საბჭოთა ჰიმნი საქართველოს პარლამენტში: პრეზიდენტმა ოპოზიცია დაგმო

© President of Georgia photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კანონი სახელწოდებით „თავისუფლების ქარტია" ქვეყანაში 2011 წლიდან მოქმედებს. კანონი კრძალავს კომუნისტური ტოტალური და ფაშისტური სიმბოლიკის გავრცელებას

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის გაჟღერება ქართული სახელმწიფოს შეურაცხყოფა და კანონმდებლობის დარღვევაა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუშინ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის გამოსვლა პლენარულ სხდომაზე „მუსიკალურმა პაუზამ", უფრო ზუსტად კი საბჭოთა კავშირის ჰიმნმა შეწყვიტა. თალაკვაძე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს 2019 წლის მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენდა. თავისებური აქცია-პერფორმანსი საპარლამენტო ოპოზიციამ მოაწყო.

„საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში ჰიმნის გამოყენება მიუღებელია და სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციაა. მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს პატივი სცეს პარლამენტის მიერვე მიღებულ კანონს - „თავისუფლების ქარტია", რომლის მიზნებსაც ეწინააღმდეგება გუშინ საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლისას მომხდარი ფაქტი“, -აღნიშნულია განცხადებაში.
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო
ოპოზიციამ საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი გააჟღერა – ვიდეო

კანონი სახელწოდებით „თავისუფლების ქარტია" ქვეყანაში 2011 წლიდან მოქმედებს. კანონი კრძალავს კომუნისტური ტოტალური და ფაშისტური სიმბოლიკის გავრცელებას.

 

https://www.president.gov.ge/geo/pressamsakhuri/siakhleebi/%E2%80%8Bsaqartvelos-prezidentis-ganckhadeba-(4).aspx?fbclid=IwAR1KSp29wWeR4R5dhWtDghverychLn7f0Dphqgc7iYhbHSgNVUC1_gBdehU

ყველა ახალი ამბავი
0