უვიზო რეჟიმის გვერდითი ეფექტი: ევროკავშირში სულ უფრო მეტი ქართველი ითხოვს თავშესაფარს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს და ევროკავშირის დროშები ევროპის მოედანზე
საქართველოს და ევროკავშირის დროშები ევროპის მოედანზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირში აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ორგანიზაციასთან იმისათვის, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა შეამციროს

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. 2019 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, ნათქვამია ევროკომისიის მეოთხე ანგარიშში „საქართველოს მიერ ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ“, რომელშიც გასული წლის შედეგებია შეჯამებული.

საქართველოს მოქალაქეების შანსი, რომ შვეიცარიაში თავშესაფარი მიიღონ, მინიმალურია >>

ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა, ისლანდიამ და საქართველოს ხელისუფლებას ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

„2019 წლის განმავლობაში ევროკავშირის / შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მოთხოვნების რაოდენობა მაღალი დარჩა; იგი 2018 და 2017 წლებში თავშესაფრის მოთხოვნათა მთლიან რაოდენობას აღემატებოდა და საქართველოს მოქალაქეების რიცხვი ევროკავშირში საერთაშორისო დაცვის მომთხოვნი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს შორის ერთ-ერთი წამყვანია“, - ნათქვამია ანგარიშში.
გამოსვლების ტრიბუნა საგარეო უწყებაში - Sputnik საქართველო
საქართველო შეშფოთებულია – ევროპაში თავშესაფრის მაძიებლები უვიზო რეჟიმს საფრთხეს უქმნიან

საქართველოს მოქალაქეები 2018 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში მოხვდნენ. სულ გაკეთდა 18 ათასი განაცხადი ანუ თავშესაფრის მაძიებელთა საერთო რაოდენობის 3%. ეს მონაცემები გამოქვეყნებულია ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის ვებგვერდზე.

საქართველოს ხელისუფლებამ მთელი რიგი ზომები მიიღო იმისათვის, რომ სხვა ქვეყნებში არალეგალური მიგრაცია არ დაუშვას. უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დამრღვევების მიმართ კანონმდებლობა გაამკაცრა. ამიერიდან ადამიანის რეადმისიასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი თვითონ მას ეკისრება. ასევე გამკაცრდა გვარის გამოსაცვლელად გათვალისწინებული პროცედურები.

გარდა ამისა, სხვა ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეების უკანონო ყოფნის ხელშეწყობა ფინანსური ან მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0