გახარია: კორონავირუსის გამო არჩევნების თარიღი არ შეიცვლება

© Facebookარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რისკები მინიმალურია და საკონსტიტუციო ვადებში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას დღეს არაფერი ემუქრება, განაცხადა პრემიერმა.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საპარლამენტო არჩევნები არ გადაიწევს და დადგენილ ვადებში გაიმართება, განაცხადა „პირველი არხის“ ეთერში პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

გია ვოლსკი - Sputnik საქართველო
ვოლსკი: არჩევნებს მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში გადავწევთ

მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებამ იმის შესახებ, რომ საპარლამენტო არჩევნები კორონავირუსის მეორე ტალღის გამო შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს, ოპოზიციურ პარტიებში აღშფოთების ტალღა გამოიწვია. მმართველ პარტიას სპეკულაციებში ადანაშაულებენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ კრიზისს და პანდემიას ახასიათებს მაღალი დონის გაურკვევლობა, დაიწყო საუბრები არჩევნების გადატანის შესახებ. არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში ჩატარებას არაფერი ემუქრება. საერთოდ, ვთვლი, რომ ასეთი რისკი არ არსებობს და თუ არსებობს, მინიმალურია“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნები ოქტომბრის ბოლო შაბათს უნდა გაიმართოს. წელს ეს დღე 31 ოქტომბერს იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0