„ხელს არ შევუშლით“ – მმართველი პარტია ოპოზიციის აქციაზე

© Sputnik / STRINGERაქციის დაშლა 2019 წლის 20 ივნისს
აქციის დაშლა 2019 წლის 20 ივნისს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი რუსთაველზე 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების წლისთავის აღნიშვნას აპირებენ.

თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. მმართველი პარტია აღიარებს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩატარების უფლებას და არავინ აპირებს 20 ივნისს ოპოზიციისთვის ხელის შეშლას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

მათ მივცემთ უფლებას, გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება მშვიდობიანი ფორმით, ამის რეალიზების სრულ შესაძლებლობას მივცემთ, განაცხადა ოხანაშვილმა.

აქციის დაშლა 2019 წლის 20 ივნისს - Sputnik საქართველო
პრემიერი: სამართლებრივი შედეგი დადგა, ხოლო პოლიტიკურს ოქტომბერში ვიხილავთ

მან იმედი გამოთქვა, რომ პროტესტის ფორმა მშვიდობიანი იქნება და არ გასცდება დემოკრატიული საზოგადოების მიერ აპრობირებული კანონის ფარგლებს.

თბილისის ცენტრში 20 ივნისს დაახლოებით 30 ოპოზიციური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია საპროტესტო აქციის გამართვას აპირებს. აქცია გასულ წელს მომხდარი მოვლენების წლისთავს ეძღვნება, როდესაც საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ პარლამენტის იერიშით აღების მცდელობად შეაფასა და რომელიც აქციის დაშლით დასრულდა. საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, სამწუხაროა, რომ ერთი წელი გავიდა და ფაქტობრივად დაზარალებულები იურიდიულად დაზარალებულად არ არიან ცნობილი.

გახარია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შესახებ: ჩვენ აღვკვეთეთ დესტაბილიზაცია>>

მან აღნიშნა, რომ პანდემიის გამო ამ დღისთვის განსაკუთრებულად არ მომზადებულან, თუმცა ყველა მსურველს შეუძლია რუსთაველის გამზირზე მისვლა, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს თავისი პოზიცია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0