მაისაია: სამხედრო მრეწველობის განვითარება საქართველოში – სწორი პოლიტიკაა

© photo: courtesy of STC Delta Delta-ს ჯავშანმანქანა
 Delta-ს ჯავშანმანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამხედრო ექსპერტის თქმით, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებით საქართველო სწორ ნაბიჯებს გადადგამს.

თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარება და შეიარაღების წარმოება საქართველოსთვის პრესტიჟის საგანია, განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ.

საქართველო იარაღის წარმოების დაწყებას აპირებს – რა გეგმები აქვს თავდაცვის უწყებას >>

სამხედრო მრეწველობის განვითარება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. როგორც უწყების ხელმძღვანელმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, დაიწყო მუშაობა ქვეყანაში მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი საბრძოლო თვითმფრინავების, ყუმბარმტყორცნების, ყუმბარებისა და რაკეტების წარმოების საკითხზე. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს აბსოლუტურად ყველა რესურსი აქვს – ტექნიკური, ინტელექტუალური თუ ადამიანური, რომ საკუთარი ძალებით შეძლოს Су-25-ების აღდგენა, გამოშვება, ახლების წარმოება და შემდეგ სხვადასხვა ქვეყნებში სარფიანად გაყიდვა.

„ვფიქრობ, რომ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარებაზე ფსონის დადება ძალზე სწორი ნაბიჯია, და ღარიბაშვილს ჩვენი სამხედრო პოლიტიკა სწორი მიმართულებით მიჰყავს. როგორ განხორციელდება ეს გეგმები, ეს უკვე დროის საკითხია და დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორ მიდგომას შეარჩევს თავდაცვის მინისტრი. რაც მთავარია, იდეები და გეგმები ძალიან კარგი და სწორია", – მიიჩნევს მაისაია.

ექსპერტის აზრით, თავდაცვის ინდუსტრია არის ნებისმიერი სახელმწიფოს სამხედრო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი. ეს მომგებიანია ეკონომიკური თვალსაზრისით, რადგან ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო პოტენციალის გაფართოებას.

სამხედროები - Sputnik საქართველო
საპარლამენტო არჩევნები და ჯარი: ვის დაუჭერს მხარს შეიარაღებული ძალები

„მეზობელი სომხეთიც კი უკვე ავითარებს საკუთარ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, აღარაფერს ვამბობ აზერბაიჯანზე. ამ თვალსაზრისით საქართველო ძალიან ჩამორჩებოდა. როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ჩვენ, სამწუხაროდ, გვყავს მოძველებული სამხედრო ტექნიკა, რომელიც მოდერნიზაციას საჭიროებს”, – განაცხადა მაისაიამ.

ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს საკუთრებაშია მრავალი საფრენი აპარატი – თვითმფრინავი, ვერტმფრენი, რომლებსაც რემონტი ესაჭიროება და ამის განხორციელება შესაძლებელია არსებული ქარხნებით.

„დელტას“ ისტორია მე-20 საუკუნის 60-იან წლებში იწყება. დღევანდელი სახით სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი 2010 წლიდან არსებობს. ის აერთიანებს ექვს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს და თბილისის საავიაციო ქარხანას და თავდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშაა.

„დელტა“ აწარმოებს ჯავშანმანქანებს, ნაღმმტყორცნებს, ყუმბარმტყორცნებს, უნივერსალურ საბრძოლო მოდულებს, უპილოტო საფრენ აპარატებს, პისტოლეტებს, შაშხანებს, ჯავშანჟილეტებს და სხვ. და ექსპორტზე გააქვს ეს პროდუქცია.

ყველა ახალი ამბავი
0