სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოში იმყოფება

© photo: Salome Zourabichvili / FBსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის რეგიონებში არსებული ვითარების გაცნობა გადაწყვიტა. ამჯერად ვოიაჟი მან სამეგრელოში მოაწყო.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის რეგიონებში არსებულ ვითარებას ეცნობა. ის დღეს ზუგდიდში ჩავიდა, სადაც შეხვედრებს გამართავს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იუწყება ადგილობრივი მასმედია.

პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კორონავირუსის გამო მოქალაქეების მიღებას დროებით ზღუდავს

სახელმწიფოს მეთაური მოისმენს ანგარიშს რეგიონში კორონავირუსთან ბრძოლის მხრივ გაწეული მუშაობისა და პაციენტების მიღებისთვის ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულებების მზადყოფნის შესახებ.

ზურაბიშვილი ეწვევა შშმ პირების სარეაბილიტაციო ცენტრს, შეხვედრას გამართავს ქალთა და ბავშვთა ასოციაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი გახდნენ, დაათვალიერებს ბოტანიკურ ბაღსა და დადიანის სასახლეს.

პრეზიდენტი 10 მარტს სენაკში ჩავა და გენერალური შტაბის სამეთაურო შემადგენლობასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს მეორე ქვეითი ბრიგადის წვრთნებში.

კორონავირუსი და გლობალიზაცია: საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის მთავარი თეზისები>>

ვიზიტის განმავლობაში პრეზიდენტი სოფელ გულასყურის მცირე მეწარმეებსაც შეხვდება და თაფლის წარმოების პროცესს გაეცნობა.

ყველა ახალი ამბავი
0