აქცია პარლამენტთან

სკანდალი საქართველოს პარლამენტში: ოპოზიცია შოთაძის წინააღმდეგ გამოდის ვიდეო

87
(განახლებულია 20:10 17.02.2020)
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა ოპოზიციის დეპუტატების მიერ მომზადებული პერფორმანსით დაიწყო.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

დეპუტატების წინაშე კანდიდატის გამოსვლის წინ დარბაზში „ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა გამოჩნდნენ. დეპუტატებს სახეზე აფარებული ჰქონდათ ნიღბები მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით, ხელში კი ეკავათ ფურცლები პოლიტპატიმრების სახელებით.

„შეხედეთ ყურადღებით. თქვენ ამ ადამიანის მონა ხართ. გესმით?! თქვენ მისი მონა ხართ!" – მიმართა ხოშტარიამ შოთაძეს და ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებაზე მიუთითა.

შოთაძის მისამართით გამოთქმული რიგი ბრალდებებისა და დეპუტატებისთვის პოლიტპატიმრების ფოტოების დარიგების შემდეგ ბოკუჩავამ და ხოშტარიამ სხდომათა დარბაზი დატოვეს.

ირაკლი შოთაძემ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ ოპოზიციის გამონათქვამებმა მას შეურაცხყოფა არ მიაყენა, რამდენადაც მსგავსი გამოხდომები პირველ რიგში მის ავტორებს შეურაცხყოფს.

შოთაძის კანდიდატურას საპროკურორო საბჭომ 10 თებერვალს კენჭისყრით მხარი დაუჭირა. საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შოთაძის კანდიდატურის დამტკიცებასთან დაკავშირებით პარლამენტში კენჭისყრა მიმდინარე კვირის ბოლომდე გაიმართება.

მოქმედი კანონმდებლობით, პარლამენტი გენერალურ პროკურორს ექვსი წლის ვადით ირჩევს.

87
თემები:
საქართველოს პარლამენტი (147)
მეტროს მგზავრები პირბადეებით

როგორ ემზადება საქართველოს მთავრობა კორონავირუსის მეორე ტალღისთვის

97
(განახლებულია 14:45 04.06.2020)
საქართველო  საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე კორონავირუსის ეპიდემიის გავლენის შესახებ ფართომასშტაბიან კვლევას ჩაატარებს

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik. აუცილებელია დეტალური კვლევის ჩატარება კორნავირუსის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე გავლენის კუთხით, რათა მოვემზადოთ პანდემიის მეორე ტალღისთვის, რომელზეც ყველა ლაპარაკობს, განაცხადა მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, მუშაობამ პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშზე მთავრობის მიერ კრონავირუსთან ბრძოლაში გადადგმული ნაბიჯების შესახებ ნათლად აჩვენა, რომ ეს ძალზე კარგი შესაძლებლობაა სუსტი ადგილების გამოსავლენად.

პრემიერმა აღნიშნა რომ ეს ანგარიში საფუძვლად დაედება კვლევას, რათა პანდემიასთან ბრძოლა უფრო ეფექტური იყოს.

„იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ვიყოთ მომზადებული შესაძლო მეორე ტალღისთვის... გვინდა, გამოვიყენოთ ეს ანგარიში, როგორც, ასე ვთქვათ, პირველი ნაბიჯი იმისთვის, რომ დავიწყოთ ფართო კვლევა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად „კოვიდ-19“-ის ვირუსის, ეპიდემიის ზეგავლენის შესახებ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე – სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება, ადამიანის უფლებები, ბავშვების უფლებები, სამართლებრივი პროცესები და ა.შ. თუ ვამბობთ, რომ ეს არის გლობალური პანდემია, ჩვენ მას ვპასუხობთ ეფექტურად, რამეთუ ვმართავთ რისკებს, შესაბამისად უნდა გადავაზღვიოთ ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო, რათა ადაპტაცია მოხდეს არა მხოლოდ ეკონომიკასთან, არამედ ცხოვრების სხვადასხვა სფეროსთან. ვფიქრობ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და დონორები მოგვეხმარებიან მსგავსი კვლევების ჩატარებაში მაქსიმალურად სწრაფ დროში“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა რომ ეს კვლევა შესანიშნავი შესაძლებლობა გახდება იმისთვის, რომ არა მხოლოდ უკეთ მოვემზადოთ მეორე ტალღისთვის, არამედ გავუზიაროთ საქართველოს გამოცდილება საერთაშორისო პარტნიორებსაც.

