ოპოზიციის აქცია

გიორგი რურუა უნდა გათავისუფლდეს ოპოზიციამ მორიგი განცხადება გააკეთა

74
(განახლებულია 20:38 18.05.2020)
ოპოზიციამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია, თუ რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს საკონსტიტუციო შესწორებებს და საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს.

თბილისი, 18 მაისი - Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომლის მთავარი პუნქტი ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლებაა. 

ოპოზიციური სპექტრი, რომელშიც ძირითადი საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები შედიან, აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში ჩაერთვებიან და საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ გიორგი რურუა პატიმრობიდან გათავისუფლდება.  

კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 18 ნოემბერს დააკავეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ მისი პირადი ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ რურუას იარაღი ჩაუდეს, რადგანაც მას საკუთარი, ოფიციალურად გაფორმებული ბევრი იარაღის შენახვის უფლება აქვს. თავად რურუამ განაცხადა, რომ მოცემულ საქმეში დაზარალებული მხარეა.

ოპოზიცია რურუას „პოლიტპატიმრად“ მიიჩნევს, ისევე, როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერს გიგი უგულავასა და პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს. სწორედ ამ სამი პოლიტიკოსის გათავისუფლება იყო ოპოზიციის მთავარი პირობა უმრავლესობის მიერ შეთავაზებული ახალი საარჩევნო სისტემის მხარდაჭერის სანაცვლოდ.

საქართველოს პრეზიდენტმა უგულავა და ოქრუაშვილი ამ დღეებში შეიწყალა. რურუა კი პატიმრობაში რჩება, რომლის სასამართლო პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ამოცანაა - ყველა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება მხოლოდ კონსტიტუციის ფარგლებში, მშვიდობიანი გზით მოხდეს. 

„პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების შესახებ მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ და საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის ნორმალიზაციისკენ. იმედს გამოვთქვამთ, რომ საპატიმროს მალე დატოვებს გიორგი რურუაც, ხოლო ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტი მიიღებს შეთანხმებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად შეიტანს. ამ ნაბიჯებით ქვეყანა არსებითად წინ წაიწევს პროპორციული და სამართლიანი საარჩევნო სისტემისკენ. ამ პროცესის დასრულება არის კარგი მთლიანად ქვეყნისთვის, მისი ყველა მოქალაქისთვის და არა რომელიმე ცალკეული პარტიისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ოპოზიციური პარტიების ლიდერთა შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის მიერ 15 მაისს შეწყალებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილიც.

74
ნიკა მელია

სიაში არ არის: „ნაცმოძრაობა“ მერაბიშვილზე უარს ამბობს

50
(განახლებულია 12:14 18.09.2020)
ყოფილი მმართველი პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) საპარლამენტო არჩევნების სიაში საქართველოს ექს–პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი არ იქნება, ამის შესახებ „TV პირველის“ ეთერში ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

არც პარლამენტში, არც მთავრობაში – სად მიდის მერაბიშვილი>>

„ნაცმოძრაობის ყოფილი წევრმა საპატიმრო ამა წლის თებერვალში დატოვა. მან შვიდი წელი მოიხადა თანამდებობრივი დანაშაულებისა და ძალაუფლების გადამეტებისთვის, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ის ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნეოდა. უფრო ადრე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „ივანიშვილის რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს, მაგრამ პარლამენტსა და მთავრობაში დაბრუნება გამორიცხა.

„ვანო მერაბიშვილი არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში. ვანო მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში მაშინ, როდესაც აბსოლუტური განუკითხაობა, ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო, ამას ვაფასებ. მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამ რბილად, ძალიან რბილად, რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური“, – განაცხადა მელიამ.

ის მიიჩნევს, რომ მერაბიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ უნდა დაეტოვებინა (2006 წელს). ეს მკვლელობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე გახმაურებული და სკანდალური გახდა, რომელშიც მაღალჩინოსნები, ასევე მერაბიშვილის მეუღლე ფიგურირებდნენ.

