რუსეთის სათათბირო

დეპუტატი კალაშნიკოვი ექიმის გათავისუფლების შესახებ: ავიამიმოსვლის აღდგენამდეც არ ვართ შორს

83
რუსი დეპუტატი მიიჩნევს, რომ მსგავსი ნაბიჯები საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. სახელმწიფო დუმის დსთ–ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ კალაშნიკოვმა ცხინვალის საპატიმროდან ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთთან დიალოგის ჟენევის ფორმატით უკმაყოფილოა >>

შაბათს ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტოს ხელისუფლებამ გაფრინდაშვილი გაათავისუფლა. ქართველი ექიმი უკვე თბილისში, საკუთარ სახლში დაბრუნდა.

„ამ სიტუაციაში ჩვენ მოგვმართა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ და ჩვენ გულდასმით ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან სამხრეთ ოსეთიდან. დანარჩენი ყველაფერი - ოსეთისა და მისი ხელმძღვანელობის კეთილი ნების საქმეა“, - განაცხადა მან ექსკლუზიურ ინტერვიუში „Sputnik-საქართველოსთან“.

კალაშნიკოვი იმედოვნებს, რომ გაფრინდაშვილის გათავისუფლება ოფიციალურ თბილისსა და ცხინვალის რეგიონს შორის არსებული სიტუაციის განმუხტვის დასაწყისი გახდება.

„მაგალითად, ჩვენ მოგვმართავენ ის ქართველები, რომლებსაც არ შეუძლიათ იმ ნათესავების საფლავების მონახულება, რომლებიც დაკრძალულები არიან იქ, სადაც ადრე ერთი მთლიანი ქვეყანა იყო. ამისათვის საქართველოც უფრო მომთმენი უნდა იყოს და, მაგალითად, შეაჩეროს ან გააუქმოს თავისი კანონი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტეროტორიების შესახებ, რომლებშიც ყოფნის შემდეგ ადამიანმა შეიძლება რამდენიმე წლით დააპატიმრონ, თუ ის საქართველოში ჩავა. გახსოვთ ალბათ განსვენებულ ლუჟკოვთან დაკავშირებული ისტორია“, - აღნიშნა მან.

დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მომხდარი შეიძლება საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების წინაპირობა გახდეს.

„ვფიქრობ, ამ ნაბიჯის შემდეგ არ ვართ შორს საავიაციო მიმოსვლის აღდგენამდეც, რაზეც ასევე ვმუშაობთ „პატრიოტთა ალიანსთან“ ერთად, რომელმაც ამასთან დაკავშირებით თხოვნით მოგვმართა. და ჩვენ ვმუშაობთ ავიატორებთან და უპირველეს ყოვლისა, ჩვენს ხელმძღვანელობასთან“, - განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

ცნობილი ქართველი ექიმი-ტრავმატოლოგი ცხინვალის რეგიონში იმისთვის გაემგზავრა, რათა სამედიცინო დახმარება აღმოეჩინა ახალგორში დაშავებული მასწავლებლისთვის. ქალი ჭაში ჩავარდნის შედეგად დაშავდა, ადგილზე კი მისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენის საშუალება არ არსებობდა.

გაფრინდაშვილი „საზღვრის დარღვევისთვის“ დააკავეს, 20 დეკემბერს მას ერთი წელი და ცხრა თვე მიუსაჯეს. მთელი ამ დროის განმავლობაში თბილისსა და სხვა ქალაქებში არ წყდებოდა საპროტესტო აქციები. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ექიმი შეიწყალეს.

83
თემები:
ქართულ–რუსული ურთიერთობები (163)
გიორგი გახარია

„ზუსტად ვიცი“: გახარიამ ოპოზიციონერები „ჯიგრულ პონტში“ დაადანაშულა

56
(განახლებულია 20:34 05.06.2020)
პრემიერის მტკიცებით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საგანგებო მდგომარეობის დროს საშვით არ სარგებლობდა და ის დააჯარიმეს

თბილისი, 5 ივნისი - Sputnik. ოპოზიციაში არიან ადამიანები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პირობებში მედიაში ჟურნალისტებად გაფორმდნენ და საშვები მიიღეს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ. 

