გადაწყვეტილება მიღებულია – გიორგი მარგველაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად, დაწერა Twitter-ზე ექს-პრეზიდენტმა.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ფილოსოფიის დოქტორმა გიორგი მარგველაშვილმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო – იგი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდება, რის შესახებაც Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი მარგველაშვილი: მე რიგითი მოქალაქეების პრეზიდენტი ვიყავი

„ავტორიტარიზმის არჩევით „ქართულმა ოცნებამ" წითელი ხაზები გადაკვეთა. არ არის დემოკრატია – არ იქნება ეროვნული ერთობა და დასავლური კურსი. ვერ ვუყურებ, ეს როგორ მოხდება. ვუბრუნდები აქტიურ პოლიტიკას. ვემსახურები ჩვენი დასავლური არჩევანის მისიას, ჩემს მეგობრებთან და ქართველ ხალხთან ერთად", – დაწერა მარგველაშვილმა.

საკუთარი გეგმების შესახებ მარგველაშვილმა პირველად 13 თებერვალს ისაუბრა. როგორც თავად ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმა აღნიშნა, მას კომფორტის ზონიდან გამოსვლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებმა აიძულა.

გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც თავის დროზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მხარდაჭერით არჩევნებში გაიმარჯვა, ახლა საკუთარ თავს ოპოზიციაში ხედავს.

მარგველაშვილს ქვეყნის მეთაურის პოსტი 2013 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში ეკავა.

ყველა ახალი ამბავი
0