პრემიერ-მინისტრი პარლამენტში დეპუტატების კითხვებს უპასუხებს

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი გახარია
გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრემიერის მიმართ საპარლამენტო უმრავლესობის კითხვები შეეხება მოსახლეობის დახმარებასა და ქვეყნის პერსპექტივებს.

თბილისი, 27 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მინისტრთა კაბინეტთან ერთად 27 მაისს პარლამენტის წინაშე კორონავირუსის დროს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარდგება.

პარლამენტი პრემიერს დიდი ხანია ელოდება. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და მისი გაგრძელების დროსაც გიორგი გახარია, მიუხედავად ოპოზიციური ფრაქციების მოწოდებებისა, დეპუტატებთან ურთიერთობებს თავს არიდებდა და კითხვებზე პასუხების გაცემა მთავრობის რომელიმე წარმომადგენელს უწევდა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის>>

პრემიერი თავის გამოსვლაში ისაუბრებს მთავრობის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.

„კითხვები, ძირითადად, ოპოზიციას ექნება. საზოგადოებას აინტერესებს გარკვეული საკითხები. ვფიქრობ, პრემიერის გამოსვლაში იქნება ყველა თემასთან დაკავშირებით საუბარი. რაიმე თუ დასაზუსტებელია, ჩვენც გვექნება შეკითხვები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.

დეპუტატმა, ამასთან, აღნიშნა, რომ უმრავლესობის კითხვები შეეხება მოსახლეობის დახმარებასა და ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებს.

ოპოზიციამ უკვე განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურისთვის ბევრ მწვავე კითხვას ამზადებს.

პარლამენტი - Sputnik საქართველო
შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის შემდეგ: ოპოზიციის პროტესტმა შედეგი გამოიღო

დეპუტატმა პარტიიდან „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ სერგო რატიანმა განაცხადა, რომ ისინი არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ, შეეცდებიან, რომ ხელისუფლება და საზოგადოება თავიანთ პოზიციაში დაარწმუნონ. კითხვები, პირველ რიგში, შეეხება მენეჯმენტსა და იქ წარმოქმნილ კრიზისს, აღნიშნა რატიანმა.

მისი თქმით, კითხვები ასევე შეეხება ბიუჯეტიდან ხარჯების გადახედვას და რიგი პროექტების განხორციელებას, მოსახლეობისთვის დახმარების გაცემის დაგვიანებასა და ეკონომიკის აღორძინების საკითხებს.

დახმარებასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა ასევე დამოუკიდებელ დეპუტატს ეკა ბესელიას.

მას აინტერესებს კორონავირუსის მეორე ტალღაზე არსებული შეხედულებები და რა პრევენციულ ზომებს იღებს მთავრობა.

ამასთან, ბესელიამ აღნიშნა, რომ მას აინტერესებს, რა შეზღუდვებს გეგმავს კიდევ მთავრობა უახლოეს და წინასაარჩევნო პერიოდში.

მთავრობის მუშაობა და გამოწვევები

საქართველოს მთარობა იანვრიდან დღემდე სპეციალური უწყებათშორისი საბჭოს ფარგლებში საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერმა განმარტა შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ძალაში რჩება

ჯერ კიდევ კორონავირუსის ეპიდაფეთქების დაწყებისას პრემიერმა მინისტრებს სხვადასხვა დარგის მუშაობაზე პასუხისმგებლობა დააკისრა

გარდა ამისა, უწყებათშორისმა საბჭომ შეიმუშავა სპეციალური ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ითვალისწინებს როგორც ფულადი დახმარების გაცემას, ისე რიგ შეღავათებს კრედიტებისა და გადასახადების თვალსაზრისით.

შეღავათების ნაწილი უკვე ამოქმედდა, ხოლო ფულადი დახმარება, მათ შორის უმუშევრად დარჩენილებისა და განსაკუთრებით შეჭირვებულებისთვის, ჯერ არ დაწყებულა მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს გაცხადდა.

კორონავირუსისა და ეკონომიკური კრიზისის გამო საქრთველოში ლარის კურსმა თავის ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, ხოლო პროდუქტების ფასები მინიმუმ 10%-ით გაიზარდა.

დაცარიელებული რუსთაველის გამზირი - Sputnik საქართველო
გახარია: საქართველო მზად უნდა იყოს გლობალური კონკურენციისთვის

გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვებისა და ეკონომიკური კრიზისის გამო, წინასწარი მონაცემებით, უმუშევარი დარჩა დაახლოებით 350 ათასი ადამიანი.

ამასთან, დიდი კომპანიები არ მალავენ, რომ ქვეყანა თუნდაც დაუბრუნდეს სრულ სამუშაო რიტმს, შესაძლოა ყველა სამუშაო ადგილის აღდგენა ვერ მოხერხდეს.

ეკონომიკის ვარდნის შემცირებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნებისთვის საქართველოს ხელისუფლებამ კომპანიებს რიგი შეღავათები შესთავაზა, რომლებიც ეკონომიკის კონკრეტულ სექტორებზეა გათვლილი, თუმცა მცირე და საშუალო ბიზნესის სულ უფრო მეტი წარმომადგენელი საუბრობს, რომ ეს შეღავათები საკმარისი არ არის.

საქართველო განაგრძობს საერთაშორისო დონორებისგან ფინანსური მხარდაჭერის მიღებას>>

ამას გარდა, ხელისუფლებამ აქტიური მუშაობა დაიწყო ტურისტული სფეროს აღორძინებისთვის, თუმცა პროგნოზები ამ სფეროში ასევე არცთუ დამაიმედებელია.

ყველა ახალი ამბავი
0