არჩილ თალაკვაძე

„ქართულმა ოცნებამ" თავისი პრიორიტეტები დაადასტურა თალაკვაძე

58
(განახლებულია 17:37 09.03.2020)
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მმართველი პარტიის ძირითადი პრიორიტეტებია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, დემოკრატიული პრინციპები და უსაფრთხოება.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ ყველა ძირითად საკითხზე, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს პარლამენტის სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ.

მმართველი პარტია და ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმდნენ>>

მან აღნიშნა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ დაადასტურა თავისი პრიორიტეტები – ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება, დემოკრატიული პრინციპები და უსაფრთხოება.

„საქართველოს პოლიტიკური სისტემა მზად არის დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენ ვემზადებით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც ჩატარდება სამართლიანად", – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, 2012 წლიდან მოყოლებული ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული გარემოს მაღალი სტანდარტების შესაბამისად ტარდება.

თალაკვაძემ ჩამოთვალა ის პუნქტები, რომლებზეც მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს, რათა არ იყოს დამატებითი და არასწორი ინტერპრეტაციები. მხარეები შეთანხმდნენ „120/30“ მოდელზე, ანუ 120 დეპუტატი არჩეული იქნება პროპორციული, ხოლო 30 – მაჟორიტარული სისტემით; ამას გარდა, პარტიებისთვის დაწესდება ერთპროცენტიანი გამსვლელი ბარიერი და 40%-იანი ბარიერი საპარლამენტო უმრავლესობის შესაქმნელად. ეს უკანასკნელი ნიშნავს, რომ პარტია ვერ შეძლებს მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას, თუ პროპორციულ არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს მიიღებს.

„ამით (შეთანხმებით) „ქართულმა ოცნებამ" დაამტკიცა, რომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი არის ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების უზრუნველყოფა. მიგვაჩნია, რომ ეს შეთანხმება არის მიღწევა და პროგრესული გადაწყვეტილება ყველა მხარისთვის", – განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა, რომ მმართველი გუნდის პოზიცია კიდევ ერთხელ დადასტურდა – ისინი ენდობიან მოქალაქეებს, მათ არჩევანს და დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება" განახლებული პროგრამითა და გუნდით 2020 წლის არჩევნებში გაიმარჯვებს.

რაც შეეხება პატიმრების გათავისუფლებას, რომლებსაც ოპოზიცია „პოლიტიკურ პატიმრებს" უწოდებს, პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ასეთი საკითხები არა პოლიტიკოსებმა, არამედ შესაბამისმა ინსტანციამ და მართლმსაჯულებამ უნდა გადაწყვიტოს.

თალაკვაძის განცხადებით, შეთანხმებაში ამ საკითხთან დაკავშირებული არც ერთი პუნქტი არ არის.

30-ზე მეტი ოპოზიციური პარტია და „ქართული ოცნება" საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად მოლაპარაკების მაგიდას გასული წლის დეკემბერში მიუსხდნენ.

კალაძე: კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ ყველას, რომ არჩევნებს იგებს ხალხის მხარდაჭერა>>

სამ-ნახევარი თვის მანძილზე მხარეებმა მოახერხეს მოლაპარაკების ოთხი რაუნდის ჩატარება, რის შემდეგაც პროცესი ჩაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენმა პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" ლიდერი გიგი უგულავა ციხეში დააბრუნა. ამით აღშფოთებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი განაცხადეს ხელისუფლებასთან საუბარზე და მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი, ისევე, როგორც თვით შეთანხმება, ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა.

როდესაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა დაინახეს, რომ ოპოზიცია უარს აცხადებდა „ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკების გაგრძელებაზე, მათთვის დამახასიათებელი პროფესიონალური დიპლომატიის გამოყენებით მოიფიქრეს არაფორმალური შეხვედრების ფორმატი – შეხვედრა სადილზე ან ვახშამზე დიპლომატიური კორპუსის ერთ-ერთ წარმომადგენელთან.

„მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს შეთანხმების მიღწევაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის", – დაწერა ამასთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ახლა უნდა დაიწყოს ცვლილებების კონსტიტუციაში ასახვის პროცედურები. ჯერჯერობით, მოქმედი კონსტიტუციით, საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სისტემით, როცა 150 ადგილიდან 77 ნაწილდება პროპორციულად პარტიებს შორის, რომლებიც 3%-იან ზღვარს გადალახავენ, დანარჩენი 73 კი – ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებულებს შორის.

58
თემები:
საქართველოს პარლამენტი (242)
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში ვიზიტს იწყებს

17
(განახლებულია 10:32 20.01.2021)
ეს იქნება 2021 წელს სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მეთაური მაღალი რანგის ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრებს გამართავს

 

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  20 იანვარს ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვევა, ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებს შეხვდება.

ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის შეხვედრები ევროკავშირისა და ნატოს ხელმძღვანელ პირებთან.

კერძოდ, პრეზიდენტი შეხვდება ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეპ ბორელს, ევროპარლამენტის პრეზიდენტ დავიდ სასოლის,  ევროკომისიის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს ეკონომიკურ საკითხებში ვალდის დომბროვსკის, ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერსა და ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს.

პრეზიდენტის პრეს–სამსახურის ცნობით,  ასევე დაგეგმილია სხვა მაღალი რანგის შეხვედრები.

 

 

 

17
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ზურაბ პოლოლიკაშვილი

ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით აირჩიეს

46
პირველად UNWTO-ს გენერალურ მდივნად პოლოლიკაშვილი 2017 წლის მაისში აირჩიეს, მაშინ მის კანდიდატურას მხარი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმეტესობამ დაუჭირა.

თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. დიპლომატი საქართველოდან, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის პოსტზე მეორე ვადით დარჩა, იუწყება მთავრობის პრეს-სამსახური.

შესაბამისი გადაწყვეტილება მადრიდში ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 113-ე სხდომაზე მიიღეს.  აღმასრულებელი საბჭოს მიერ არჩეულ კანდიდატს გაეროს გენერალური ასამბლეა მიმდინარე  წლის მეორე ნახევარში დაამტკიცებს.

პოლოლიკაშვილს ამ თანამდებობაზე ხელმეორედ არჩევა ერთ-ერთმა პირველმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მიულოცა.

„ეს საქართველოს მნიშვნელოვანი წარმატებაა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ქართველთა მაღალი წარმომადგენლობა გლობალურ საკითხებში საქართველოს აქტიურ ჩართულობას ადასტურებს“, - დაწერა  გიორგი გახარიამ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ზურაბ პოლოლიკაშვილი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელად პირველი ვადით 2017 წლის მაისში აირჩიეს. მაშინ მადრიდში გამართულ სესიაზე მის კანდიდატურას მხარი მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების უმეტესობამ დაუჭირა.

ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კანდიდატი საქართველოდან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელ თანამდებობაზე აირჩიეს.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (UNWTO) - წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა ტურიზმის სფეროში, რომელიც მდგრადი და ყველასათვის ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებით არის დაკავებული.

ზურაბ პოლოლიკაშვილი: დაიბადა თბილისში 1977 წლის 12 იანვარს. არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო საბანკო საქმის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მაგისტრის ხარისხი მადრიდში მოიპოვა.

2001-2005 წლებში "TBC ბანკში" წამყვან თანამდებობებზე მუშაობდა, რის შემდეგაც ერთი წლის განმავლობაში ეკავა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა.

2006-2009 წლებში ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი იყო, მომდევნო ერთი წელი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

2010 წელს პოლოლიკაშვილი კვლავ "TBC ბანკში" დაბრუნდა ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე.

2011-2012 წლებში საფეხბურთო კლუბ თბილისის "დინამოს" დირექტორი იყო.

2012 წელს პოლოლიკაშვილი განმეორებით დაინიშნა ესპანეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად.

ფლობს ინგლისურ, ესპანურ, ფრანგულ, რუსულ და იაპონურ ენებს. დაოჯახებულია, ჰყავს სამი შვილი.