მთავრობის მეთაური ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა საშვების გაცემასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია ახლობლობით ადამიანების არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

„ოპოზიციასა და ოპონირებას ძალიან დიდ პატივს ვცემ. „ჯიგრულ პონტშიო, გახარიამ თქვა კორუფციაზეო“ და სინამდვილეში ეს ვთქვი საშვის დაშვებაზე. ეს ჩვენი ოპოზიცია, რომელთაც ეს თქვეს, თურმე ანგელოზები არიან. ზუსტად ვიცი, ბევრი მათგანი საშვის მოსაპოვებლად, „ჯიგრულ პონტში“ მედიაში გაფორმდა, როგორც ჟურნალისტმა მიიღო ეს საშვი და მერე მოძრაობდა ამ საშვით. რაც შეეხება ფარცხალაძეს: ის იყო დაჯარიმებიული“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, „ჯიგრულ პონტში“ საშვების დაშვება და მსგავსი ქმედებები მისთვის მიუღებელი და  ამორალურია.

 

 

56
თემები:
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგის მონაწილეები

ქართული ოპოზიცია კვლავ გზაგასაყარზეა: „მაჟორიტარული“ სვლა „ნაცმოძრაობისგან“

66
(განახლებულია 15:55 05.06.2020)
ოპოზიციამ მითიურ კოალიციურ მთავრობაში მითიური თანამდებობების განაწილება შეწყვიტა და უფრო მიწიერ საკითხებზე გადაერთო – ვინ სად წამოაყენოს დეპუტატობის კანდიდატები.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. ოპოზიციურ სპექტრში არასახუმარო ვნებათაღელვა გრძელდება – ყოფილმა მმართველმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოულოდნელი „მხედრით სვლა“ გააკეთა, თავისი პოლიტიკური ამბიციები გვერდზე გადადო და თბილისში ერთმანდატიანი ოლქები პარტნიორებს დაუთმო.

პირველი რაუნდი ონლაინ–რეჟიმში: საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა იწყება>>

ბოლო დროს ოპოზიციურ პარტიებში, რომლებიც გასული წლის ნოემბერში გაერთიანდნენ დევიზით „ერთად ერთის წინააღმდეგ“, არასახუმარო ვნებათაღელვაა ერთმანდატიან ოლქებში დეპუტატობის კანდიდატებთან დაკავშირებით. პარტიებმა თავიანთი პოლიტიკური ამბიციები გამოამჟღავნეს და პრაქტიკულად ნათლად მიანიშნეს, რომ ოპოზიციის ერთობა – შედარებითი და მყიფეა.

მაჟორიტარი კანდიდატების ირგვლივ სკანდალი ჯერ კიდევ მარტში დაიწყო, როდესაც მასმედიამ გამოაქვეყნა დეპუტატობის კანდიდატთა წინასწარი სიები, რომლებშიც ყოფილი მმართველი პარტიის წარმომადგენლები ჭარბობდნენ. ოპოზიციური გაერთიანების მხარდამჭერთა აღშფოთების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სიებს საერთო არაფერი ჰქონდა რეალობასთან და სკანდალი მიჩუმდა, რათა ივნისში კვლავ ახალი ძალით გაღვივებულიყო.

მიზეზი გახდა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის ნიკა მელიას განცხადება, რომ მისი პარტია ოლქების ნაწილში თავის კანდიდატებს ცალკე წამოაყენებდა, მეორე ნაწილში კი ძალებს გააერთიანებდა გაერთიანებულ ოპოზიციასთან. ამას არ შეიძლებოდა, არ აღეშფოთებინა ერთობის მხარდამჭერები, რომლებიც ერთიანი კანდიდატების წამოყენებას ითხოვენ.

