ღარიბაშვილი პარლამენტში: როგორ ჩააბარებს „გამოცდას" თავდაცვის მინისტრი

© photo: Government of Georgia / FBირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას გასული წლის სექტემბრიდან იკავებს. იგი პოლიტიკაში 2011 წელს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოვიდა.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კანონმდებლების წინაშე თავდაცვის სამინისტროს საქმიანობის წლიური ანგარიშით წარდგება.

ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად წარდგება და დეპუტატების კითხვებს „მინისტრის საათის" ფორმატში უპასუხებს.

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი „ნაციონალური მოძრაობისა" და „ევროპული საქართველოს" დეპუტაცია მინისტრის წლიურ ანგარიშს არ მოისმენს.

საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო
საქართველოში დაწესებულ შეზღუდვებს ახანგრძლივებენ? დეპუტატები მზადყოფნას გამოთქვამენ

დამოუკიდებელმა დეპუტატებმა კი მინისტრისთვის კითხვები უკვე მოამზადეს, რომლებიც უმეტესად თავდაცვის უწყების მიმართულებით შემცირებულ ბიუჯეტს ეხება; დეპუტატები ასევე დაინტერესდებიან, როგორ მოხდება დარჩენილი ბიუჯეტის გადანაწილება თავდაცვის სამინისტროში.

საპარლამენტო უმრავლესობა თავდაცვის სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს – მმართველი გუნდის წარმომადგენელთა ძირითადი კითხვები უწყების სამომავლო გეგმებს ეხება.

„პარლამენტში თავდაცვის მინისტრის მოსვლა და ანგარიშის წარმოდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ, მთლიანად პარლამენტი და საზოგადოება დაინტერესებულია, თუ როგორ ვითარდება ჩვენი თავდაცვის ძალები და რა რეფორმები ხორციელდება… მაგრამ ჩემთვის, როგორც კომიტეტის თავმჯდომარისთვის, მთავარია რა კეთდება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის", – განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, მინისტრ ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით საკმაოდ სერიოზული პროექტები დაიწყო – აბსოლუტურად ყველა ყაზარმის გარემონტება, თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდა, მათ შორის, სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას" შესაძლებლობების გაზრდა.

 Delta-ს ჯავშანმანქანა - Sputnik საქართველო
მაისაია: სამხედრო მრეწველობის განვითარება საქართველოში – სწორი პოლიტიკაა

„ვფიქრობ, რომ ანგარიში ბევრ საკითხს მოიცავს... სამწუხაროდ, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ვერ მოითმინა და ჩვენს თავდაცვის ძალებზე პოლიტიკური თავდასხმები განახორციელა, ამიტომ ბატონი ღარიბაშვილი ამ ნაწილზეც პასუხს გასცემს... პირველ რიგში, საზოგადოებას მისცემს სწორ ინფორმაციას თითოეულ საკითხთან დაკავშირებით", – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ღარიბაშვილი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას გასულ წლის სექტემბრიდან იკავებს. იგი პოლიტიკაში 2011 წელს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მოვიდა და ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეჭირა.

ღარიბაშვილმა 2013 წელს საქართველოს პრემიერის პოსტი დაიკავა და მთავრობას 2015 წლის დეკემბრამდე ხელმძღვანელობდა. მისი თანამდებობიდან წასვლა ყველასთვის მოულოდნელი იყო. შემდეგ იგი პოლიტიკაში 2019 წლის იანვრამდე არ გამოჩენილა.

2019 წლის იანვარში ღარიბაშვილი აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნდა და მმართველი პარტიის პოლიტიკური მდივანი გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0