დეპუტატები პარლამენტში

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა მანდატზე უარი თქვა

145
(განახლებულია 20:50 08.01.2020)
საქართველოს საკანომდებლო ორგანოს ერთ-ერთმა წევრმა გადაწყვიტა თავი მთლიანად აკადემიურ საქმიანობას დაუთმოს

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტიიდან „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ კარლო კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს, რასთან დაკავშირებით მან საპარლამენტო საქმიანობაზე უარის თქმა გადაწყვიტა, იუწყება პირველი არხი.

კოპალიანი ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, ჰესების ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩემი მშობლიური უნივერსიტეტია, ვასწავლი, პროფესორი ვარ და გადავწყვიტე მივიღო მონაწილეობა კანცლერის არჩევნებში. 12 წელია, დეპუტატი ვარ და ვფიქრობ, საკმარისია. სხვები მოვლენ, ახალგაზრდობა“, - განაცხადა კოპალიანმა კანცლერის არჩევნების შედეგების გამოცხადებამდე.

კოპალიანი ახალ თანამდებობაზე მუშაობას 20 იანვრიდან დაიწყებს.

ბოლოჯერ კოპალიანი პარლამენტში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით მოხვდა. რეგლამენტის მიხედვით, მის ადგილს პარლამენტში პარტიის საარჩევნო სიით მომდევნო პი დაიკავებს.

145
თემები:
საქართველოს პარლამენტი (177)
ცესკოს შენობა

არჩევნები 2020: ცესკოში პარტიების განაცხადების მიღება გრძელდება

54
(განახლებულია 19:34 11.07.2020)
ამ დროისათვის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ათმა პოლიტიკურმა პარტიამ გამოხატა

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გამოაქვეყნა იმ პარტიების ჩამონათალი, რომლებსაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.

გახარია: კარგად ჩატარებული არჩევნები – ჩვენი საერთო მიზანია >>

ცესკოს ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარტიებმა უკვე მიიღეს უფლება საარჩვენო კომისიაში ჰყავდეთ საკუთარი წარმომადგენელი. დღეისათვის წინასწარი რეგისტრაცია ცესკოში გაიარეს შემდეგმა პოლიტიკურმა ძალებმა:

  • „სამართლიანობის აღდგენის კავშირი - ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე „სოციალური სამართლიანობისთვის“
  • „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
  • „საქართველო“
  • „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“
  • „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“
  •  „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“
  • „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”
  • „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“
  • „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“
  • „ევროპელი დემოკრატები“

პარტიების განაცხადების მიღება არჩევნებამდე 43 დღით ადრე - 21 სექტემბერს შეწყდება. ამის შემდეგ პარტიებმა, რომლებმაც წინა არჩევნებზე 15 ათასი ხმა ვერ მოიპოვეს, ცესკოში უნდა წარადგინონ 5 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა - ბლანკებზე და ელექტრონული სახით. პარტიების საბოლოო ჩამონათვალი გახდება ცნობილი სიების შემოწმების შემდეგ, არჩევნებამდე 30 დღით ადრე - 2 ოქტომბერს. მხარდამჭერების სიების შემოწმების შემდეგ პარტია გაივლის ოფიციალურ რეგისტრაციას და ბიულეტენში თავიანთი რიგითი ნომრები მიენიჭებათ.

პარლამენტში მოსახვედრად პარტიამ არჩევნებზე მისული ამომრჩევლების ხმების სულ მცირე 1% უნდა მიიღოს.

54
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ვანო მერაბიშვილი

„ახალი ხალხი მოვა“ - მერაბიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება გამორიცხა

121
(განახლებულია 17:24 11.07.2020)
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა რწმენა იმისა, რომ მოახლოებული არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ყოფილმა პრემიერ მინისტრმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გამორიცხა თავისი დაბრუნება საქართველოს მთავრობაში, თუნდაც ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში.

მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე: არასწორად მოვიქეცი თანამდებობა რომ არ დავტოვე >>

„მე პირადად უკვე ამოვწურე ყველა თანამდებობა, რომელიც კი შეიძლება დამეკავებინა. მინისტრი ვერ ვიქნები. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვერ იქნება მინისტრი, ხოლო პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე არც კი ვფიქრობ. ახალი ხალხი მოვა“, - განაცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტ დმიტრი გორდონთან ინტერვიუში.

