ავტომობილისტებო, არ იჩქაროთ: მთავრობა სანომრე ნიშანთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ცვლის

© photo: Sputnikმოძრაობა თბილისში
მოძრაობა თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოქმედი კანონმდებლობით, ძველი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა 2020 წლის 1 სექტემბერს იწურებოდა, თუმცა კორონავირუსმა თავისი კორექტივები ამ კანონშიც შეიტანა.

თბილისი, 22 ივნისი – Sputnik. საქართველოში ავტომობილის ძველი სახის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადა 2021 წლის 1 აპრილამდე გაგრძელდება. შესაბამისი შესწორებები კანონში შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა.

მოქმედი კანონმდებლობით, ძველი სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა 2020 წლის 1 სექტემბერს მთავრდებოდა.

პროექტში ნათქვამია, რომ ავტომობილების, მისაბმელების, სასოფლო-სამეურნეო მანქანების ან სპეციალიზებული თვითმავალი მანქანებისა და მოტოციკლების ძველი სახის სარეგისტრაციო ნომრები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს 2021 წლის 1 აპრილამდე, გარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.

მანქანები გმირთა მოედანზე - Sputnik საქართველო
რომელ მანქანებს ირჩევენ ქართველი ქალები

ძველი სახელმწიფო ნომრების მოქმედების ვადის გახანგრძლივების მიზეზად სამინისტროში კორონავირუსს და ვირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გატარებულ ზომებს ასახელებენ.

„სააგენტოში დაცული მონაცემების თანახმად, ძველი ნიმუშის სატრანსპორტო საშუალების სანომრე ნიშანი გააჩნია – 539 739 ერთეულ სატრანსპორტო საშუალებას, შესაბამისად, 2020 წლის 1 სექტემბრისთვის შესაძლებელია სააგენტოში ამ მომსახურების გაწევის მოთხოვნის ოდენობა ბევრად აღემატებოდეს მომსახურების სააგენტოს მატერიალური და საკადრო რესურსის შესაძლებლობებს. ამასთან, მომსახურების მიღების მიზნით მოქალაქეთა სააგენტოში გამოცხადება გამოიწვევს ერთ სივრცეში პირთა დიდი ოდენობის თავშეყრას, რაც გაზრდის ეპიდემიის გავრცელების რისკს“, – ნათქვამია პროექტში.

ევროპული სტანდარტის შესაბამისი ახალი დიზაინის სანომრე ნიშნების გაცემა ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთვის შსს-ს მომსახურების სააგენტომ 2014 წლის 1 სექტემბერს დაიწყო.

მართვის მოწმობა - Sputnik საქართველო
მართვის მოწმობის შეცვლის დროა: ვის შეეხება სიახლე

ძველი სანომრე ნიშნის ახალზე გაცვლა შესაძლებელი იყო დამატებითი გადახდის გარეშე, ხოლო ძველი სახელმწიფო ნომრების მოქმედების ვადა 2020 წლის 1 სექტემბრამდე იყო განსაზღვრული.

2014 წლიდან მოქმედი სანომრე ნიშნების ფორმა და დიზაინი ევროპული სტანდარტების შესატყვისად შეიცვალა.

სანომრე ნიშნის მარცხენა ზედა კუთხეში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, მარცხენა ქვედა კუთხეში – ქვეყნის საიდენტიფიკაციო კოდი (GE). სანომრე ნიშნის დაცვის მიზნით მარჯვენა მხარეს დატანილია გაყალბების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა სახელმწიფო გერბის გამოსახულებით. ასევე გამოყენებულია ევროპული სტანდარტების სხვა დამცავი მექანიზმები. სანომრე ნიშანზე შეიცვალა ასევე ციფრებისა და ლათინური სიმბოლოების თანმიმდევრობა: ცენტრშია სამი ციფრი, ხოლო მისგან მარცხნივ და მარჯვნივ – ორ-ორი ასო.

ყველა ახალი ამბავი
0