სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის არჩევნების ჩატარების თარიღი გადაიწევს

54
თუ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი გაგრძელდა, საპარლამენტო არჩევნების თარიღის გადაწევა გახდება საჭირო, მიიჩნევს პრეზიდენტი

თბილისი, 21 მარტი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა არ გამორიცხა, რომ საგანგებო მდგომარეობის გამო საპარლამენტო არჩევნები გადაიწევს.

საქართველოს პარლამენტმა ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაამტკიცა >>

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, დაავადებულთა რიცხვმა 49-ს მიაღწია.

„არჩევნები ჩატარდება საგანგებო მდგომარეობის შეწყვეტიდან მხოლოდ ექვსი თვის თავზე, თუმცა, იმედია, შევძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულებას იმ ვადაში, რომ დაგეგმილი არჩევნების დრომ არ გადაიწიოს ან გადაიწიოს მინიმალურად“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში უნდა ჩატარდეს.

54
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი (118)