შიდა დაპირისპირების გამო გაერთიანების შემდეგ პირველად ჩაიშალა გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი სხდომა, თავად ტერმინის არსებობა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

მაჟორიტარული არჩევნების მნიშვნელობა

მაჟორიტარული არჩევნები – ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის ყველაზე დიდი საჯილდაო ქვაა.

ასეთ არჩევნებში იმარჯვებს კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს ამა თუ იმ ოლქში, ხოლო თუ მეორე ტური გახდება საჭირო – უბრალო უმეტესობას. სულ, დღევანდელი მდგომარეობით, 73 მაჟორიტარული ოლქია.

მაჟორიტარული არჩევნების კეთილსინდისიერად ჩატარება წლების განმავლობაში მთავარი პრეტენზია იყო ოპოზიციის მხრიდან, რომელიც მმართველ პარტიას სახელმწიფო რესურსების გამოყენებასა და ელექტორატზე ზეწოლაში ადანაშაულებდა, რამაც მას პრაქტიკულად დააკარგვინა გამარჯვების შანსი.

ერთობლივი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით მხარეებმა მოახერხეს ერთმანდატიანი ოლქების 73-დან 30-მდე შემცირებაზე შეთანხმება.

მართალია, ჯერ ეს ვარიანტი განხილვის სტადიაზეა და კენჭისყრა ივნისის ბოლოს გაიმართება, თუმცა ოპოზიციამ უკვე დაიწყო 30 კანდიდატის არჩევა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სვლა

თანამებრძოლების დასამშვიდებლად და ოპოზიციის ერთობის შესანარჩუნებლად ნიკა მელიამ ხუთშაბათს, საღამოს მოულოდნელი განცხადება გააკეთა.

„ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია, რომელმაც წინა არჩევნებზე მილიონ-ნახევრიან თბილისში 200 ათასი ხმა – ყველა დანარჩენ ოპოზიციაზე მეტი ხმა – დააგროვა, პარტნიორებს უთმობს თბილისის 8 მაჟორიტარული ოლქიდან ექვსს. ამით ჩვენ ვახდენთ დემონსტრირებას იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ ხელმძღვანელობს ვიწრო პარტიული ინტერესებით და არ იბრძვის თავისი შედეგის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა მელიამ.  

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მისი პარტია თავის კანდიდატებს წამოაყენებს თბილისის მხოლოდ ორ რაიონში – გლდანსა და ისანი-სამგორში და უკვე პარასკევს დაიწყებს წინასაარჩევნო კამპანიას.

„ამას ვაკეთებთ, რათა მივაღწიოთ სრულ თანხმობას ოპოზიციაში და თითოეულ ოლქში იგი წარმოდგენილი იყოს ძლიერი კანდიდატებით... ვფიქრობ, ამით ყველაფერია ნათქვამი“, – განაცხადა მელიამ.

პარტნიორები კმაყოფილებას არ მალავენ

განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ბევრ ლიდერს მოეწონა.

პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მელიას განცხადება, „ნაცმოძრაობის“ ადრე გაკეთებული განცხადებებისგან განსხვავებით, გაერთიანებული ოპოზიციის სულისკვეთებას პასუხობს.

„მელიას განცხადება პასუხობს იმ სულისკვეთებას, რომელიც ჩვენ გვქონდა. თუ ის შესრულდება, ეს მხოლოდ გამახარებს. დღეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რისკების შემცირება ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. პირველივე ტურში გასაგები უნდა იყოს, ვინ გაიმარჯვა და ვინ დამარცხდა“, – აღნიშნა ბოკერიამ.

განცხადებით კმაყოფილი არიან ლეიბორისტულ პარტიაშიც.

„ეს ადეკვატური განცხადებაა. იმედი მაქვს, რეგიონებზეც შევძლებთ მოლაპარაკებას. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ორი ამოცანა გვაქვს – არა მხოლოდ შევცვალოთ მმართველი პარტია, არამედ დავასრულოთ ერთპიროვნული მართვის ტრადიცია“, – განაცხადა პარტიის წარმომადგენელმა ლაშა ჩხარტიშვილმა.