ოჯახმა და ოპოზიციამ ერთხმად განაცხადეს, რომ მკვლელობაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. ისინი არა მხოლოდ შემსრულებლების, არამედ დანაშაულის ორგანიზატორების დასჯას მოითხოვდნენ.

მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე: არასწორად მოვიქეცი თანამდებობა რომ არ დავტოვე>>

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012 წელს) პროკურატურამ გირგვლიანის მკვლელობის გამოძიება განაახლა და გამოავლინა საქმის გარემოებები, რომლებიც ოჯახის ვერსიას ადასტურებდა.

„მე პირადად რაც მიმაჩნია მის მთავარ დიდ შეცდომად, როდესაც ბატონი გირგვლიანის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე. სამწუხაროდ, ის დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხალხმა ეს დაივიწყა. სინამდვილეში ეს დაილექა და როგორც დემოკრატიულმა ტალღამ დაარტყა ყველაფერთან ერთად 2012 წელს. მე პირადად ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი“, – განაცხადა მელიამ.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს.

მას ბრალი წაუყენეს ექვს რეზონანსულ საქმეზე. აქედან ხუთ საქმეზე მან სასჯელი მოიხადა და საერთო ჯამში საპატიმროში ექვსი წელი და ცხრა თვე გაატარა.

ახალი საარჩევნო ბლოკი ძველი სახელწოდებით – ვინ შემოიკრიბა „ნაცმოძრაობამ">>

ვანო მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.

50
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ცესკო

ვის სურს პარლამენტში მოხვედრა: ცესკომ პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნა

161
საქართველოს პარლამენტში მოხვედრა რამდენიმე ათეულ პოლიტიკურ გაერთიანებას სურს - არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 66 პარტია დაარეგისტრირა.

მოქალაქეები არჩევნებზე წავლენ, მაგრამ არ იციან, ვის დაუჭერენ მხარს – NDI-ს გამოკითხვა >>

საქართველოს მოქალაქეები დეპუტატებს 31 ოქტომბერს აირჩევენ. სექტემბრის ბოლომდე პარტიებს აქვთ დრო იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკები ჩამოაყალიბონ.

საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

პარტიების სია:

