როგორ ავსებენ ქართველი ჩინოვნიკები დეკლარაციებს: 254 ჯარიმა ერთ წელიწადში

© Sputnik / Alexander Imedashviliპარლამენტის დეპუტატი
პარლამენტის დეპუტატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგადასახადო სამსახურის მიერ შემოწმებულ თანამდებობის პირთა ნახევარზე მეტმა დეკლარაციები არასწორად შეავსო

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. საქართველოს საჯარო სამსახურის ეროვნულმა ბიურომ 2019 წელს 254 ჯარიმა გამოუწერა თანამდებობის პირებს თანამდებობრივი დეკლარაციების არასწორი შევსებისთვის, ნათქვამია უწყების ანგარიშში.

საგადასახადო სამსახურმა სამი ტელეკომპანიის ანგარიშებიდან თანხები ჩამოწერა >>

მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოში თანამდებობის პირები დეკლარაციას წელიწადში ერთხელ ავსებენ. დოკუმენტში უნდა მიეთითოს ოჯახის ქონება, მათ შორის ავტომობილები, თანხები საბანკო ანგარიშებზე და ძვირადღირებული საჩუქრები.

ანგარიშის თანახმად, 2019 წელს 596 დეკლარაცია შემოწმდა, საიდანაც სწორად შევსებული იყო მხოლოდ 237.

ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
„გირჩის“ ლიდერი 2 ათასი ლარით დააჯარიმეს

„2019 წლის დეკლარაციების მონიტორინგმა ცხადყო, რომ რადიკალურადაა შეცვლილი თანამდებობის პირების დამოკიდებულება, ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების მიმართ. აღნიშნულზე მეტყველებენ ციფრებიც. თუ 2017 და 2018 წლებში დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად დაჯარიმდა შემოწმებულ თანამდებობის პირთა დაახლოებით 80%, 2019 წლის მონიტორინგის შედეგად უარყოფითად შეფასებულ დეკლარაციათა რიცხვი (მათ შორის გაფრთხილებებიც) არ ცდება 60%-ს და შეადგენს 55%-ს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან სააგენტო მიუთითებს, რომ დეკლარაციების უმრავლესობაში დარღვევები ეხებოდა უძრავ ქონებას, საბანკო ანგარიშებს და შემოსავლებს, და თანამდებობის პირთა მხოლოდ 24%-მა არ მიუთითა, რომ სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა. ამასთან, შემოსავლების ნაწილში დამრღვევთა 63%-მა არასწორად მიუთითა თავისი მონაცემები.

ანგარიშის თანახმად, რიგითი თანამდებობის პირთა გარდა, ანგარიშში აღმოჩნდა ასევე 29 დეპუტატი, როგორც მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ისე ოპოზიციიდან.

ყველა ახალი ამბავი
0