საქართველოს პრეზიდენტმა „სიონის მეგობართა ორგანიზაციისგან" უმაღლესი ჯილდო მიიღო

© photo: Salome Zourabichvili / TWITTERსალომე ზურაბიშვილმა „სიონის მეგობართა ორგანიზაციისგან" უმაღლესი ჯილდო მიიღო
სალომე ზურაბიშვილმა „სიონის მეგობართა ორგანიზაციისგან უმაღლესი ჯილდო მიიღო - Sputnik საქართველო
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა ჯილდოსთვის მადლობის გადახდისას ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის მრავალი საუკუნის განმავლობაში არსებულ განსაკუთრებულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „სიონის მეგობართა ორგანიზაციისგან" ქართველი ხალხის მიერ ებრაელების მხარდაჭერის გამო უმაღლესი ჯილდო მიიღო, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„სიონის მეგობართა ორგანიზაცია" 70 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს.

„მადლობას ვუხდით სალომე ზურაბიშვილს საქართველო-ისრაელის პარტნიორობისა და მეგობრობის განვითარების ერთგულებისთვის", – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ისრაელის დროშა - Sputnik საქართველო
ისრაელი საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესს დააჩქარებს

ორგანიზაციის ჯილდოები მიღებული აქვთ აშშ-ის პრეზიდენტებს ჯორჯ ბუშს, დონალდ ტრამპსა და კიდევ მსოფლიოს რამდენიმე ლიდერს. ორგანიზაციის პირველი თავმჯდომარე ისრაელის პრეზიდენტი შიმონ პერესი იყო.

ზურაბიშვილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა მჭიდრო ურთიერთობები, რომლებიც ქართველ და ებრაელ ხალხებს აკავშირებთ.

„საქართველოში ანტისემიტიზმის არარსებობა თავისთავად სიამაყის მიზეზი არ შეიძლება იყოს. ისევე, როგორც არ შეიძლება იამაყო, რომ არ ხარ კრიმინალი ან ქურდი. მაგრამ ჩვენ, ქართველებს შეგვიძლია ვიამაყოთ სხვა რამით – ეს არის იმ კავშირების ხარისხი, რომელიც ქართველებსა და ებრაელებს შორის არსებობდა. მეტსაც ვიტყოდი, ეს არის კავშირი ქართველებს შორის, რადგან საქართველოში არასდროს იყო დაყოფა ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ საქართველოში ქრისტიანობა იდენტობის ნაწილი იყო მეოთხე საუკუნიდან. რელიგია არასდროს გვაცალკევებდა და გვყოფდა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი Peres Center for Peace & Innovation-ში - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელში ვიზიტი თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობით დაიწყო

ისრაელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილი გამართავს რიგ ორმხრივ შეხვედრებს და იერუსალიმში გახსნის საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალ ოფისს.

ზურაბიშვილი უკვე შეხვდა თავის კოლეგა რუვენ რივლინს და ისრაელში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების პროცესის დაჩქარებაზე თანხმობა მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იერუსალიმში 21 იანვარს გაემგზავრა მსოფლიო ჰოლოკოსტის მეხუთე ფორუმში მონაწილეობის მისაღებად. ფორუმში მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ლიდერი მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი გამართავს შეხვედრებს ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან სტევო პენდაროვსკისთან, კანადის გენერალ-გუბერნატორთან ჟიული პეიეტთან და ფორუმში მონაწილე სხვა ქვეყნების ლიდერებთან.

საქართველოს პრეზიდენტი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის მსოფლიო ფორუმში მიიღებს მონაწილეობას>>

ისრაელში სამუშაო ვიზიტის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთში გაემგზავრება და 28 იანვარს სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა.

ყველა ახალი ამბავი
0