არჩევნები პანდემიის დროს: საარჩევნო კოდექსში ცვლილებები შეაქვთ

© Sputnik / Alexander Imedashviliარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცვლილებებმა ერთის მხრივ უნდა უზრუნველყონ დაცვა, მეორეს მხრივ, არ უნდა შეზღუდონ საარჩვენო უფლების განხორციელება, მიიჩნევს სპიკერი

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე კორონავირუსის კუთხით უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით საარჩევნო კოდექსში ცვლილებათა პაკეტის ინიცირება მოხდება, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამართვა 2020 წლის 31 ოქტომბერს იგეგმება.

საპარლამენტო სხდომა - Sputnik საქართველო
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

„დღეს ჩვენ გვქონდა 3-საათიანი სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, პოლიტიკურ პარტიებთან, მთავრობასთან და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურებთან არჩევნების დროს კოვიდის ინფექციის და უსაფრთხოების საკითხებზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.

მისი თქმით, სამსაათიანი შეხვედრის დროს განიხილებოდა ის ძირითადი თემები, რომლებიც დღის წესრიგში დგას.

„მაგალითად, როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი კარანტინში მყოფი პირების მიერ ხმის მიცემის უფლება, რა წესები უნდა იყოს დაცული საარჩევნო უბანზე - პირბადის გამოყენება, ხელების დამუშავება თუ უსაფრთხოების სხვა ზომები“, - განაცხადა თალაკვაძემ.

სპიკერი კმაყოფილი დარჩა შეხვედრით, რადგან ყველა მხარე იზიარებს არსებულ პრობლემებს და მათი გადაჭრის პრინციპებს.

„ჩვენ ამ რეგულაციებით კიდევ ერთხელ გავამყარებთ ჩვენი საარჩევნო პროცესის უსაფრთხოებას, მის დაცულობას და ჩატარებას თავისუფალ გარემოში. ეს რეგულაციები იქნება იმდენად მინიმალური, რამდენადაც ის უზრუნველყოფს ერთი მხრივ, დაცვას და მეორე მხრივ, არ შეზღუდავს საარჩევნო უფლებების განხორციელებას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტმა კვირას, 21 ივნისს პირველი მოსმენით დაამტკიცა შესწორებები კონსტიტუციაში 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების ახალი სისტემით ჩატარების შესახებ. დამტკიცებული ცვლილებებით, პარლამენტში 150–დან 120 ადგილი განაწილდება პარტიებს შორის, რომლებმაც ამომრჩევლის 1%–ზე მეტი ხმა მიიღეს, ან ბლოკებს შორის, რომლებიც მიიღებენ ხმების სულ მცირე იმდენ პროცენტს, რამდენი სუბიექტიც შედის ამ ბლოკში. დანარჩენი ადგილები გადანაწილდება არჩევნების გამარჯვებულებს შორის 30 ერთმანდატიან ოლქში. ცვლილებებს ხმა მისცა 136–მა დეპუტატმა, წინააღმდეგ წავიდა ხუთი.

ყველა ახალი ამბავი
0