რა კეთდება არჩევნების უსაფრთხოდ და დროულად ჩატარებისთვის – პარლამენტის სპიკერის განმარტება

© Sputnik / Alex Shlamovკერჭისყრის პროცესი
კერჭისყრის პროცესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად პარლამენტი ყველა კომპეტენტურ მხარესთან ერთად მუშაობს უსაფრთხოების ზომებზე, რომლებიც არჩევნების დღეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იმოქმედებს.

თბილისი, 26 ივნისი — Sputnik. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები კონსტიტუციით დადგენილ ვადებში და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

პირბადე, დეზინფექტორი, თერმოსკრინინგი – კიდევ რა მოთხოვნები დაწესდება საარჩევნოდ>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.

არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
არჩევნები პანდემიის დროს: საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეაქვთ

სპიკერის განცხადებით, საქართველომ შეძლო კორონავირუსთან ეფექტურად გამკლავება, პროცესის კონტროლი.

„არ ველოდებით რამე განსაკუთრებულ გართულებებს. ვმუშაობთ უსაფრთხოების ზომებზე, რომლებიც არჩევნების დროს იქნება გამოყენებული, რითიც ვამცირებთ რისკებს COVID-19-თან დაკავშირებით. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არჩევნები უსაფრთხოდ ჩატარდეს კონსტიტუციით განსაზღვრულ დროს", – განაცხადა თალაკვაძემ.

თუ ვინმე დაინტერესებულია ამ არჩევნების საბოტაჟით, დესტაბილიზაციითა და დისკრედიტაციით, ეს ძველი ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობა" და „ევროპული საქართველოა", აღნიშნა სპიკერმა.

„იმედი მაქვს, რომ ისინი დაუბრუნდებიან რეალობას და მიხვდებიან, რომ დემოკრატიული არჩევნები არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და შესაძლოა მათთვისაც, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ არადემოკრატიული მიდრეკილებები", – განაცხადა თალაკვაძემ.

ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო
COVID-19 და არჩევნები: როგორი იქნება გამყრელიძის რეკომენდაციები

არჩევნების დროს უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად საარჩევნო კოდექსში შესწორებების პაკეტი იქნება ინიცირებული.

კერძოდ, განიხილება კენჭისყრაში კარანტინში მოთავსებული პირების მონაწილეობა, რა წესები უნდა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე – პირბადეების გამოყენება, ხელების დამუშავება, და უსაფრთხოების სხვა ზომები.

საქართველოს პარლამენტმა 23 ივნისს მეორე მოსმენით დაამტკიცა შესწორებები კონსტიტუციაში 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების შესახებ. დამტკიცებული ცვლილებების თანახმად, პარლამენტში 150-დან 120 ადგილი პროპორციულად განაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებმაც ამომრჩევლის 1%-ზე მეტი ხმა მიიღეს, ან ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ ხმების სულ მცირე იმდენ პროცენტს, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენ ადგილებს 30 ერთმანდატიან ოლქში არჩევნების გამარჯვებულები მიიღებენ.

პარლამენტში არჩევნების საკითხი დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრაზე განიხილეს>>

ცვლილებების საბოლოო, მესამე მოსმენით განხილვა 29 ივნისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0