ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

© photo: Sputnikსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მთავრობისთვის ქვეყანაში შეზღუდვების დაწესების უფლების მინიჭება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმ შესწორებებთან დაკავშირებით, რომლებიც პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში შეიტანა.

შესწორებები, რომლის მიხედვით მთავრობას შეუზღუდავი უფლება მიენიჭა – დააწესოს შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ, პარლამენტმა 22 მაისს მიიღო. ნორმა 23 მაისს ამოქმედდა და 15 ივლისამდე იქნება ძალაში.

პარლამენტმა მთავრობას საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების დაწესების უფლება მიანიჭა>>

„კონსტიტუცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას მხოლოდ კანონით უშვებს, შესაბამისად, ამ უფლების მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეზღუდვა დაუშვებელია. ასევე შრომითი უფლებების შეზღუდვა მხოლოდ ორგანული კანონითაა დასაშვები“, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

საპატრულო პოლიცია ამოწმებს მანქანებს - Sputnik საქართველო
რომელი შეზღუდვები მოიხსნა და რომელი დარჩა საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამგვარად მთავრობა იღებს უფლებას, პარლამენტის გვერდის ავლით შეზღუდოს ასევე კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები.

კანონის ამოქმედების შემდეგ მთავრობას შეუძლია პანდემიისა და განსაკუთრებით საშიში ეპიდემიის დროს დროებით დააწესოს შეზღუდვები და მოაწესრიგოს წესებით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობისგან განსხვავდება. გარდა ამისა, მთავრობა მიიღებს უფლებას, შეზღუდოს მოქალაქეთა გადაადგილება, მათი შრომითი და ეკონომიკური საქმიანობა და აკრძალოს სოციალური ღონისძიებების ჩატარება.

ასოციაციის ინფორმაციით, საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, შეზღუდვითი ნორმა კონსტიტუციას უნდა შეესაბამებოდეს როგორც შინაარსობრივად, ისე ფორმალურად.

გახარია: ვერავინ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რაც საჭიროა ჯანმრთელობისთვის>>

საია მიიჩნევს, რომ მთავრობისთვის მინიჭებული უფლება, შეზღუდოს საკუთრების უფლება, ანტიკონსტიტუციურია, რადგანაც მთავრობას მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ახალი წესების დადგენის უფლება აქვს. ამიტომ ახალგაზრდა იურისტები მიიჩნევენ, რომ ასეთად არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგალითად, სასტუმროს მესაკუთრისათვის ნომრების გაქირავების შეზღუდვა. ეს, მათი თქმით, არის საკუთრების უფლებით სარგებლობის სრული აკრძალვა და არა ტექნიკური ხასიათის რეგულაცია.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერმა განმარტა შეზღუდვები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ძალაში რჩება

საკუთრების უფლებაზე სრული არძალვისთვის, როგორიცაა სასტუმროების ან ტანსაცმლის მაღაზიების დაკეტვა ან მუშაობის განახლების აკრძალვა, საჭიროა ლეგიტიმაცია პარლამენტის მხრიდან. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ასეთი რადიკალური ზომების მიღების შესაძლებლობა მთლიანად მთავრობის ხელშია.

საქართველოს კანონმდებლობით, საკონსტიტუციო სასამართლო ასოციაციის სარჩელს წარმოებაში მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ სასამართლოს კოლეგია მას მიზანშეწონილად მიიჩნევს.

ამოქმედებული შესწორებების საფუძველზე, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმების შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდის თავიდან აცილების მიზნით, მთავრობამ სპეციალური დადგენილებით შეზღუდვებისა და აკრძალვების ნაწილი შეინარჩუნა.

ქვეყანაში ჯერ კიდევ არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დაკეტილია რესტორნები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები, სავაჭრო მოლები, სპორტდარბაზები, აკრძალულია სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება, კაზინოებისა და ტოტალიზატორების მუშაობა (გარდა ონლაინ მუშაობისა). საკარანტინო ზონებად რჩება თეთრიწყარო და ორი სოფელი ბოლნისის რაიონში.

ყველა ახალი ამბავი
0