Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

რუსეთის საგარეო უწყება სამხრეთ კავკასიაში COVID-19-ის თემის პოლიტიზირებას არ ემხრობა

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამართულ ვიდეკონფერენციაზე მხარეები შეთანხმდნენ ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ვიდეოშეხვედრების გაგრძელებაზე

თბილისი, 14 მაისი – Sputnik. სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკოს მონაწილეობით ვიდეოკონფერენცია გამართეს.

მსჯელობაში მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ტოივო კლაარმა, გაეროს წარმომადგენელმა ჯიჰან სულთანოღლუმ და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუდოლფ მიხალკუმ.

„მოლაპარაკებათა არსებული ფორმატის ფარგლებში განხილულია შემდგომი ნაბიჯები საქართველოს და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობებში დაძაბულობის მოხსნის კუთხით, „ცხელი ხაზის“ ამოქმედების და ინციდენტების აღკვეთისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჩათვლით“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის გავრცელების კვლავ არსებული საფრთხის პირობებში რუსეთის მხრიდან დადასტურდა თემის პოლიტიზირების თავიდან აცილების და საერთო დღის წესრიგზე კოლექტიური ძალისხმევის ფოკუსირების მნიშვნელობა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
ლავროვი: რუსეთი დაინტერესებულია საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარებით

მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ჟენევის ფორმატში ვიდეოკავშირით გაგრძელდება რეგულარული კონტაქტები, ჟენევის დისკუსიების შემდეგი რაუნდის ჩატარების ვადები COVID-19-ის გავრცელების დინამიკის და შეზღუდვების მოხსნის გათვალისწინებით განისაზღვრება.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან გაწყვეტილია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალი რეგიონის სუვერენიტეტი აღიარა, ხოლო საქართველომ ამის საპასუხოდ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

ამ დროისთვის პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუსეთს შორის შენარჩუნებულია ჟენევის დისკუსიებისა და ასევე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსი სენატორის გრიგორი კარასინის პრაღაში შეხვედრების ფარგლებში.

პრაღაში შეხვედრებზე განიხილება ჰუმანიტარული და ეკონომიური საკითხები, პოლიტიკურ საკითხებზე კი ჟენევაში მსჯელობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლების მონაწილეობით. ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები.

ყველა ახალი ამბავი
0