იმერლიშვილი თუ ტურავა: ვის მხარეზეა თემიდა

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 2016 წლის ოქტომბრიდან ეკავა, უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოეწურა.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, რომელზეც სასამართლოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, მომავალ კვირაში გაიმართება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი მოსამართლე მერაბ ტურავაა, რომლის კანდიდატურაც ხუთმა მოსამართლემ წარადგინა. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს თავად ტურავამ აცნობა.

არჩევნებზე მისი ძირითადი მოწინააღმდეგე მოსამართლე ირინა იმერლიშვილი იქნება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან შედგება. საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია.

თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურის წარდგენის უფლება საკონსტიტუციო სასამართლოს სამ მოსამართლეს აქვს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს, რომელსაც აღნიშნული თანამდებობა 2016 წლის ოქტომბრიდან ეკავა, უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ამოეწურა.

რა არის ცნობილი მერაბ ტურავაზე

პარლამენტმა ტურავა 2015 წლის 20 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად აირჩია. ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის ნოემბერში გამართულ პლენუმზე იგი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. 2018 წლის 12 იანვრიდან არის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და პირველი კოლეგიის თავმჯდომარე.

ID ბარათი საფულეში - Sputnik საქართველო
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა: ეწინააღმდეგება თუ არა ID–ბარათი რწმენის თავისუფლებას

მერაბ ტურავა 1964 წლის 23 სექტემბერს ზუგდიდში დაიბადა. წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1990). შემდეგ სწავლა გააგრძელა იენის ფრიდრიხ შილერის სახელობის უნივერსიტეტში, 1990–1991 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასპირანტი, ხოლო 1992–1997 წლებში – ბერლინის ჰუმბოლდტის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

რა არის ცნობილი ირინე იმერლიშვილზე

2013-2016 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანი. 2016 წლის 12 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იმერლიშვილი საკუთარი კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშნა. 2019 წელს იმერლიშვილს იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი მიენიჭა.

საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
ნარკოდამოკიდებულებს ცხოვრება გაუმარტივდათ: საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

2000-იანი წლების დასაწყისში ირინე იმერლიშვილი იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს უფროსი. 2003 წელს პრეზიდენტის განკარგულებით მას მიენიჭა სპეციალური სახელმწიფო წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი.

2012-2013 წლებში იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი.

ირინა იმერლიშვილი 1971 წლის 29 იანვარს თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის №1 ექსპერიმენტული სკოლა. 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ყველა ახალი ამბავი
0