ზურაბ აბაშიძე

შეუშლის თუ არა კორონავირუსი აბაშიძისა და კარასინის შეხვედრას ხელს

61
(განახლებულია 20:54 10.03.2020)
ქართველი და რუსი დიპლომატები მოლაპარაკებების გადატანას საშიში ვირუსის გავრცელების გამო ჯერჯერობით არ აპირებენ

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში ზურაბ აბაშიძე და რუსი სენატორი გრიგორი კარასინი პრაღაში მორიგი შეხვედრის გადატანას კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ჯერჯერობით არ აპირებენ. ამის შესახებ ზურაბ აბაშიძემ „Sputnik–საქართველოსთან“ საუბროს დროს განაცხადა.

აბაშიძისა და კარასინის მორიგი შეხვედრა მარტის დასაწყისში გაიმართება>>

აბაშიძე–კარასინის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 19–20 მარტს არის დაგეგმილი.

 „ვითარებას შევხედავთ, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი ძალაშია“, – განაცხადა მან.

აბაშიძემ აღნიშნა, რომ რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ.

„ვისაუბრებთ ჩვენი დღის წესრიგის მიხედვით. ესაა სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები, სატრანსპორტო პრობლემები, გარკვეული ჰუმანიტარული საკითხები“, – განაცადა აბაშიძემ.

საქართველოსა და რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობები. დიალოგი ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და რუსი სენატორის გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც 2012 წლიდან პრაღაში იმართება.

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველომ ავიამიმოსვლა შეაჩერა ირანთან, ჩინეთთან და იტალიასთან. ირანთან ასევე ჩაიკეტა სახმელეთო საზღვარიც. გარდა ამისა, ქვეყანაში დაწესდა აუცილებელი კარანტინი ირანიდან, ჩინეთიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან დაბრუნებული პირებისთვის. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მოქალაქეებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ საზღვარგარეთ გამგზავრებისგან.

61
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (180)

COVID-19 VS არჩევნები: ეშინიათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლის? - ვიდეო

11
მიუხედავად ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებისა, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, ეშინიათ თუ არა ქვეყნის მოქალაქეებს კორონავირუსის გამო არჩევნებზე წასვლის.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ამომრჩევლები 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევენ პროპორციული სისტემით, 30-ს კი - მაჟორიტარულით.

გარდა ამისა, ცალკეული რეგიონების მკვიდრები  აირჩევენ მერებსა და რაიონული საკრებულოების დეპუტატებს.აჭარაში ამავე დღეს გაიმართება უზენაესი საბჭოს არჩევნებიც.

ამავდროულად, COVID-19-ით დაინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ორ ათასს მიუახლოვდა. ამ ფონზე ეპიდემიოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება.

11
ანა მიქელაძე

ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

13
(განახლებულია 14:32 27.10.2020)
ამომრჩეველი, რომელიც კორონავირუსზე მკურნალობს ან თვითიზოლაციაშია, შეძლებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას

თბილისი, 27 ოქტომბერი –  Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) იზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს საარჩევნო აქტიურობისკენ მოუწოდებს, განაცხადა ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

ცესკო მათ სთხოვს, დარეკონ საინფორმაციო ცენტრში ნომერზე 2-51-00-51 და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი.

ცესკომ გუშინ იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ურნის მოთხოვნის ვადა ერთი დღით გააგრძელა. ვადა გუშინ 22:00 საათამდე მოქმედებდა.

გასულ კვირაში ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად, სტაციონარულ დაწესებულებებსა და თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის იმ საკარანტინო ზონებსა და სტაციონარებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები მკურნალობენ, 127 საარჩევნო უბანი გაიხსნება.

ექსტრემალური კენჭისყრა საქართველოში: გადასატანი საარჩევნო ურნა 900-მა ადამიანმა მოითხოვა>>

25 ოქტომბრის მონაცემებით, მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირებულია 9 ათასამდე პირი, რომელსაც ხმის მიცემის უფლება აქვს და კენჭისყრის დღეს იზოლაციაში იქნება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პროპორციული სისტემით, 30-ს კი მაჟორიტარული წესით.

13
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ლაბორატორია

მამა კირიონს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
(განახლებულია 16:05 27.10.2020)
სასულიერო პირისთვის ინფიცირების წყარო უცნობია – იგი ბოლო დღეებში ტაძარში არ მისულა და არც მრევლთან ჰქონია კონტაქტი.

 

თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. დავით– გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ მამა კირიონს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

სასულიერო პირისთვის ინფიცირების წყარო უცნობია. მისი თქმით,  იგი ბოლო დღეებში ტაძარში არ მისულა და არც მრევლთან ჰქონია კონტაქტი.

„არ მაქვს სიცხე  და არც ვირუსისთვის დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი.  უბრალოდ, პირველ დღეს მქონდა მაღალი სიცხე. ახლა სახლში თვითიზოლაციაში ვიმყოფები“, - განაცხადა მამა კირიონმა. 

გუშინ, კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე  ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტ სტეფანეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 32127-ს მიაღწია.  გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

0
თემები:
COVID-19 საქართველოში