თავდაცვის უწყება: ქართველი სამხედროები უფრო ღირსეულ პირობებში იმსახურებენ

© photo: Ministry of Defense of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ცენტრის მშენებლობაზე
ირაკლი ღარიბაშვილი სამხედრო ცენტრის მშენებლობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასწავლო და სამხედრო-საგანმანათლებლო ცენტრ „კრწანისში" მასშტაბური ინფრასტრუქტურული და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სამხედრო მოსამსახურეების პირობების გაუმჯობესების მიზნით სასწავლო და სამხედრო-საგანმანათლებლო ცენტრ „კრწანისში" აქტიური სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ქართველი სამხედროები - Sputnik საქართველო
ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სამხედრო ქალაქი აშენდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოცხადებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც სამხედროებისთვის ღირსეული პირობების შექმნისკენ არის მიმართული, ბაზებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს: კაპიტალურად რემონტდება ყაზარმები, სასადილოები, საცხოვრებელი კოტეჯები, სათავსოები, წლის სისტემები, მწყობრში მოჰყავთ გარე განათებები და კომუნიკაციები, ასევე შენდება მრავალფუნქციური სტადიონები და მონტაჟდება ტრენაჟორები.

„კრწანისის" ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო, მოეწყო რეკრეაციული ზონა.

მიმდინარეობს სამუშაოები შიდა ბეტონის გზების დაგება, სკვერის მოწყობა და ტერიტორიის გამწვანება. ასევე იგეგმება სპორტული ზონის მშენებლობა.

ვაზიანის საბრძოლო მომზადების ცენტრის გახსნა - Sputnik საქართველო
თავდაცვის სამინისტრო ჯარში სურსათზე მკაცრ კონტროლს აწესებს

გარდა ამისა, ცენტრის ტერიტორიაზე გაჩნდება ახალი სასადილო, რომელიც ათას სამხედროზე იქნება გათვლილი.

ბაზაზე უახლოეს პერიოდში იგეგმება სიმულაციური ცენტრის აშენება.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. წლის ბოლომდე სრულად გარემონტდება 200 ყაზარმა.

„ჯამში 250 ობიექტი იქნება სრულად გარემონტებული. ჩვენს სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ და ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატოს სტანდარტით იქნება მოწყობილი", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტი იზრდება>>

სამხედრო მოსამსახურეების სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სამხედროებს 2013 წლიდან რამდენჯერმე გაეზარდა ხელფასები. გაიზარდა ასევე ერთჯერადი დახმარების ოდენობა. გარდა ამისა, მთავრობა აქტიურად მუშაობს სამხედროების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის პროგრამაზე.

ყველა ახალი ამბავი
0