საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა

კორონავირუსის პრევენცია: რა გაკეთდა და რა იგეგმება

290
(განახლებულია 20:25 12.03.2020)
კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით შემუშავებული სამოქმედო გეგმის შესახებ საქართველოს მთავრობამ განცხადება გაავრცელა.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ინტენსიურად მუშაობს ქვეყანაში არსებული ვითარებისა და გლობალური სიტუაციის გათვალისწინებით და ჯანმოს მიერ გუშინ გამოცხადებული პანდემიისთვის მზადყოფნის შესაბამისად ახორციელებს საკუთარ სამოქმედო გეგმას, ნათქვამია საქართველოს მთვარობის განცხადებაში.

ამირან გამყრელიძე: მოსალოდნელია კორონავირუსის შემთხვევების სერიოზული ზრდა>>

„მსოფლიოს მასშტაბით არსებული სტატისტიკის გათვალისწინებით, კოორდინირებული და დროულად მიღებული ზომებით საქართველოში ვითარება ამ ეტაპზე სტაბილურია. თუმცა, გამოწვევა ძალიან დიდია და თითოეულმა მოქალაქემ უნდა გამოიჩინოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა როგორც საკუთარი თავის, ასევე საზოგადოების წინაშე", – წერია განცხადებაში.

საქართველოს მთავრობა, განსაკუთრებით, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, საგარეო, ეკონომიკის, განათლების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა თუ სხვა სამინისტროები გადავიდნენ მუშაობის 24-საათიან საგანგებო რეჟიმზე.

მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირებულთა 24 შემთხვევა, თითოეულ პაციენტს უტარდება სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება, ხოლო ინფიცირებულ ადამიანებთან შემხებლობაში მყოფი მოქალაქეები გადიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროტოკოლით გათვალისწინებულ პროცედურებს.

ხვალიდან თბილისის მერია ყველა იმ სერვისს ზღუდავს, რაც ხალხმრავლობასთანაა დაკავშირებული>>

სამთავრობო უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში რეგულარულად გამოსცემს ახალ გადაწყვეტილებებსა და რეკომენდაციებს სამოქმედო გეგმის შესაბამისად. მათ შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საპრევენციო ზომაა – დახურულ სივრცეებში მოქალაქეთა ინტენსიური კონცენტრაციისგან თავის არიდება. ამიტომ:

  1. საქართველოს მასშტაბით სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში გამოცხადებული არდადეგები პირველ აპრილამდე გახანგრძლივდა.
  2. ასევე, ერთი თვით, 13 აპრილამდე გადავადდა სავალდებულო სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა.
  3. სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლების ნაწილი დროებით გადადიან დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. კერძოდ, ის თანამშრომლები, რომელთა საქმიანობაც განსაკუთრებულად არ საჭიროებს სამუშაო ადგილზე ყოფნას, საკუთარი სახლიდან, დისტანციურად შეასრულებენ სამუშაოს. ასეთი რეკომენდაცია ეძლევა კერძო დაწესებულებებსაც. თუმცა, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს უწყებების საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებას და არ უნდა აისახოს თანამშრომელთა შრომით ანაზღაურებაზე.
  4. რობაციონერები 14 აპრილის ჩათვლით თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროებში გამოცხადებისა და რეჟიმის ვალდებულების შესრულებისგან. პრობაციის ოფიცერთან დაფიქსირების აუცილებლობა, სოციალურ მუშაკთან ან ფსიქოლოგთან ჩანიშნული სავალდებულო შეხვედრები ამ ეტაპზე გაუქმებულია. 14 აპრილის ჩათვლით პრობაციის ბიუროში პრობაციონერების გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩაითვლება და მას არავითარი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება.
  5. პენიტენციურ დაწესებულებებში ორი კვირის ვადით ამოქმედდა განსაკუთრებული პირობები. ამ პერიოდში ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შეუჩერდათ პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული საოჯახო, ხანგრძლივი და ხანმოკლე პაემნებით სარგებლობის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, აგრეთვე, განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების უფლება. ამასთან, განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს შეუჩერდათ დაწესებულების გარეთ, სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენებისა და უქმე დღეებში გასვლის უფლება. ასევე განსაკუთრებული პირობების მოქმედების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებაში ახალშესული ბრალდებულები/მსჯავრდებულები განთავსებული იქნებიან სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით.
  6. დროებით შეწყდეს საქართველოში საგანმანათლებლო, სპორტული თუ სხვა სახის ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დაკავშირებულია ხალხმრავალ შეკრებასთან.
  • ამ დროისთვის უკვე შეწყდა: საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი, ასევე ასაკობრივი პირველობები, საქართველოს რაგბის ეროვნული და ასაკობრივი ჩემპიონატი, ხელბურთელთა ჩემპიონატი, ასაკობრივი საკალათბურთო პირველობების გათამაშება და ა.შ.;
  • თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 27-29 მარტს გასამართი ძიუდოს გრან-პრი, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის (IJF) გადაწყვეტილებით, ოფიციალურად გაუქმდა;
  • 14 მარტს მიხეილ მესხის სტადიონზე დაგეგმილი რაგბის მატჩი ევროპის ეგიდით გასამართი საქართველო-რუსეთის მატჩი მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს საზღვრის როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით კვეთისას ფართოვდება შეზღუდვები როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის:

