„დემოკრატია გადასარჩენია“ - საქართველოს ექსპრეზიდენტი პოლიტიკაში ბრუნდება

© photo: Sputnik / Stringerგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდ პოლიტიკაში დაბრუნებას აპირებს, რათა ოპოზიციის ერთობა გააძლიეროს

თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ერთწლიანი შესვენების შემდეგ აქტიურ პოლიტიკაში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

საქართველოს პოლიტიკურ რუკაზე შეიძლება კიდევ ერთი პარტია გაჩნდეს >>

მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2013-2018 წლებში იყო. თავის დროზე მან არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მხარდაჭერით გაიმარჯვა, თუმცა მოსახლეობას მოქმედ ხელისუფლებასთან ღია კონფრონტაციით დაამახსოვრა თავი. თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ცხოვრობდა მშობლიურ დუშეთში და თავის სახლში ტურისტებს მასპინძლობდა. ბოლო დროს რამდენჯერმე გამოჩნდა ოპოზიციისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების მიტინგებზე, როგორც რიგითი მონაწილე.

„მე მიმაჩნია, ქართული დემოკრატიული განვითარება გადასარჩენია. ეს ერთი და მეორე – ამ ეტაპზე, საქართველოს პოლიტიკურ პროცესში არსებობს პრიორიტეტული, ოპოზიციური მრგვალი მაგიდა და ეს მიმართულებაა გასაძლიერებელი. ასე ვთქვათ, ჩემთვის უცხო პერსონაჟები არიან იმ მაგიდასთან, რომელთანაც პოლიტიკური ალიანსი არასდროს არ მქონია, მაგრამ ახლა ზეპოლიტიკური მიზანია მისაღწევი, საქართველოს არ შეიძლება გავხადოთ პროვინციული დიქტატურა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

უკვე ცნობილია, რომ ოფიციალურ განცხადებას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ექსპრეზიდენტი 4 აპრილს ოპოზიციის აქციაზე გააკეთებს. თუმცა ჯერ არ არის ცნობილი, რომელ პარტიაში აღმოჩნდება იგი. ერთადერთი, რასაც მარგველაშვილი ამ თემაზე ამბობს, არის ის, რომ ამ თემას მეგობრებთან იხილავს.

გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
პრემიერი გადადგომას აპირებს? გახარია ჟურნალისტებს ურჩევს, „ფინალურ სერიას დაელოდონ“

აღსანიშნავია, რომ მეოთხე პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლების უმეტესობა ამჟამად ბანკირ მამუკა ხაზარაძის პარტია „ლელოს“ აქტიური წევრები არიან. პარტიაში კონსულტაციების ფაქტს ჯერ არ ადასტურებენ.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი უკანასკნელი არ არის, ვინც ოპოზიციის რიგებში შეიძლება აღმოჩნდეს. ქართულ მასმედიაში აქტიურად მუსირებს პოლიტიკაში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო დაბრუნების საკითხიც. ცნობილია, რომ ის მამუკა ხაზარაძის ახლო მეგობარია.

ყველა ახალი ამბავი
0