ჟენევა

კორონავირუსს თავისი კორექტივები შეაქვს: ჟენევის მოლაპარაკებები გადაიდო

48
(განახლებულია 14:51 17.03.2020)
ჟენევის დისკუსიების მორიგი, 51-ე რაუნდი მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო გაურკვეველი ვადით გადაიდო.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების გადაწყვეტილებით, ახალი კორონავირუსის გამო მოლაპარაკებების მორიგი, 51-ე რაუნდი ჟენევაში საქართველოსა და რუსეთს შორის გადაიდო, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ჟენევის მოლაპარაკებები საქართველოსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დიალოგის ერთადერთი ფორმატია. ქვეყნებს შორის 2008 წლიდან არ არის დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველომ ეს ურთიერთობები მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 31 მარტს – 1 აპრილს უნდა გამართულიყო.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, თანათავმჯდომარეები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მხარეებს მოლაპარაკებების გამართვის ახალი თარიღის შესახებ მოგვიანებით აცნობებენ.

ამავე დროს, თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ტაივო კლაარმა Twitter-ის აკაუნტში გამოაქვეყნა თანათავმჯდომარეების განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ ისინი ძალისხმევას არ დაიშურებენ მონაწილეების მჭიდრო კონტაქტებისა და ურთიერთობების მხარდაჭერისთვის, გამოიყენებენ ყველა საშუალებას, რათა სათანადოდ გადაწყდეს უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული საკითხები სხვა საკითხებთან ერთად, რომლებიც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგში შედის.

ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ დელეგაციები საქართველოდან, რუსეთიდან, აშშ-დან, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები. მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი გასული წლის ნოემბერში ჩატარდა.

„ნორმანდიული ფორმატი“ საქართველოსთან: რუსეთი იდეას კვლავ არ იწონებს>>

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის COVID-19 აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. მსოფლიოს 140-ზე მეტ ქვეყანაში უკვე დაავადებულია 153 ათასზე მეტი ადამიანი. გარდაიცვალა 5,7 ათასი, უმეტესობა გამოჯანმრთელდა.

48
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1186)

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე - ვიდეო

7
საქართველოში 31 ოქტომბერს კორონავირუსის პანდემიის ფონზე საპარლამენტო არჩევნები ტარდება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნებზე თბილისის ცენტრში

საქართველოში არჩევნების დღე დადგა - ქვეყნის მოსახლეობა მეათე მოწვევის პარლამენტს ირჩევს.

საქართველოს პარლამენტში 150 მანდატისათვის იბრძოლებს 48 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი.

მთავარი კონკურენტები და „მარადიული მტრები“ არიან „ქართული ოცნება“, რომელსაც არჩევნების მესამედ მოგება სურს, და ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 2012 წელს მმართველი პარტიის სტატუსი დაკარგა და ახლა კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობს.

დაბალი ბარიერი სხვა პარტიებსაც აძლევს პარლამენტში მოხვედრის საშუალებას - წინასაარჩევნო კამპანია ძალიან აქტიური იყო, მიუხედავად კორონავირუსის მეორე ტალღისა.

7
შსს–ს შენობა

შსს: ნებისმიერ სამართალდარღვევაზე მოვახდენთ ძალიან სწრაფ და მკაცრ რეაგირებას

15
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ დრომდე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და რამე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა.

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. დაპირებისამებრ, შსს საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის ინფორმაციას არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილი მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის და შესაბამისი რეაგირების შესახებ.

ცაციაშვილის ინფორმაციით, ამ დრომდე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და რამე სერიოზულ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. 

„რეგიონებში შექმნილია პრევენციული ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ ნებისმიერ ლოკაციაზე, სადაც იქნება ინცინდენტი თუ სამართალდარღვევა, მოახდინონ ძალიან დროული რეაგირება. ამ დროის მდგომაროებით იყო მცირე ინცინდენტები, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვანი დარღვევა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა ცაციაშვილმა.

ცაციაშვილის ინფორმაციით, შსს არ დაუშვებს, რომ საარჩევნო პროცესი ძალადობრივი სცენარით განვითარდეს.

„ჩვენი მიზანია თითოეული მოქალაქისთვის შევქმნათ უსაფრთხო გარემო, რათა შეძლონ თავისუფალი არჩევანის გამოვლენა. ამიტომ, ნებისმიერ სამართალდარღვევაზე, რომელიც ამ მიზნით იქნება განხორციელებული, მოვახდენთ ძალიან სწრაფ და მკაცრ რეაგირებას“, განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

არჩევნები 2020: დაფიქსირდა პირველი დარღვევები>>

დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოს 150 დეპუტატს აირჩევენ.

15
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
სასწრაფო დახმარების ბრიგადა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 22 პაციენტი გარდაიცვალა

0
ამ დროისთვის კორონავირუსით გარდაცვლილია 307 ადამიანი. ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე–ღქმეში 1 673-ით გაიზარდა

ბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსით კიდევ 22 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის გარდაცვლილთა რაოდენობაა 307. ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 1 673-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 38 936-ს მიაღწია.

გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც – ბოლო დღე–ღამეში მათი რაოდენობა 2 881–ით გაიზარდა და 22 691–ს მიაღწია, კარანტინის რეჟიმშია 3 001, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4 136 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2 245 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში