ვალერი გელაშვილს პარლამენტში დაბრუნების შანსი აქვს

© photo: Sputnikპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტში როტაცია გრძელდება – მმართველი პარტია „ქართული ოცნება" თავის ადგილებს ავსებს.

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ოთარ ჩრდილელის ვაკანტური სადეპუტატო სავარძელი საქართველოს პარლამენტში, შესაძლოა, ვალერი გელაშვილმა დაიკავოს, რომელიც მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიულ სიაში 96-ე ნომერია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

პოლიტიკური დაპირისპირების ახალი ტალღა საქართველოში: სიების ომი>>

ჩრდილელმა დეპუტატის მანდატზე უარი 2019 წლის 12 დეკემბერს თქვა. მან ასევე დატოვა პარტია „ქართული ოცნება". მიზეზად დაასახელა უზენაესი სასამართლოს კანდიდატების უვადოდ დანიშვნა, რომელთა უმრავლესობას ტენდენციურობასა და კლანთან კავშირში ადანაშაულებდნენ. ჩრდილელის ადგილი, კანონის მიხედვით, ზაქარია ქუცნაშვილმა უნდა დაიკავოს მიუხედავად იმისა, რომ მან მანდატზე ერთხელ უკვე უარი თქვა (გასული წლის ზაფხულში, თბილისში გავრილოვის ჩამოსვლის გამო არეულობების ფონზე). ქუცნაშვილმა პარლამენტში დაბრუნებაზე უარი განაცხადა. სიაში შემდეგი კი ვალერი გელაშვილია.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
როდის წარდგება საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე

გელაშვილს სოლიდური საპარლამენტო სტაჟი აქვს. ის მეხუთე, მეექვსე და მერვე მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი იყო. 2005 წლის ივლისში მას სპეცრაზმელები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. დეპუტატთან ფიზიკური ანგარიშსწორების მიზეზი მისი კონფლიქტი იყო იმ დროს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. საქმე ობიექტურად მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გამოიძიეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტი დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად ექვსი წლით პატიმრობა შეუფარდა. მასთან ერთად ექვსი წლითა და ცხრა თვით აღეკვეთა თავისუფლება ექს-პრემიერსა და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს. ცხრა-ცხრა წლით პატიმრობა შეეფარდა საქმის სხვა ფიგურანტებს.

ახალი დეპუტატის უფლებამოსილების აღიარების საკითხს საქართველოს პარლამენტი, სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის პირველივე სხდომაზე განიხილავს.

ყველა ახალი ამბავი
0