ტიკარაძე: ამ ეტაპზე საგანგებო მდგომარეობის შემოღება არ მიგვაჩნია საჭიროდ

გამოწერა
მთავრობაში ჯერჯერობით აუცილებლობად არ მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს კორონავირუსთან დაკავშირებით, რადგან სიტუაცია კონტროლდება.

თბილისი, 12 მარტი — Sputnik. ამ ეტაპზე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არაა, განაცხადა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოს წითელი ჯვარი სრულად მობილიზებულია - მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანიები>>

12 მარტისთვის საქართველოში კორონავირუსი 24 ადამიანს დაუდგინდა, მათ შორის ერთი 12 წლის მოზარდია. თუმცა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში მოსალოდნელია ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა.

გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე - Sputnik საქართველო
ყველა სამთავრობო უწყება მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გუშინ ახალი კორონავირუსის ეპიდაფეთქება პანდემიად გამოაცხადა, რადგან ინფექცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა ყურადღებით აკვირდება ვითარებას.

„ყველა ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებთან, აღრიცხულია, მიმდინარეობს მონიტორინგი. იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, გახდის საეჭვოს და შეიტანს რისკს იმაში, რომ ინფექცია ვრცელდება კონტროლის გარეშე, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს", – განაცხადა ტიკარაძემ.

ხელისუფლება აცხადებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ, მოუწოდებს, 14 დღის განმავლობაში არ ეკონტაქტონ ადამიანებს, ხოლო მათ, ვინც ქვეყანაშია, არ გავიდნენ საზღვრებს გარეთ.

საქართველოში ეკლესიებსა და ხატებს დეზინფექციას ჩაუტარებენ>>

მსოფლიოში ამ დროისთვის 116 ქვეყანაში 125 258 ადამიანია ინფიცირებული. დაავადებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ იტალია მოდის, სადაც COVID-19 დაუდგინდა 12 462 ადამიანს. სულ მსოფლიოს მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა შეადგენს 4 638 კაცს, ხოლო განკურნებულების რაოდენობა — 68 286 პაციენტს.

ყველა ახალი ამბავი
0