ამავე ინტერვიუში მერაბიშვილმა გამოთქვა რწმენა, რომ საქართველოში ხელისუფლება აუცილებლად შეიცვლება არჩევნების შემდეგ, მაგრამ, მისი თქმით, მომავალში ახალი ხელსუფლება პრობლემების წინაშე დადგება.

„სამწუხაროდ, ახალ მთავრობას ექნება ნაკლები აზარტი, ნაკლები მოტივაცია. მათ რეფორმატორების წარმატებაც და წარუმატებლობაც ნახეს. ეს არის ყველაზე ცუდი იქიდან, რაც მოხდა. რეფორმების გატარებისას ისინი შეშინდებიან, დაფრთხებიან, იქნებიან უფრო ფრთხილები, რეფორმები კი ასე არ კეთდება. მაგრამ იმედი მაქვს, რომ გლობალიზაცია, ევროკავშირში შესვლა დააჩქარებს სიტუაციის გაუმჯობესებას საქართველოში. ყველაზე მთავარია, რომ ეს გამოიყვანს ქვეყანას იმ სტაგნაციიდან, რომელშიც ის ახლა იმყოფება“, - განაცხადა მერაბიშვილმა.

რაც შეეხება მის გეგმებს პოლიტიკასთან დაკავშირებით, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მათ თბილისში პრესკონფერენციაზე გაახმოვანებს.

ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი თითქმის შვიდწლიანი პატიმრობიდან თებერვალში გათავისუფლდა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსი იყო.

ამჟამად მერაბიშვილი უკრაინაში იმყოფება. მანამდე კი პოლონეთში მკურნალობის კურსი გაიარა.

 

121
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე

მთვარის კალენდარი: 12 ივლისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 11:23 11.07.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

12 ივლისი, კვირა ამ დღეს მზე მართავს. კლებადი მთვარე ვერძის ნიშანშია.

ვერძის დღეს სასურველია აქტიურობა, ორიგინალობისა და სიმტკიცის გამოჩენა; უნდა გახსოვდეთ ტაქტისა და დიპლომატიურობის შესახებ, მოერიდოთ აჩქარებას, მოუთმენლობასა და იმპულსურობას.

კარგი დღეა წინსვლისთვის, სწავლისთვის, ჯგუფური მუშაობისთვის.

წარმატებული დღეა, სამუშაო კარგად აეწყობა. კარგი დღეა მოგზაურობის დაწყებისთვის.

მთვარე ვერძის ნიშანში ამაღლებს საწინააღმდეგო სქესისადმი ინტერესს. ახალ ნაცნობობას, შესაძლოა, მგზნებარე რომანი მოჰყვეს, მაგრამ დიდი აბათობით – ხანმოკლე

რეკომენდებულია: წინსვლა, ფულის საკითხების გადაწყვეტა, აქტიურობა, ბიზნესის საქმეების გაკეთება, კონტაქტი ხელმძღვანელობასთან, ყველასთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა, მუშაობა როგორც ინდვიდუალურად, ისე გუნდურად, შემოქმედებითი საქმიანობა, კარიერული წინსვლა, ახალი საქმეების დაწყება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

არარეკომენდებულია გუნდიდან გამოყოფა და მასთან დაპირისპირება, წვრილმან საქმეებზე ყურადღების კონცენტრირება და მათზე დროის დაკარგვა.

თმის შეჭრა, შეღებვა: ვერძის ნიშნის დროს სჯობს, თავი შეიკავოთ თმის შეჭრის ან შეღებვისგან. ნებისმიერ ქიმიურ პრეპარატს ამ დღეს უარყოფითი ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს იმუნიტეტზე.

კლებადი მთვარის დროს ხელსაყრელია ზედმეტი თმის მოშორება, სახის გაწმენდა.

ფრჩხილების მოვლისთვის ნეიტრალური დღეა.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

სახის ნიღბების სახით გამოიყენეთ მხოლოდ ნატურალური საშუალებები.

მებაღეობა: ამ დღეს სასურველია ბაღში მცენარის მიწისზედა ნაწილებთან მუშაობა, რადგან ქვედა ნაწილზე იზრდება ზეწოლა, მცენარის წვენი ფესვებისკენ მიდის. მცენარეები ამ დროს ისვენებენ და ცუდად იზრდებიან.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივლისი>>

არაა რეკომენდებული დათესვა და დამუშავება, მაგრამ შეიძლება მარწყვის პწკალების ჩარგვა, დაავადებებისგან დამუშავება, მწვანილის დათესვა, მშრალი სასუქის მიცემა.

0