დავით ზალკალიანის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

© photo: Prime Time / FBსაგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი
საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დავით ზალკალიანის მოადგილემ მიხეილ ნინუამ უწყება საკუთარი სურვილით დატოვა.

თბილისი, 8 მაისი - Sputnik. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა, ინფორმაციას „პირველი არხი“ ავრცელებს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა

ფაქტს საგარეო უწყებაში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ მიხეილ ნინუამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, რადგან სხვა სფეროში საქმიანობის გაგრძელების შეთავაზება დიდი ხნის წინ მიიღო და გეგმავდა უწყების დატოვებას, თუმცა, უძღვებოდა რა პანდემიის ფონზე არსებული ამოცანების გადაჭრის პროცესს, პოსტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ აღნიშნული კრიტიკული ფაზის დასრულების შემდეგ.

„ჩვენ მას განვიხილავთ ჩვენი დიპლომატიური კორპუსის უაღრესად ფასეულ და ღირსეულ წევრად“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მიხეილ ნინუა საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ბრძანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2018 წლის 31 ოქტომბერს დაინიშნა.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლებას არ სურს სააკაშვილის ხილვა არც ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ნინუას გააჩნია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2005-2006 წლებში საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში; მას შემდეგ ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები. მიხეილ ნინუა სხვადასხვა დროს იყო ფოთის პორტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს რკინიგზის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.

2010 წელს საქმიანობა განაგრძო კანადურ-ბრიტანულ ნავთობსაძიებო კომპანია Tethys Petroleum Limited-ში, სადაც ჯერ კომპანიის ტაჯიკეთში არსებულ წარმომადგენლობას ხელმძღვანელობდა, ხოლო 2013 წლიდან 2016 წლამდე წარმოადგენდა აღნიშნულ კომპანიას ყაზახეთის რესპუბლიკაში.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: ავანტურისტი სააკაშვილი არ სჭირდება არც საქართველოს, არც უკრაინას

2015-2017 წლებში იყო ტაჯიკეთის რესპუბლიკის ნავთობ-საძიებო კომპანიის Skyland Petroleum Group საოპერაციო დირექტორი; 2017 წლიდან კი კომპანია Avenue Construction Georgia-ს დირექტორი.

2007 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

მიხეილ ნინუა მინისტრის მოადგილის რანგში საქმიანობას 2018 წლის 5 ნოემბრიდან შეუდგა.

ყველა ახალი ამბავი
0