საქართველოს  პარლამენტში მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები შევიდა

გამოწერა
კანონმდებლები ბიუროს სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივებს, მათ შორის, საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობასა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას, რომელიც COVID-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის დაფინანსებას ითვალისწინებს, დეპუტატები ოთხშაბათს გამართულ პარლამენტის ბიურის სხდომაზე განიხილავენ. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში - Sputnik საქართველო
როდის და როგორ ჩატარდება არჩევნები საქართველოს პარლამენტში

კანონმდებლები ასევე განიხილავენ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს ეხება, განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გურამ მაჭარაშვილმა.

მთავრობის გეგმის თანახმად, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან კერძო სექტორში დასაქმებული ის პირები, რომელთა შემოსავალიც 1,5 ათას ლარამდეა. ამასთან, არ დაიბეგრება 750 ლარამდე თანხა. ანუ, მაგალითად, 1000 ლარი ხელფასის შემთხვევაში საშემოსავლო გადასახადი გამოითვლება მხოლოდ 250 ლარიდან და არა მთლიანი თანხიდან.

„რაც შეეხება ბიუჯეტს, ის ჯერ პარლამენტში უნდა შემოვიდეს, შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს და შემდგომ სესიაზე გავა, სადაც მას მივიღებთ. ანტიკრიზისული გეგმა უკვე ამოქმედდა და ამ ბიუჯეტში ძალიან დიდი შეღავათებია გათვალისწინებული ჩვენი საზოგადოებისათვის“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველო“ ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს და ბიუროს სხდომაზე დასწრებას არ გეგმავს.

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ კი აცხადებს, რომ სხდომაში მონაწილეობის შემთხვევაში ისინი საქართველოს ბიუჯეტში ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვის საკითხს დააყენებენ. 

თბილისი - Sputnik საქართველო
მსოფლიო ბანკი საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიის დაძლევაში დაეხმარება

„დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა ქვეყანაში არის ის, რომ მთავრობამ შეასრულოს ის მწირი დანაპირები და დროულად დაარიგოს ფული, რომელიც უცხოეთიდან მოიზიდა... ამიტომ ჩვენ ველოდებით ბიუჯეტში ცვლილებებს, ველოდებით ცვლილებებს საგადასახადო კოდექსში“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ.

ანტიკრიზისული გეგმა გააკრიტიკეს არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმაც. კერძოდ, პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ მთავრობა მოსახლეობის დიდ ნაწილს შიმშილისთვის იმეტებს.

საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა, რომელიც ითვალისწინებს როგორც მოსახლეობის სოციალურ დახმარებას, ისე ბიზნესისა და მთლიანობაში ეკონომიკის ხელშეწყობას.

პროგრამის სოციალურ ნაწილში გათვალისწინებულია მატერიალური დახმარება იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური ან რომლებიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. ისინი ნახევარი წლის განმავლობაში 200 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, მათ იდენტიფიკაციას სოციალური აგენტები მოახდენენ და ისინი მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ ერთჯერად დახმარებას 300 ლარის ოდენობით. ამისათვის ბიუჯეტიდან 74 მილიონი ლარი გამოიყო.

გარდა ამისა, სახელმწიფო დაეხმარება სოციალურად დაუცველებსაც. ის ოჯახები, რომლებმაც 65 ათასიდან 100 ათასამდე სარეიტინგო ქულა მიიღეს, ნახევარი წლის განმავლობაში 600 ლარის ოდენობის დახმარებას მიიღებენ.

 

ყველა ახალი ამბავი
0