სომხეთის პრემიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

© photo: Government of Georgia / FB გიორგი გახარია და ნიკო ფაშინიანი
გიორგი გახარია და ნიკო ფაშინიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში ნიკოლ ფაშინიანი შეხვედრას გამართავს ქართველ კოლეგასთან, ქვეყნის პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან

თბილისი, 2 მარტი — Sputnik.  სომხეთის მთავრობის დელეგაცია პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით თბილისს ოფიციალური ვიზიტით 3-4 მარტს ეწვევა, იუწყება საქართველოს მთავრობის პრეს-სამსახური.

დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება. ფაშინიანი პირველ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან გამართავს. მხარეები ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან ერთმანეთს. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და სომხეთის პრემიერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.    

სამშენებლო სამუშაოები - Sputnik საქართველო
რას ფიქრობენ საქართველოში სომხეთის სატრანზიტო პოტენციალზე

გარდა ამისა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფაშინიანი შეხვედრებს გამართა ს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

სომხეთის პრემიერი და დელეგაციის წევრები პატივს მიაგებენ საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულთა ხსოვნას და გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.

დელეგაცია საქართველოს ოთხ მარტს დატოვებს.

ქვეყნებს შორის მაღალი დონის ბოლო შეხვედრა  მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ერევანში გაიმართა. მაშინ საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის მინისტრებმა დაამტკიცეს 2020 წელს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პროგრამა. დოკუმენტს ხელი მოეწერა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში მოეწერა.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წლის 17 ივლისს დაამყარეს. მხარეები სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობენ. ყველაზე ინტენსიურია თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს, სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.

ყველა ახალი ამბავი
0