  • 1. „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე“ - ლიდერი მიხეილ სალუაშვილი;
  • 2. საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური მოძრაობა „სოციალური სამართლიანობისათვის“ - ლიდერი მამუკა ტუსკაძე;
  • 3. „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ - თავმჯდომარე ჯონდო ჯავახიშვილი;
  • 4. „საქართველო“ - ლიდერი გიორგი ლილუაშვილი;
  • 5. „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისათვის“ - ლიდერი გია ჟორჟოლიანი;
  • 6. „კანონი და სამართალი“ - ლიდერი თამარ ჩარკვიანი;
  • 7. „პოლიტიკური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველო“ - ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი;
  • 8. „ახალი ძალა“ - ლიდერი ლაზარე ზაქარიაძე;
  • 9. „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ - ლიდერი თამაზ მეჭიაური;
  • 10. „რეფორმატორები“ - ლიდერი დავით მიროტაძე;
  • 11. „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - ლიდერი იაგო ხვიჩია;
  • 12. „სახალხო პარტია“ - ლიდერი ივანე გიორგაძე;
  • 13. „ქართველ ნაციონალისტთა ერთობა“ - ლიდერი გაიოზ მამალაძე;
  • 14. „ქართული დასი“ - ლიდერი ჯონდი ბაღათურია;
  • 15. საქართველოს კონსერვატიული (მონარქისტული) პარტია - ლიდერი ირაკლი თავმჯდომარე ირაკლი კობრავა;
  • 16. „ქართული ფესვები“ - თავმჯდომარე თენგიზ ოქროპილაშვილი;
  • 17. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია - თავმჯდომარე ავთანდილ ველთაური;
  • 18. „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“ - თავმჯდომარე გია ბერძენიძე;
  • 19. „შეცვალე საქართველო“ - თავმჯდომარე გიორგი გაგნიძე;
  • 20. „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე გრიგოლ ჯოჯუა;
  • 21. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ - თავმჯდომარე ნიკოლოზ ჯოგლიძე;
  • 22. „ტრიბუნა“ - ლიდერი დავით ჭიჭინაძე;
  • 23. „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“ - თავმჯდომარე პაატა დავითაია;
  • 24. „თეთრები“ - თავმჯდომარე თეიმურაზ შაშიაშვილი;
  • 25. საქართველოს კონსერვატიული პარტია - თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური;
  • 26. „მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ - თავმჯდომარე გრიგოლი სოხაძე;
  • 27. „სამართლიანობისთვის“ - თავმჯდომარე ეკა ბესელია;
  • 28. „არჩევანი სამშობლოსათვის“ - თავმჯდომარე ლელა გულედანი;
  • 29. საქართველოს მწვანეთა პარტია - თავმჯდომარე გიორგი გაჩეჩილაძე;
  • 30. „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე;
  • 31. „ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობა“ - თავმჯდომარე დავით შუკაკიძე;
  • 32. „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“ - “ თავმჯდომარე ხათუნა ქოიავა;
  • 33. „მემარცხენე ალიანსი“ - თავმჯდომარე იოსებ შატბერაშვილი;
  • 34. „მომავალი საქართველო“ - თავმჯდომარე გიორგი ლაღიძე;
  • 35. საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია -  თავმჯდომარე შოთა მალაშხია;
  • 36. „ლელო საქართველოსთვის“ - თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე;
  • 37. „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ - თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილი;
  • 38. „ქართული არჩევანი“ - თავმჯდომარე ბეჟან გუნავა;
  • 39. „თავისუფალი საქართველო“ - თავმჯდომარე კახა კუკავა;
  • 40. „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი" - თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე;
  • 41. „რეფორმერი“ - თავმჯდომარე თორნიკე ჯანაშვილი;
  • 42. „ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსი“ - თავმჯდომარე ბექა ნაცვლიშვილი;
  • 43. „საქართველოს პენსიონერთა უფლებათა დაცვის კავშირი“ - თავმჯდომარე ირაკლი ნაცვლიშვილი;
  • 44. „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა“ - თავმჯდომარე მალხაზი გორგასლიძე;
  • 45. „ქართული იდეა“ - თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა;
  • 46. „ქართული მარში-ეროვნული მოძრაობა“ - თავმჯდომარე ალექსანდრე ბრეგაძე;
  • 47. „პროგრესული საქართველო“ - თავმჯდომარე ირაკლი მურცხვალაძე;
  • 48. „პროგრესი და თავისუფლება“ - თავმჯდომარე ნიკოლოზ გვრიტიშვილი;
  • 49. საქართველოს ლეიბორისტული პარტია - თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი;
  • 50. „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ - თავმჯდომარე თამაზ ჯაფოშვილი;
  • 51. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია - თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავა;
  • 52. „თავისუფალი დემოკრატები“ - თავმჯდომარე შალვა შავგულიძე;
  • 53. „საქართველოს ევროატლანტიკური გზა“ - თავმჯდომარე შორენა გარდაფხაძე;
  • 54. „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ - თავმჯდომარე ნიკა მაჭუტაძე;
  • 55. „იბერიელთა ერთობა“ - თავმჯდომარე გიორგი წიპტაური;
  • 56. „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - თავმჯდომარე ისაკი გიორგაძე;
  • 57. „ევროატლანტიკური ვექტორი“ - თავმჯდომარე სერგო ჯავახიძე;
  • 58. „სახალხო მოძრაობა ქრისტიან-დემოკრატები“ - თავმჯდომარე ანა რეხვიაშვილი;
  • 59. „საქართველოს განვითარების პარტია“ - თავმჯდომარე ქეთევან გოგოლაძე.
  • 60. „ტრადიციონალისტთა კავშირი“ - ლიდერი აკაკი ასათიანი;
  • 61. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - ლიდერი დავით თარხან-მოურავი;
  • 62. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - ლიდერი ბიძინა ივანიშვილი;
  • 63. „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - ლიდერი დავით ბაქრაძე;
  • 64. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - ლიდერი გრიგოლ ვაშაძე;
  • 65. „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ - ლიდერი ხათუნა სამნიძე;
  • 66. „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ - ლიდერი ზურაბ ტყემალაძე.
161
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
პროკურატურა