46
ვაქცინაცია

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა - უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები

0
(განახლებულია 09:29 20.01.2021)
მედიცინის სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით, კოვიდ–ვაქცინას გარკვეული გვერდითი მოვლენები აქვს, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ვაქცინას, რაც ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ

თბილისი, 20 იანვარი - Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაიწყო - მილიონობით ადამიანი ელოდება აცრას, რათა დაიცვას თავი საშიში ვირუსისგან. 

ამავდროულად, ბევრს ეჭვი ეპარება ვაქცინის უსაფრთხოებაში, რადგან არ იცის, რამდენად კარგად არის შესწავლილი მეტად ხანმოკლე დროში შექმნილი ვაქცინის შესაძლო გვერდითი მოვლენები, განსაკუთრებით, ვაქცინაციის შემდეგ ლეტალური შედეგის შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე.

 „Sputnik-საქართველო“ დაინტერესდა, რა უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები აქვს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები

ექიმების თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ გვერდით მოვლენებს ძალიან ბევრი ადამიანი იგრძნობს - ესაა ადამიანის ორგანიზმის იმუნური პასუხი. გვერდითი მოვლენები, შესაძლოა, რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდეც კი გაგრძელდეს, როგორც სხვა, მაგალითად, გრიპის ვაქცინით აცრის შემთხვევაში. 

კორონავირუსის აცრის შემდეგ ვაქცინების უმრავლესობა იწვევს შემდეგ გვერდით მოვლენებს - ტაქიკარდიას, ალერგიულ რეაქციას, შესიებას ნემსის ჩხვლეტის ადგილზე და სისუსტეს.

ზოგადად, პრეპარატებს დიდხანს იკვლევენ და ცდიან - ეს მათ უსაფრთხოსა და გამოყენებისთვის ვარგისს ხდის, მაგრამ ზოგჯერ ისინი მართლაც მძიმე გვერდით მოვლენებს იწვევენ.

ასე, მაგალითად, BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინა ზოგიერთ პაციენტში ძლიერ ალერგიულ რეაქციას იწვევს, იყო ანაფილაქტიკური შოკის შემთხვევებიც. ამიტომ ხელისუფლება მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ალერგია აწუხებს, აცრის შემდეგ მოსალოდნელი გვერდითი მოვლენების შესახებ აფრთხილებს.

თავის ტკივილი და  ნემსის ჩხვლეტის ადგილის შესიება - ის გვერდითი მოვლენებია, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს AstraZeneca-ს ვაქცინამ, ხოლო უმნიშვნელო ალერგიული რეაქცია ზოგჯერ ახასიათებს Moderna-ს პრეპარატს. 

გვერდითმა მოვლენებმა შეიძლება შეაწუხოს პაციენტი რუსული Sputnik V ვაქცინით აცრის შემთხვევაშიც - მოსალოდნელია ტემპერატურის მატება, სისუსტე, გულისრევის შეგრძნება, თავის ტკივილი და ალერგიული რეაქცია.

ექიმების თქმით, გვერდითი მოვლენები, შესაძლოა, ახასიათებდეს ნებისმიერი წამლის გამოყენებას, მაგრამ არ შეიძლება კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემისა ან ავადმყოფობის ავტომატურად დაკავშირება ვაქცინაციასთან.

ვაქცინის გარდა, გვერდითი მოვლენები იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება განპირობებული იყოს სხვა გარემოებებითაც - მაგალითად, გაციებით, თუ ის დაემთხვევა დროში აცრის შემდგომ პერიოდს.

აცრის შემდგომ გვერდითი მოვლენები მოსალოდნელია ვაქცინის არასწორი გამოყენების ან მისი გაკეთებისას არასწორი ტექნიკური მეთოდის გამოყენების შემთხვევაში. ამიტომ მნიშვნელოვანია ვაქცინის შენახვის პირობების - ვადისა და ტემპერატურის დაცვა, ასევე, აცრამდე შესაძლო უკუჩვენებების გამოვლენა.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით

0