ნიკა მელიას განცხადებამ დააფიქრა ასევე პარტია „ლელო საქართველოსთვის“, რომელიც საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობას აპირებს.

„ეს პოზიტიური განცხადებაა და, იმედი მაქვს, პარტიები ერთიან კანდიდატებზე შეთანხმდებიან, ჩვენ კი გავაგრძელებთ დიალოგს, რათა მათ თბილისის ოლქებში შევუერთდეთ“, – განაცხადა პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი კი დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი ოპოზიციას მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის წინაშე უპირატესობას მისცემს.

„ეს მნიშვნელოვანი განცხადება იყო, რომლის შემდეგაც ვერავინ შეძლებს ოპოზიციის პოლარიზებაზე საუბარს და ეს ივანიშვილსაც განაიარაღებს“, – აღნიშნა ანზორ ბიწაძემ.

ამასთან, მან მიუთითა, რომ დღევანდელი დღის შემდეგ შესაძლებელი იქნება იმის თქმა, რომ ოპოზიციის ერთობა შედგა.

შენარჩუნდება თუ არა ეს ერთობა მომავალშიც, ამას დრო გვიჩვენებს, ჯერ კი კვირის ბოლოს უნდა გაიმართოს გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი სხდომა, რომელზეც, მაჟორიტარული არჩევნების გარდა, თავის მთავარ მოვლენას – თბილისში 20 ივნისს დაგეგმილ მასშტაბურ საპროტესტო აქციას განიხილავენ.

66
სავსე მთვარე

მთვარის კალენდარი: 6 ივნისი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 20:37 05.06.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

6 ივნისი, შაბათი. ამ დღეს სატურნი მართავს. კლებადი მთვარე მშვილდოსნის ნიშანშია.

სავსემთვარეობის შემდეგ, როდესაც ხდება სასიცოცხლო და ფსიქოლოგიური ენერგიის დაგროვება, იწყება ამ ენერგიის თანდათანობითი შემცირება.

მოსალოდნელია მდგომარეობის, იდეებისა და განწყობის ხშირ–ხშირი ცვლა. ეს ეხება როგორც საქმიან სფეროს, ისე პირად ურთიერთობებს. კარგი დღეა კვირის განმავლობაშ დაგროვებული ამოცანების გადასაჭრელად, გეგმების შესადგენად.

თმის შეჭრა, შეღებვა: მშვილდოსანი, მორიელის მსგავსად, არაერთმნიშვნელოვან გავლენას ახდენს თმის ვარცხნილობის შეცვლაზე. მაგალითად, თუ თმის შეჭრა გინდათ და ვარცხნილობის დიდხანს შენარჩუნება, მაშინ, სჯობს, ეს სხვა დროისთვის გადადოთ – თმა მალე გაიზრდება და ვერ დაიმორჩილებთ. თმის შეჭრისთვის კარგი დღეა, თუ თმის ზრდის პროცესის შენელება გსურთ. გაითვალისწინეთ – თუ მაინც გადაწყვეტთ თმის შეჭრას, უპირატესობა სწორ, დავარცხნილ სტილს მიანიჭეთ და არა ხვეულ თმას. ასევე, შეიძლება არ გაამართლოს მოლოდინებმა თმის შეღებვასთან დაკავშირებით – თმა მალე გაფერმკრთალდება.

მთვარის დაბნელება 5 ივნისს: მასშტაბური მოვლენა, რომლითაც დაბნელებების დერეფანი იხსნება>>

მებაღეობა: მშვილდოსანი მთვარის კალენდარში ნაკლებად ნაყოფიერი ნიშანია, მაგრამ ამ დღეს ბაღში სხვადასხვა სამუშაოების შესრულება შეიძლება, მათ შორის, სასუქის მიცემა, გასხვლა, მცოცავი მცენარეების დარგვა და სხვ. მებაღეობის შესახებ ივნისში დეტალურად იხილეთ აქ.

0