ჩინეთს, სამხრეთ კორეას, ირანს და იტალიას ემატება სხვა ქვეყნებიც და ახლა უკვე გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ავსტრიიდან საქართველოში ჩამოსული პირები ვალდებული არიან:

1. წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში – სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

2. PCR ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მათ უნდა გაიარონ შესაბამისი ეპიდემიოლოგიური შემოწმება და შემდეგ სავალდებულო 14-დღიანი საკარანტინო პროცედურა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

ტიკარაძე: ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის შემოღება არ მიგვაჩნია საჭიროდ>>

მთავრობა მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, არ გაემგზავრონ საზღვარგარეთ, ასევე გამოიჩინონ მოქალაქეობრივი თვითშეგნება და არ დაარღვიონ თვითიზოლაციის წესები.

თვითიზოლაციის წესების დაცვის მკაცრ კონტროლს კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით უზრუნველყოფს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობა ინტენსიურ ნაბიჯებს დგამს, რათა ეფექტურად უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას, შესაძლოა, ვირუსის გავრცელებით მიადგეს.

„უკვე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ბიზნესთან, მათ შორის, საბანკო და ტურიზმის სექტორთან და კერძო სექტორის სხვა სფეროების წარმომადგენლებთან. მთავრობის ეკონომიკური გუნდი 2020 წლის 12 მარტს, დღის ბოლომდე შემუშავებული გეგმის სახით წარმოადგენს ეკონომიკური სტიმულირების კონკრეტულ გეგმას, რათა მაქსიმალურად შევამციროთ მსოფლიოში პანდემიური ვითარებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე", – ნათქვამია განცხადებაში.

პრემიერმა ეკონომიკის სტიმულირებისთვის გეგმის შემუშავების დავალება გასცა>>

მთავრობა შეახსენებს მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ უნდა ენდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და ოფიციალურად დადასტურებულ ინფორმაციას.

290
თემები:
საქართველოს მთავრობა (88)
ზურაბ ჯაფარიძე

„მეხის გავარდნა მოწმენდილ ცაზე“ რა ხდება „გირჩში“

60
(განახლებულია 16:21 04.12.2020)
პარტიის წევრები, რომელთა შესახებაც ზურაბ ჯაფარიძემ დაწერა, სრულ გაუგებრობაში არიან და ვითარებაში გარკვევას ცდილობენ

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია თანაპარტიელ ზურაბ ჯაფარიძესთან უთანხმოებას გამორიცხავს და მის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს „მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას“ უწოდებს.

ყველაზე არაორდინარული პარტია „გირჩის“ ერთ–ერთმა დამაარსებელმა ზურაბ ჯაფარიძემ გუშინ პარტიის დახურულ ჯგუფში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც პარტიაში განხეთქილებაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ უთანხმოება აქვს პარტიის წევრებთან სანდრო რაქვიაშვილთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და იაგო ხვიჩიასთან, თუმცა კონკრეტული მიზეზების შესახებ ჯაფარიძეს საჯაროდ არაფერი უთქვამს.

„მეც ძალიან მინდა თქვენთან ერთად გავარკვიო. ნამდვილად არ ვიცი, მე, ვახო მეგრელიშვილისგან განსხვავებით, მასთან კონფლიქტი არ მქონია. გუშინწინ მეგობრები ვიყავით... ზურა ჯაფარიძეს რა დაემართა, მე არ ვიცი და ზოგადად მგონია, ჩემს მეგობარს დახმარება ესაჭიროება“, – აცხადებს ხვიჩია.

რა ხდება ჯაფარიძესთან დაკავშირებით, არ იციან არც რაქვიაშვილმა და მეგრელიშვილმა. სტატუსი მათთვისაც სიურპრიზი აღმოჩნდა. . ასევე უცნობია ჯერჯერობით ჯაფარიძე პარტიიდან წასვლას აპირებს თუ „გირჩიდან“ სხვების გარიცხვას.

ამასთან, რაქვიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს, შესაძლოა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს უკავშირდება. მისი თქმით, პარტიის ყველა წევრის პოზიცია ამ საკითხზე ერთიანი იყო.

განხეთქილებაზე „გირჩში“ ოპოზიციაშიც გამოეხმაურნენ. „ევროპული საქართველოს“ წევრის ირმა ნადირაშვილის თქმით, ვითარება კონკრეტულ ოპოზიციურ პარტიაში „შიდა სამზარეულოა“, თუმცა, ამას საერთო სურათზე გავლენის მოხდენა შეუძლია.

„განხეთქილება ოპოზიციურ სპექტრში, ან თუნდაც რომელიღაცა კონკრეტული პარტიის ირგვლივ, ეს ამ პროცესებისთვის არაა სასარგებლო“, – განაცხადა ნადირაშვილმა და დასძინა, რომ ის წინასწარ მოლოდინებზე არ ისაუბრებს და პარტიის განცხადებას დაელოდება.