97
თემები:
COVID-19 საქართველოში
გიორგი გახარია

გიორგი გახარია „ფეიკ–ნიუსების“ სამიზნე თუ თანამდებობიდან გადადგომის რეალური კანდიდატი?

64
(განახლებულია 14:06 04.06.2020)
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პრემიერ–მინისტრისა და სხვა მინისტრების თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო

თბილისი, 4 ივნისი – Sputnik.  ეს მცდარი ინფორმაცია, ე.წ. ფეიკ–ნიუსია, არავინ არსად არ მიდის, ბატონი გახარია არის პრემიერ–მინისტრი, რომელიც ჩვენს გუნდს არჩევნებზე საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მან პრემიერ–მინისტრის შესაძლო გადადგომის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

წულუკიანის სიტყვებით, ყველა მინისტრი თავის ადგილზე რჩება და სამთავრობო გუნდი დეზინფორმაციის პირველწყაროს წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს. 

 „ეს იქნება გუნდი, რომელიც არამარტო პანდემიაზე გაიმარჯვებს, ქვეყანას მოუტანს არამარტო უვიზო რეჟიმს, არამედ დიდ ევროინტეგრაციამდე მიიყვანს. ეს იქნება ასევე სახელისუფლებო გუნდი, მთავრობა, პარლამენტი, რომელიც დემოკრატიული არჩევნებით კვლავ გაიმარჯვებს იმ სერიოზულ პრობლემაზე, რომელსაც „ფეიკ–ნიუსების“ შემქმნელი ოპოზიცია და მათი მასმედია“, – განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე უარყო გავრცელებული ხმები  პარლამენტის სპიკერის ან საკონსიტუტციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე მისი შესაძლო დანიშვნის შესახებ.

უკვე რამდენიმე დღეა ქართულ მედიასაშუალებებში პერმანენტულად ვრცელდება ინფორმაცია გიორგი გახარიას და მთავრობაში რამდენიმე მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ.


64
ჯანმოს შტაბბინა

პანდემიას ახალი კატასტროფა მოჰყვება: ჯანმო გაფრთხილებას ავრცელებს

0
(განახლებულია 17:28 04.06.2020)
ჯანდაცვის მსოფიო ორგანიზაციასა და გაეროს ჯანდაცვის სააგენტოში შიშობენ, რომ ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება უახლოეს მომავალში კატასტროფულ შედეგებს მოიტანს

თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. გამომდინარე იქიდან, რომ COVID-19–ის წინააღმდეგ დიდი რაოდენობით ანტიბიოტიკები გამოიყენება, ეს გააძლიერებს ბაქტერიულ რეზისტენტობას და გაზრდის სიკვდილიანობას უახლოეს მომავალში, აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. 

როგორც  ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადამონ  გებრეიესუსი ამბობს, ანტიბიოტიკებისადმი მედეგობას სულ უფრო საშიში რაოდენობის ბაქტერიული ინფექციები იჩენს, რომლებიც მანამდე ჩვეულებრივ იკურნებოდა ამ ტიპის პრეპარატებით.

 „აშკარაა, რომ მსოფლიო კარგავს უნარს, გამოიყენოს კრიტიკულად მნიშვნელოვანი ანტიმიკრობული პრეპარატები“, —  განაცხადა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ჯანმოში აღნიშნეს, რომ რეალურად COVID-19–ით ინფიცირებულთაგან მხოლოდ მცირე ნაწილს ესაჭიროებოდა ანტიბიოტიკების მიღება. ორგანიზაციამ სახელმძღვანელოც კი გამოსცა მედიკოსებისთვის, რათა ექიმებს ტყუილუბრალოდ არ დაენიშნათ ანტიბიოტიკებით მკურნალობა მათთვის, ვისაც COVID-19 მსუბუქი ფორმით უვითარდებოდა.

იხილეთ თვალსაჩინო გრაფიკა: ფრთხილად, ანტიბიოტიკია!

ტედროს გებრეიესუსი ამბობს, რომ ანტიმიკრობული პრეპარატებისადმი მედეგობა — ეს „თანამედროვეობის ერთ–ერთ ყველაზე აქტუალური გამოწვევაა“.

ამასთან მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ დროს, როდესაც ზოგი ქვეყანა ანტიბიოტიკებს შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით მოიხმარდა, შედარებით დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატების დეფიციტი იყო, რასაც „არაერთი სიკვდილი მოჰყვა“.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს