარეგულირების პრინციპის გათვალისწინებით – საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია.

„ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ პრობლემების მოგვარების ერთადერთი გზა – მშვიდობიანი გზაა“, – განაცხადა გახარიამ. 

თბილისის ხედი - Sputnik საქართველო
საქართველომ რუსეთთან სახმელეთო საზღვარი შესაძლოა აგვისტოში გახსნას

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტი აღიარა, ხოლო საქართველომ ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და კონფლიქტის ზონები საკანონმდებლო დონეზე „ოკუპირებულ ტერიტორიებად“ გამოაცხადა.

2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების გზით ხელისუფლებაში მოსულმა „ქართულმა ოცნებამ“ ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება დაასახელა, მხოლოდ არა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ხარჯზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გუშინ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ბოლო პერიოდში ანტირუსული რიტორიკა გააძლიერა.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით, „საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს სოხუმთან და ცხინვალთან კონსტრუქციული დიალოგის გამართვაზე“.

„შეუძლებელია სინანულს არ იწვევდეს საქართველოს ხელისუფლების უარი მიმდინარე პრობლემებთან დაკავშირებით სოხუმთან და ცხინვალთან კონსტრუქციულ დიალოგზე, პირველ რიგში, საზღვრისპირა დოსიეზე“, – განაცხადა ზახაროვამ.

ყველა ახალი ამბავი
0