„გირჩი“ საქართველოს პოლიტიკურ არენაზე 2015 წელს გამოჩნდა. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სამმა ყოფილმა წარმომადგენელმა შექმნა. პარტია ლიბერალური მიმართულებისაა და არაორდინარული ქმედებებით გამოირჩევა.

60
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
მამუკა მდინარაძე

მდინარაძე: ჯანდაცვის სისტემასა და ექიმებზე ორკესტრირებული შეტევა სრულიად გაუმართლებელია

15
მმართველი პარტია მიიჩნევს, რომ პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის სისტემის დისკრედიტაცია მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. მმართველი პარტია პანდემიის დროს ჯანდაცვის მინისტრზე თავდასხმას საომარი სიტუაციის დროს თავდაცვის მინისტრზე თავდასხმას ადარებს და მძიმე ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაში ყველას ერთად დგომისკენ მოუწოდებს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ჯანდაცვის მინისტრისა და მთლიანად სისტემის დისკრედიტაციის მცდელობა არა მხოლოდ არასწორია, არამედ მომაკვდინებელი ვირუსის მხარეს დგომაა.

მდინარაძის განცხადებით, დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის პანდემიას და საქართველოზე ბევრად მდიდარ და ძლიერ ქვეყნებს უჭირთ კორონავირუსის შედეგებთან გამკლავება. მას შექმნილ ვითარებაში გაუმართლებლად მიაჩნია ჯანდაცვის სიტემასა და ექიმებზე შეტევა.

„დღეს არა ერთმანეთთან ბრძოლის, არა ერთმანეთის შეცდომებსა თუ ხარვეზებზე ჩასაფრების, არამედ გაერთიანების და ერთად დგომის დროა. კრიტიკა ყოველთვის ბუნებრივი და მისაღებია, თუმცა ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემაზე, მის პირველ პირზე თავდასხმა რიგ შემთხვევებში გამოგონილი ამბებით არის იგივე, რომ საომარი მდგომარეობის დროს თავდაცვის მინისტრს დაესხა თავს და მიზანმიმართული კამპანია გააჩაღო მის წინააღმდეგ“, - განაცხადა მდინარაძემ.

მომიტინგეების მოთხოვნებს თბილისში ახალი მოთხოვნა დაემატა>>

რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ მის ოჯახზე გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან ხორციელდება ძალადობა და მორალური ზეწოლა. ასევე ბოლო დღეებში სხვადასხვა მედიასაშუალებები და კორონავირუსით გარდაცვლილთა ახლობლები ხშირად ადანაშაულებენ ექიმებსა და ჯანდაცვის სამინისტროს  გულგრილობასა და უყურადღებობაში. ასევე დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სხვა მოთხოვნებს კიდევ ერთი ახალი მოთხოვნა დაემატა – გადადგეს ჯანდაცვის მინისტრი.

15
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
მანდარინი

ბათუმის პორტიდან ექსპორტზე 300 ტონა მანდარინი გადის

0
(განახლებულია 17:13 04.12.2020)
წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 40 ათას ტონას შეადგენს. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა სტანდარტული მანდარინი

თბილისი, 4 დეკემბერი - Sputnik. ბათუმის პორტიდან უკრაინაში ექსპორტზე 300 ტონა მანდარინი გავიდა, იუწყება აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

უწყების ცნობით, მანდარინი უკრაინაში ბორნით გადააქვთ. ბათუმის პორტიდან გემი „კაუნასი'' კვირაში ორჯერ (პარასკევსა და შაბათს) გავა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრ გიორგი სურმანიძესთან ერთად ბათუმის პორტის საბორნე გადასასვლელზე იმყოფებოდა, სადაც გემი მანდარინით იტვირთება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის  განცხადებით, აჭარაში აქტიურად მიმდინარეობს ნარინჯისფერი რთველი, აღებული მოსავალი კი გადის ექსპორტზეც და იყიდება ადგილობრივ ბაზარზეც.

„დღეს ჩვენ დავათვალიერეთ და ადგილზე გავეცანით მიმდინარე ექსპორტის პროცედურას. ბორნის მეშვეობით კვირაში 2-ჯერ ექსპორტზე გადის დაახლოებით 300 ტონაზე მეტი ციტრუსი. დღემდე უკვე ექსპორტირებულია 7 000 ტონაზე მეტი მანდარინი აჭარიდან და დაახლოებით, 40 000  ტონა ციტრუსის ექსპორტი იგეგმება წლის განმავლობაში“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ამ დროისთვის მანდარინის ექსპორტი აჭარიდან უკრაინაში სომხეთში, ყაზახეთში, რუსეთსა და მოლდოვაში განხორციელდა.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, წელს ქართული მანდარინი მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რაც მაღალ საბაზრო ფასს განაპირობებს.

მანდარინის მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით აჭარაში შესაბამისი შტაბი მუშაობს.

მიმდინარე წლის სეზონზე სტანდარტულ მანდარინს მოსახლეობისგან 30-მდე საწარმო იბარებს. რაც შეეხება არასტანდარტულ ნაყოფს, მისი ჩაბარება ფერმერებს ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში შეუძლიათ.

0
თემები:
საქართველოს სოფლის მეურნეობა