პროკურატურა: თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა

0
(განახლებულია 13:09 18.09.2020)
ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოკსიკაციაა, მის ცხედარს მექანიკური დაზიანების რაიმე ნიშნები, მათ შორის, ინექციის კვალი არ აღენიშნება, განაცხადა  პროკურორმა ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. 

მისი განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის მიმდინარე საქმის გამოძიების ფარგლებში უკვე ცნობილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური დასკვნები და ასევე ცნობილია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.  ექსპერტიზის შედეგების თანახმად კი დადგინდა, რომ პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა – ინექციის გზით.

„ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევით, თამარ ბაჩალიაშვილის გვამიდან აღებულ ბიოლოგიურ ობიექტებში აღმოჩენილი მედიკამენტების ორგანოებში განაწილების თანაფარდობა დამახასიათებელია ნივთიერების პერორალური (პირის ღრუს) გზით და არა საინექციო გზით მიღების შემთხვევაში. პრეპარატების მოხვედრა თამარ ბაჩალიაშვილის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში შესაძლებელი იყო მხოლოდ საყლაპავი გზით და არა ინექციის გზით“, – აღნიშნულია პროკურატირუს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გულუაშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის ავტომანქანიდან ამოღებულ „ბაკურიანის“ ბოთლში დარჩენილ წყლის წვეთში აღმოჩნდა ადრენორეცეპტორების  და ჰისტამინური რეცეპტორების მაბლოკირებელი საშუალების კვალი. 

„ტაბლეტის ფორმით არსებული მედიკამენტის შემადგენლობიდან გამომდინარე, მათი სითხეში, მათ შორის წყალში გახსნისას მიიღება სუსპენზია (სითხეში შეტივნარებული სხვადასხვა ზომის მყარი ნაწილაკები) ანუ, ასეთ შემთხვევაში სითხე იქნება შემღვრეული და  არა გამჭვირვალე და უფერო, რაც გამორიცხავს ტაბლეტების გახსნას ბოთლში, რადგან ქიმიური ანალიზის შედეგად, აღნიშნული ნივთიერებები აღმოჩნდებოდა არა კვალის სახით, არამედ უფრო დიდი რაოდენობით“, – აღნიშნა პროკურორმა.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ის სახლიდან 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახი გოგონას დაღუპვას მის საქმიანობას უკავშირებს და ძირითადი ვერსიის – თვითმკვლელობის არ სჯერა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს მკვლელობა იყო, რომელიც თამარის სამსახურს უკავშირდება, რადგან მას ხელში გარკვეული კომპრომატი ჩაუვარდა.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ორი მუხლით: „თავისუფლების უკანონო აღკვეთა" და „თვითმკვლელობამდე მიყვანა".

ადრე შსს-მ გოგონას კუთვნილი ნოუთბუქის ექსპერტიზის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის თანახმადაც გოგონა სუიციდზე ფიქრობდა და თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ ინფორმაციას ეძებდა. გარდა ამისა, მის ცხედართან ნაპოვნია ბარათი ჩანაწერით, რომ საბანკო ანგარიშზე თანხაა. ამ ანგარიშზე 75 ათასი ლარი აღმოჩნდა.

 



0
თემები:
შემთხვევები საქართველოში