Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

პოლონეთის მთავრობამ საქართველოს პერსონალური დაცვის საშუალებები გადასცა

© Sputnik / Alexander Imedashviliერთჯერადი პირბადე
ერთჯერადი პირბადე - Sputnik საქართველო
გამოწერა
უწყების ცნობით, პოლონეთის მთავრობისგან მიღებული დამცავი აღჭურვილობა Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის არის განკუთვნილი

თბილისი, 20 ივნისი - Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს პოლონეთის მთავრობამ პერსონალური დაცვის საშუალებები  უსასყიდლოდ გადასცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კერძოდ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა პოლონეთისგან სახის დამცავი 4800 ფარი, 5400 ლიტრი სადეზინფექციო სითხე და 2 ათასი რესპირატორი მიიღო. დამცავი აღჭურვილობა საქართველოში Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისთვის არის განკუთვნილი.

თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
აღდგება თუ არა ავიამიმოსვლა საქართველოსა და პოლონეთს შორის – მიმდინარეობს მოლაპარაკებები

უწყების ცნობით, პროექტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.

პოლონეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავს, რომელმაც სპეციალური რეისი შეასრულა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირველი პირები და  პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი დახვდნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური პოლონურ მხარესთან სამოქალაქო დაცვის მიმართულებით მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს.

ყველა ახალი ამბავი
0